პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო ფესტივალის ღვინის დღეები საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადაიდო.

„ვიზიარებთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას“, – აღნიშნავენ ფესტივალის ორგანიზატორები.

„უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემულნი ვართ ყველა. გამოძიება დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად კანონის ფარგლებში. ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინსერვისი“. ცხადია ნორმები შემოწმებული იყო, პროექტი დიდი ხანია დასრულებული იყო.

უმძიმესი თემაა. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და, რა თქმა უნდა, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, _ აცხადებს თბილისის მერი.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ მოზარდებს დენმა დაარტყა.

დაშავებული მოზარდები შადრევნიდან მეეზოვემ გამოიყვანა. სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთი, 13 წლის გოგონა, მარიტა მეფარიშვილი სააავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. იგი საქართველოს ჩემპიონი იყო ჩოგბურთში.

ორი მოზარდიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მეორე მოზარდი ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილიციაზე იმყოფება.

მსგავსი სტატიები

  • 49
    ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდაეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა   დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
  • 46
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 46
    მადლობის მაგიერ...ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც  ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის…
  • 44
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 40
    „ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ, სოკოს არასწორი ამოცნობისა და მოხმარების შედეგად მოხდა“ზესტაფონში ხუთი ადამიანი ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინტოქსიკაცია სავარაუდოდ სოკომ გამოიწვია. როგორც ერთ-ერთი დაზარალებული აცხადებს, სოკოს მიღებიდან ნახევარ საათში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მან 112-ში დარეკა, შემდეგ კი გონება დაკარგა. კლინიკა „ფერომედში“ პაციენტებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ჩაუტარეს. სამი ზრდასრული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისინი კვლავ ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან,…