გურული ღვინის ფესტივალი ჩოხატაურში, გორაბერეჟოულში, ერისთავების ისტორიულ მამულში წელს უკვე მეხუთედ გაიმართა. წარმოდგენილი იყო არაერთი მარანი და ვიზიტორი.
_მეხუთედ ვმონაწილეობ გურული ღვინის ფესტივალში, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით იმართება და მონაწილეთა არეალი ფართოვდება. წარმოდგენილი მაქვს „ჩხავერი“(ფეთქი), „საკმიელა-კამური,“„წინაპართა ღვინო _ჩხავერი,“ „ჩხავერი“(წითელი), „ჯანის“, „სხილათუბანის“ კუპაჟი.
წლიურად 6 ათასი ბოთლი ღვინოს ჩამოვასხამ და მისი 80 პროცენტი გამაქვს აშშ-ში და ევროპის 7 ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, პორტუგალიაში.
დისტრიბუციას პირდაპირი კავშირებით ვახდენთ _გვითხრა ცნობილმა მეღვინემ დავით კობიძემ.
ღვინის ფესტივალზე ბაღდადის მუნიციპალიტეტის მეღვინეებიც მონაწილეობდნენ. რამდენიმე მეღვინეს გავესაუბრეთ:
_გურული ღვინის ფესტივალზე რამდემე მეღვინე ვართ იმერეთიდან. „ნინოს მარანი“ ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევში მდებარეობს. 2017 წლიდან დავიწყე ქართულ და უცხოურ ბაზარზე გასატანი ღვინის წარმოება. წარმოდგენილი მაქვს „ცოლიკაური“, „კრახუნა“, „ოჯალეში,“ „ოცხანური,“ „ალადასტური,“ „ძველშავი.“წლიურად 7.000 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ. გაგვაქვს ევროპის ქვეყნებში: გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში _გვითხრა ბესიკ წიქორიძემ.
„ცოლიკაური,“„ალადასტური,“„ციცქა,“„კრახუნა,“„ოჯალეში“ ჰქონდა წარმოდგენილი მარან „ნაგუთნევს.“
_სოფელ დიმში მამისეული მარანი განვაახლე. ღვინის წარმოება დავიწყე და ახლა როგორც ადგილობრივ, ისე ევროპის ბაზარზე გამაქვს იმერული ღვინოები _გვითხრა მარანის ხელმძღვანელმა სევერიან ღამბაშიძემ.
ანალოგიური ღვინოები ჰქონდათ წარმოდგენილი მარან „დიმის ფერდობს“(თეიმურაზ ჭრელაშვილი) და „ბაგრატის ღვინოს“ (გიორგი დოღონაძე).
არ შეიძლება არ აღინიშნოს შპს „ავთანდილის“ (ქვენობანი, ავთანდილ ლომთათიძე) წარმოებული ჩაის მრავალფეროვანი სახეობა. როგორც მითხრეს, ჩეხი პარტნიორის პეტრე სოჩის მეშვეობით მათ ქართული ჩაის გააქვთ გერმანიაში, საფრანგეთსა და ჩეხეთში.
ერთ _ერთი ამ გამოფენზე შემოქმედელი ანდრო ვაშალომიძის მარნის ღვინოები გახლდათ.
ანდრო ვაშალომიძე გარდა კარგი მეღვინისა, არის გურული ვაზის მესაიდუმლე. როგორც გურიის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე იოსებმა აღნიშნა არაერთი უძველესი გურული ვაზის ჯიშის აღდგენა_ გადარჩენა უკავშირდება მის სახელს.
_ბატონი ანდროს დამსახურებაა, რომ დღეს გვაქვს აღდგენილი „საკმიელა,“„ბადაგი,“„მეკრენჩხი,“„წითლანა,“ „ორონა“ და სხვა იშვიათი ჯიშები _თქვა მეუფე იოსებმა.
ფესტივალზე ბუკისციხელი თეიმურაზ შარაშიძის ცნობილი მარანის „ჩხავერი“, „ჯანი“ და სხვა ცნობილი ღვინოები იყო წარმოდგენილი.
ღვინის ფესტივალის მონაწილეებს მიესალმა გურიის გუბერნატორი გიორგი ღურჯუმელიძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის ნამდვილი წევრი ლევან უჯმაჯურიძე, გურიის ეპისკოპოსი მეუფე იოსები (კიკვაძე), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია.
ფესტივალის ორგანიზატორმა ირაკლი კუჭავამ აღნიშნა, რომ გურული ღვინის ფესტივალი ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და მადლობა გადაუხადა ფესტივალის „ოქროს სპონსორს“ კომპანია „ორბს,“კომპანია „წყალი მარგებელს,“და ფესტივალის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და სპონსორს „მევენეხეობა დოლიძეს,“ასევე წელს შემომატებულ ახალ სპონსორს ,,NEW ROAD.“
შემდეგ კი ირაკლი კუჭავამ ღონისძიების მონაწილეები ფონდი „ქართუს“ მიერ გარემონტებულ ერისთავების ციხე-დარბაზის ეზოში მიიწვია, სადაც საზეიმოდ მოხადეს გურულ ჭურს თავი და „ჩხავერის“ ღვინის მასიური დაგემოვნებით ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა.
ფესტივალში მონაწილეობდა ღვინის ეოვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე, მეღვინეობა – მევენახეობის მასტერკლასებს, მოწვეული ექსპერტები ანა გოდაბრელიძე, დავით ჩიჩუა, ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდნენ.

მსგავსი სტატიები

  • 88
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გურული ღვინის ფესტივალი გაიმართა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავში გურული ღვინის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლასთან, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან ზურაბ ვაჭარაძესთან, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებთან ერთად დაესწრო. _ ,, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო გურული ღვინის ფესტივალმა, რომელიც მესამე წელია ტარდება.…
  • 86
    სოფელ ზოტის ეკონომიკის განვითარებაბატონი პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლებში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და უმუშევრობის შემცირებაზე საუბრობს. ქვეყანაში არის ორნიშნა ეკონომუკური ზრდა, უმუშევრობის დონე მცირდება, მშვიდობა, სტაბილურობა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც ყველა ქართველისათვის სასიხარულოა. მინდა ამ წერილში მაღალმთიანი სოფელ ზოტის ეკონომიკა მიმოვიხილო, რისთვისაც წარსულსაც გადავხედო. 130 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელი ზოტი ნასოფლარად…
  • 86
    „სტუმარ-მასპინძლობა ჩვენი იდენტობის უნიკალური ნიშაა, თავდაუზოგავი შრომითა და კარგი განათლებით გამოხატული“კომპანია „ბახვი ჰესი“_ ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე ტურისტული ობიექტი  „სამზეურა“, როგორც გარეგნული, ისე შინაარსის ყველა ნიშნით,    კარგად გამოხატული ბუნებრიობით წარმოდგენილი   გურული სახლ-კარი და კარმიდამოა. _„სამზეურა“ _ შინაარსით გამოხატული  ქართული სიტყვის შინაარსი, ჩემთვის  იმთავითვე იქცა შთაგონების წყაროდ. ზოგადად, მზის კულტი ქართულ მითოლოგიაში განსაკუთრებული ხარისხით, სიღრმისეული ხასიათით არის წარმოდგენილი,…
  • 83
    აკაკი ღლონტი: „უნდა შევცვალოთ აზროვნება და მასთან ერთად შეიცვლება ბევრი რამ სასიკეთოდ, მათ შორის მიდგომებიც“„წარმოუდგენლად მეჩვენება გქონდეს ერთი ჰექტარი მიწის ფართობი და არ მოგყავდეს ან ვერ აწარმოებდე სამას ლიტრ ღვინოს, ას ლიტრ არაყს, 60 კგ ლობიოს, ერთი ტონა სიმინდს. ყველას შეგვიძლია დღეს ოჯახი ვარჩინოთ და განვითარებისთვისაც ვიბრძოლოთ არსებულ პირობებში“, – აცხადებს აკაკი ღლონტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანასეულის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ მუშაკი. „სოფლის…
  • 83
    გაუდაბნოება საქართველოში — როცა სასოფლო-სამეურნეო მიწების 35% დეგრადირებულიადედამიწაზე კლიმატი მოსალოდნელზე სწრაფად იცლება, ამაში კი დიდი წვლილი ადამიანთა სამრეწველო საქმიანობას მიუძღვის. მავნე აირების ემისიებისა თუ სხვა ფაქტორების გამო ჩვენს პლანეტაზე კლიმატი ისეთი აღარაა, როგორიც, თუნდაც, ერთი დეკადის წინ იყო, რის შედეგებსაც, სამწუხაროდ, უკვე მთელი მსოფლიო გრძნობს. ძლიერი გვალვები, თბური ტალღები, ატმოსფერული ნალექის სიმცირე ან მოჭარბება და მიწის ეროზია მხოლოდ…