აგრო-ტურისტული ფესტივალი წელს ურეკში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, შპს ბახვი ჰესის და USAID საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, მხარდაჭერით გაიმართა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში მცხოვრები მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქცია: ჩაი, თაფლი, მშრალი ხილი, ჩურჩხელა, ღვინო და არაყი.

ფესტივალის მიზანი ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია და ტურისტების მოზიდვაა. სპეციალურად კურორტზე დასასვენებლად ჩამოსული სტუმრებისთვის მოეწყო ღვინის კუთხეებიც, რომლის ფარგლებში ღვინის მწარმოებლები დამსვენებლებს სთავაზობდნენ ადგილობრივი ღვინის დეგუსტაციას, ჩაის მეწარმეები კი დაინტერესებულ სტუმრებს აცნობდნენ ქართული ჩაის ისტორიას და თავისებურებებს. ფესტივალის ფარგლებში ასევე, მოეწყო რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამსახველი კუთხეები.

ფესტივალის ორგანიზატორი იყო ასოციაცია „ჩაის გზა“. აღსანიშნავია, რომ ასოციაციის გაძლიერების კუთხით უკვე თითქმის ერთი წელია აქტიურად მუშაობს,   როგორც შპს ბახვი ჰესი, ასევე, USAID საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა. ბახვი ჰესის დახმარებით, ასოციაციამ შეიძინა სპეციალური დახლი სტენდები, ასევე მოეწყო განათება. სწორედ ამ დახლებზე იყო გამოფენილი გურული ჩაის ის სახეობები, რომელიც გურიაში მზადდება.

_ „ჩვენ ვაძლიერებთ ასოციაციას და მის წევრებს. ჩვენი მიზანია, გურიაში განვახორციელოთ პროექტები, როემლიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის მდგრად განვითარებას, მოიზიდავს და შექმნის დოვლათს და გააძლიერებს ოჯახებს. ამისთვის კი საჭიროა, როგორც ერთის მხრივ მეოწარმოების და სტუმარ-მასპინძლობის განვითარება, რითაც ვართ დაკავებული ამჟამად,  ასევე მეორეს მხრივ, რეგიონის და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია ფართო წრეებში. სწორედ, პოპულარიზაციას ემსახურება ეს კონკრეტული ღონისძიება, რომლის მხარდაჭერებიც ჩვენ ვართ, ისეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად როგორიც არის ადგილობრივი მერია და USAID-ი“  _ განაცხადა დავით მიქელაძემ, კომპანია ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მენეჯემრმა.

აგრო-ტურისტული ფესტივალი ერთ დღეს გაგრძელდა. მას ბევრი სტუმარი ჰყავდა. ღონისძიებას დაესწრნენ მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, კერძოდ შპს ბახვი ჰესის და USAID საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისმენეჯერები.

დაფინანსებული ფართი

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 74
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 72
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 68
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 67
    დავით თენიეშვილი: „მინდა დავანახვო ფერმერებს, თუ რამდენად სასარგებლოა ჩაის კულტურა“„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ნუგზარ ასათიანი დავით თენიეშვილი ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენია, რომელსაც გურიაში ჩაის კულტურის აღორძინების საქმეში მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯები აქვს გადადგმული. მან რედაქციასთან სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებზეისაუბრა: _ პროფესიით მძიმე მანქანათმშენებელი ვარ. გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში ვმუშაობდი კომპანია  „ბახმაროში“, რომელიც  ჩაის ნარჩენებიდან პოპულარულ სასმელს…
  • 64
    ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს და 2024 წელს პირველ ნაბიჯებს გადადგამს, 5 ჰექტარ ჩაის ფართობზე ბიო ჩაის მოიყვანს.ამისთვის კი, მხოლოდ ორგანულ სასუქებს გამოიყენებენ. ინდ.მეწარმე ჯონი ნაჭყებიას  2012 წლიდან სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. დღეს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით იგი…