გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსთან ანდრო ასლანიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაბეღლავში ,,წყალი მარგებელის“ ქარხანა დაათვალიერა.
,, წყალი მარგებელის” მრავალპროფილური უალკოჰოლო სასმელების ქარხანა უმსხვილესი საწარმოა რეგიონისთვის. აქ წარმოებული მინერალური წყალი ნაბეღლავი წარმოადგენს გურიის ერთგვარ სავიზიტო ბარათს. რეგიონში მსგავსი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტის მომტანია და ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საწარმოების განვითარებას გურიაში,“_ აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.
„წყალი მარგებელის“ საწარმო სრულად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს და ავსტრიულ კომპანია „რაუხთან“ თანამშრომლობით სხვადასხვა უალკოჰოლო სასმელს აწარმოებს. პროდუქცია ექსპორტზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადის. საწარმოში 150 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია.
მსგავსი სტატიები
- 56დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 46გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსთან ანდრო ასლანიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ დვაბზუში ,,ასკანგელ ალიანსის” ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა. ,, ასკანგელ ალიანსის” ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია გურიის რეგიონიდან. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში წარმოებული ნედლეული ფართოდ გამოიყენება როგორც საქართველოში,…
- 44ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 42სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
- 41საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ახალი – 2023 წელი მიულოცა. „სამოქალაქო საქართველო“ პრემიერის საახალწლო მილოცვის სრულ ტექსტს გთავაზობთ: „ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, კიდევ ერთ წელს ვაცილებთ ერთად, რომელიც მარტივი არ ყოფილა და ბევრი ტკივილით, სირთულითა და რისკებით დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ ასევე გვქონდა ბევრი წარმატება და პროგრესი ყველა მიმართულებით. ჩვენ ერთად, ზომიერებითა…