28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს.

ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს.

ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“, „ჯეოგადამამუშავებელის“ და ახლა „არერსა მეთალის“ დამფუძნებელია. გავრცელებული ინფორმაციით მას არაოფიაციალური წილის მფლობელი ქართველები „კრიშავენ.“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი საწარმოს მშენებლობის სკოპინგის ანგარიში მოსახლეობაში განხილვის გარეშე მიიღო, ახლა კი ლოქდაუნის მომიზეზებით ონლაინ რეჟიმში აპირებენ გზშ-ს განხილვას.

მიუხედავად საზოგადოების დიდი პროტესტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოების თხოვნისა, რომ ისინი წარმოადგენდნენ დაინტერესებულ მხარეს, რომ არსებობს ფერადი ლითონების მეტალურგიული საწარმოს მხრიდან გარემოსა და მოსახლეობაზე უარყოფითი ზემოქმედების მნიშვნელოვანი რისკი, სამინისტროს უზრუნველყო საზოგადოების ჩართულობა გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვაში, არ გაითვალისწინეს. დეპუტატების, ექიმების, პედაგოგების, არასამთავრობო სექტორის, მოსახლეობის სხვა წარმომადგენლების წერილობითი განცხადება მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. (წერილი 2020 წლის 4 აგვისტოს შევიდა სამინისტროში; რეგისტრაციის ნომერი 12169 ხელს აწერს 72 კაცი).

მოსახლეობა სამინისტროს  წერდა: „ სამინისტროს მხრიდან არ იქნა უზრუნველყოფილი მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სკოპინგის დასკვნის გაცემა სამინისტროს მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის სათანადო ინფორმირებულობა და რეალური მონაწილეობითი პროცესის გარეშე განხორციელდა. კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო  მოსახლეობას შინ დარჩენის მკაცრი რეკომენდაციები ეძლეოდა, ინფორმაციის გავრცელება ეფექტურ საშუალებად ვერ ჩაითვლება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობის საინფორმაციო დაფაზე. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სამინისტროს მხრიდან პრესის ან მასობრივი ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალების გამოყენებით არ გაკეთებულა რაიმე განცხადება, რომელიც მოსახლეობას მიაწვდიდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამინისტროს ვებ. გვერდზე შეეძლოთ ეხილათ დეტალური ინფორმაცია სკოპინგის მიმდინარეობის შესახებ.ალბათობა იმისა, რომ ინფორმაციის არარსებობის პირობებში  მოსახლეობა საკუთარი ინიციატივით ყოველდღიურ რეჟიმში შეამოწმებდა სამინისტროს ვებ გვერდს და აღმოაჩენდა ზემოთ დასახელებულ ინფორმაციას, ძალიან დაბალია.  შესაბამისად, სამინისტროს მხრიდან შესრულებულად ვერ ჩაითვლება ვალდებულება, უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობა“.

ახლა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში (გზშ) თუ გადავხედავთ, ისეა „ჩაწიკწიკებული“ ყველაფერი, რომ  იტყვი _რა უშლის ხელს, ააშენონ, ჩაის და ციტრუსისათვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ვერ მოიცალა და იქნებ მძიმე მეტალურგიაში მიაღწიონ წარმატებას – თქო, მით უმეტეს, რომ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ქარხანაში კარგა ხანია მიმდინარეობს და გზშ-ს ფორმალური განხილვა და მინისტრის ხელმოწერაა დარჩენილი.

დავიწყოთ ტერიტორიით.. 2004 წლიდან რამდენიმე ჰექტარი მიწის ფართობი ქ. ოზურგეთიდან, სოფელ ლიხაურზე გადაფორმდა.. ამითაც მანიპულირებენ _საწარმო ქალაქის ტერიტორიაზე არ შენდება. გზშ-ში ქ. ოზურგეთი და ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა  უახლოეს დასახლებულ პუნქტად მოიხსენებია.

მათი საველე კვლევით  ობიექტის მთელი ტერიტორია და მისი შემოგარენი წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებით. არსადაა ნახსენები ანასეულის წყალმომარაგების ჭაბურღილები, რომელიც ზუსტად ამ ნაკვეთებზე მდებარეობს. ასევე საკონსულტაციო ფირმას გაუზრდია სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენელი მანძილი საწარმოდან უახლოეს მოსახლემდე. თაყაიშვილის შესახვევში, წყალსაქაჩის გვერდზე მდებარე ტ. პაპავას სახლი თუ ადრე 50 მეტრით იყო წარმოდგენილი, ახლა 210 მეტრია დაფიქსირებული, ხოლო ლ. დონაძის და ა. ქავთარაძის სახლები გაცილებით შორს, 250 მეტრშია ნაჩვენები. ეგ, არის რომ მდინარე აჭისწყლის დაშორება 120 მ მეტრს შეადგენს. ტ. პაპავას სახლი კი მდინარე აჭისწყლის ჭალასა და ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის  შუაში  მდებარეობს(?!)

გზშ-ს განხილვის გადადების შესახებ შუამდგომლობაზე მოსახლეობამ 2020 წლის დეკემბერში ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართა. ონლაინ რეჟიმში გამართულ სხდომაზე დეპუტატებმა სთხოვეს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიას საკრებულოს წერილობით მიემართა სამინისტროსათვის გზშ-ს განხილვის გადადების შესახებ, რომ ლოქდაუნის დასრულების შემდეგ მოხდეს ქ. ოზურგეთში, მოსახლეობის ჩართულობით მისი საჯარო განხილვა, რაზედაც დარჩია დაეთანხმა.

საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლელა საჯაიამ სხდომაზე განაცხადა: 

_„ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სტატისტიკურად ლიდერობს ონკოლოგიური დიაგნოზის მაჩვენებლებით საქართველოში და  წარმოუდგენლად მაღალია ტყვიიის შემცველობა პატარა ბავშვებშიც კი.  როცა ვზრუნავთ, ვფიქრობთ, გამოსავალს ვეძებთ შექმნილი ვითარებიდან, ვქმნით მუნიციპალურ პროგრამებს კიბოს ლოკალიზაციისათვის, ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებისათვის, სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრისათვის და ამისათვის ვხარჯავთ სოლიდურ თანხებს, თვალის დახუჭვა წარმოდგენილ პროექტზე დანაშაულის ტოლფასია. 

ერთ-ერთი სპეციალისტის აზრით, ეს საწარმო პრობლემას შეუქმნის არა მარტო ანასეულის წყალმომარაგებას, არამედ მდინარე ბჟუჟისა და  ნატანების აუზს:

_თქვენც წერდით, ისედაც ცნობილია, რომ  საქართველოს მცირე მდინარეებს შორის ტყვიის ყველაზე დიდი შემცველობა მდინარე ბჟუჟშია, რაც  „მანსაროვარის“ და „ჯეოგადამამუშავებელის“ საქმიანობას უკავშირდება.  სწორედ ბჟუჟია მდინარე ნატანების მთავარი შენაკადი, რომლის აუზში, სოფელ მერიის ტერიტორიაზე შეკვეთილი-ურეკის წყალმომარაგების 80 მილიონი ლარის პროექტით ჭაბურღილებია მოწყობილი. საფრთხე შეექმნება სასტუმრო „პარაგრაფის“ და საერთოდ ამ საკურორტო ზოლის წყალმომარაგებას. რა მოგებას მისცემს სახელმწიფოს ეს ტოქსიკური საწარმო ისეთს, რომ ასეთ დიდ რისკებზე მიდიან _გვითხრა მან.

გაზეთ „ალიონთან“კომენტარი რამდენიმე ადამიანმა გააკეთა:

გიორგი თოიძე, სოფ. ლიხაურის მაჟორიტარი დეპუტატი: _სოფელ ლიხაურის და ექადიის მოსახლეობის საპროტესტო ტალღამ, 2016 წელს დაასრულა რამდენიმე წლიანი დავა, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე შ.პ.ს „ ჯეოგადამამუშავებელთან“, რომელიც ტყვიის კუსტარული წარმოებით საფრთხეს უქმნიდა როგორც ადამიანთა ჯანმრთელობას ასევე ეკოგარემოს.  ადგილობრივი მოსახლეობა ახლა უკვე  შესაძლო ახალ  ეკოლოგიურ საფრთხეზე გამოხატავს შეშფოთებას, რაც   კერძოდ სოფ. ლიხაურის ტერიტორიაზე ყოფილ  მანქანათმშენებელ ქარხანაში  ალუმინის საწარმოს  ექსპლუატაციამ შეიძლება გამოიწვიოს. სტატისტიკა,  რომ ოზურგეთი ლიდერობს ონკოლოგიური დიაგნოზის მაჩვენებლებით საქართველოში მართლაც გვაძლევს შეშფოთების საფუძველს. მიუხედავად იმისა რომ ძალზე კარგია ნებისმიერი ინვესტიციის განხორციელება ქვეყანაში, მითუმეტეს ჩვენს მუნიციპალიტეტში, აუცილებლად მიმაჩნია აღნიშნული პროექტის განხორციელებამდე სრული მეცნიერული კვლევა ჩატარდეს იმ შესაძლო ეკოლოგიური საფრთხეების გამოსარიცხად, რაც ასე ძალიან  აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას!

ავთო ბერიშვილი, ბიზნესმენი, ყაზბეგის ქუჩის მცხოვრები: _მართლაც რომ თავის სატკივარი გაგვიჩინა ბასრის უბნელებს, (ქ. ოზურგეთი, ყაზბეგის ქ.)  ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის პრობლემამ. ინვესტიცია მისაღებია მაშინ, როდესაც საწარმო ხალხის სამსახურში ჩადგება.ამ შემთხვევაში კი პირიქით ხდება. აღნიშნულ საწარმოში, ტყვიის წარმოების დროს, ჩვენ უბანში მძაფრი სუნი იგრძნობოდა, ხოლო ადგილობრივ რძის პროდუქტებში, ტყვიის შემცველობა გაიზარდა. პროტესტის შედეგად წარმოების შეჩერებით, გვეგონა საფრთხე ჩამოგვშორდა…ახლა, ახალი თავსატეხი გაგვიჩნდა. ქიმიური წარმოებისა..ეს იმ ფონზე როცა ოზურგეთი, ონკოლოგიური დაავადებებით სიის სათავეშია რესპუბლიკაში…არანაირი ეკონომიური სარგებელი ვერ გადაფარავს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესებას..არა ქიმიურ საწარმოს!

ზაზა ჩავლეიშვილი, ყაზბეგის ქუჩის მცხოვრები: _უპირველეს ყოვლისა, არავინაა მრეწველობის განვითარების წინააღმდეგი, ორივე ხელით მხარს ვუჭერთ, მაგრამ იგი  ადამიანების  ჯამრთელობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ამგვარი ნარმოების არსებობა კი  დიდ საფრთხეს უქმნის არამარტო ირგვლივ მაცხოვრებლებს, არამედ იმათაც, ვინც მოშორებითაც ცხოვრობს. ასიოდე მეტრში წყალსადენია, რომელმაც სასმელი წყლით მთელი ანასეული უნდა მოამარაგოს, და მდინარე რომელიც 20 კმ მიედინება კიდევ ზღვამდე, რომელშიც  ბავშვები ბანაობენ. ამას დავუმატოთ ქარი, რომელიც ქარხნის  მხრიდან გვიბერავს, მოიტანს ლითონის ანაორთქს. თითქმის 200 წელია ჩემი წინაპრები აქ ცხოვრობენ, ჩემი შვილებიც აქ იზრდებიან, ნამდვილად არ მაინტერესებს ვიღაცის და რაღაცის წარმატება ჩემი ბავშვების ჯამრთელობის ფასად.

 ვთხოვთ, ვისაც ხელეწიფება ამ გადაწყვეტილების მიღება, გაითვალისწინოს მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესები და არ გასცენ ნებართვა ამ წარმოებისთვის ასამოქმედებლად. იგი შესაძლოა მდინარის აუზისა და მოსახლეობიდან შორს აშენდეს.

ხათუნა ცირეკიძე,დისახლისი, თაყაიშვილის ქუჩის მცხოვრები: _რას გვიპირებს ხელისუფლება, ავსახლდეთ? 5 შვილი მყავს. რატომ გვართმევენ კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას, ვიცხოვროთ ეკოლოგიურ სუფთა გარემოში. რამდენი წელი ვიბრძოლეთ, რომ შეწყვეტილიყო ტყვიის კუსტარული წარმოება. იგივე ხალხი აშენებს ახლა ამ საწარმოს. როგორ ვენდოთ? რომელი გარემოსდაცვითი სამსახური გააკონტროლებს ამას? ხომ ვხედავთ როგორ „აკონტროლებენ“ ისინი მდინარის ხეობებს..ხომ დაგვპირდნენ არჩევნებზე არ აშენდება ეს საწარმო ოზურგეთშიო.. დაავიწყდათ? ააშენონ სხვა ადგილას, სადაც არაა მოსახლეობა, მდინარის აუზი. ონლაინ რეჟიმში გეგმავს სამინისტრო გზშ-ს განხილვას. ან სადაა მოსახლეობაში ამდენი კომპიუტერული ტექნიკა და გამართული ინტერნეტი. უნდა გადადონ და ლოქდაუნის შემდეგ, ჩვენი მონაწილეობით ოზურგეთში უნდა მოხდეს განხილვა…

ირმა გორდელაძე,გარემოსდაცვითი  სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარე: _ „საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციით და „ორჰუსის კონვევციის“ მიხედვით მინიჭებული აქვთ უფლება-იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში და დაიცვან გარემო. როდესაც მოქალაქეებისთვის,მომავალი თაობებისთვის ჯანმრთელობისთვის საშიში პროექტები ხორციელდება კანონდარღვევებით,მალულად,იგნორირებულია მოქალაქეთა საჯარო ჩართულობა განხილვებში,მითუმეტეს პანდემიის პირობებში_ ეს არის დანაშაული.ყველაფერ ამაზე პასუხისმგებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ყველა კანონდარღვევას გადმოვულაგებთ,დავიცავთ ადამიანის უფლებებს და ოზურგეთში,ექადიაზე ეს საწარმო არ გაიხსნება.ეს არის დანაშაული და ვერანაურად ვერ დავაყენებთ საფრთხეში ქალაქის აწმყოსა და მომავალს.

ონლაინ გზშ გარემოზე ზემოქმედების განხილვა უნდა გადაიდოს მანამ, სანამ მოქალაქეები საჯარო წესით არ ჩაერთვებიან ამ პროცესში.

ნუგზარ ასათიანი

მსგავსი სტატიები

  • 100
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 100
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 95
    ოზურგეთელები უკრაინელებს სოლიდარობას უცხადებენავტორი მარი კოძოევი უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქციებს ოზურგეთიდანაც შეუერთდნენ. რუსეთის აგრესია ოზურგეთში, „ჭადრების ბაღში“ შეკრებილმა მოქალაქეებმა გააპროტესტეს. სხვა და სხვა სფეროსა და პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები ოკუპაციის და ოკუპანტის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. სწორედ ამ ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი პედაგოგმა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ეკოს“ დამფუძნებელმა, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატომა, ირმა გორდელაძემ: _,,დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა.…
  • 93
    ვახო ქართველიშვილის პოეზიის საღამო ცხემლისხიდში  გუშინ, 12 სექტემბერს, სოფელ ცხემლისხიდში, გიორგი სალუქვაძის სახლ მუზეუმში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით პოეტ ვახო ქართველიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა. „ძალიან რომანტიული სამყარო იყო და სასიამოვნო გარემო... ქართული სულით გაჟღენთილი ლექსი და სიმღერა... ძლივს მოვისმინე ქართული მხატვრული კითხვა... ეს ისეთი შეხვედრა იყო, რომელიც ძალიან, ძალიან გვაკლია და გვენატრება ყველას“…
  • 93
    თამაზ კილაძე – როგორ გავაუმჯობესოთ საქონლის ჯიშები და გავაორმაგოთ ჩვენი შემოსავალი„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ვლადიმერ მენაბდე „მესაქონლეობისათვის მთავარი მიწის ნაკვეთია, საძოვარი, საკვები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის, ის თუ როგორ გავაუმჯობესოთ საქონლის ჯიშები და გავაორმაგოთ ჩვენი შემოსავალი, სარჩო საბადებელი ოჯახებისათვის ეს ერთი პრობლემაა, ხოლო მეორეა როგორ გამოვიყენოთ ჩვენს საკუთრებაში არსებული მიწა, მაშინ როდესაც მცირე მრეწარმე ვართ  და მეღორეობას ან კიდევ…