ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში სამ დღეს გაგრძელდა ქალთა შორის ოზურგეთის 2023 წლის მუნიციპალური საჭადრაკო ჩემპიონატი, რომელშიც გამოცდილმა და ტიტულოვანმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა.
ქალთა შორის პირველობების ჩატარებას ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაედო საფუძველი, მაგრამ , მის მიმართ ინტერესი მას შემდეგ განელდა , რაც სუსტი სქესის წარმომადგენლებმა მამაკაცების „დაჩაგვრას“ სერიოზულ ი ხასიათი მისცეს. მართლაც მამაკაცებს შორის ქალებს 7-ჯერ აქვთ მოპოვებული გურიის რეგიონის ჩემპიონობა და 8-ჯერ პრიზიორობა,მაგალითად, მამაკაცთა რაიონული პირველობა 3-ჯერ აქვს მოგებული ლანა ლომაძეს. ქალთა რეგიონალურ და მუნიციპალურ პირველობებში, განსაკუთრებულად გამოირჩეოდნენ ნინო წიტაიშვილი (შემდგომ ევროპის ვიცე-ჩემპიონი 14 წლამდე ასაკში),თეა და მაკა კილაძეები, ვერონიკა ჯაში, ლოლიტა კეპულაძე, ნანა ბურჭულაძე, თეონა გორდელაძე, სუსანა ავაქიანი, , ნანა ძნელაძე, შორენა ზარნაძე, მაია თავაძე მარიამ დარჩია, თამარ ქათამიძე და ბევრი სხვა. სამწუხაროდ , ნიჭიერ და წარმატებულ მოჭადრაკეთა უმრავლესობა სკოლის დამთავრებისა, თუ დაოჯახების შემდეგ საჭადრაკო შეჯიბრებებში არ, ან იშვიათად მონაწილეობდენ.
ძალზე მისასალმებელია,რომ ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ, ჭადრაკს დაუბრუნდა ლანა ლომაძე და თამარ ქათამიძე. მართალია ეს გარკვეულწილად მათი შვილების ჭადრაკით დაინტერესებამ განაპირობა, მაგრამ ის, რომ ორთავე მალე შევიდა ფორმაში და დღეს მოჭადრაკეთა შორის კონკურენცია მნიშვნელოვნად გაზარდეს , ფაქტია. მართლაც , შარშან გურიის ქალთა ჩემპიონატში ლანამ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო წელს ფოთის საერთაშორისო ტურნირში ოქრო აიღო. რაც შეეხება თამარს, იგი მართლაც სანიმუშო მაგალითს იძლევა. მისი ბოლო ოფიციალური ტურნირი, 2008 წელს საქართველოს სასკოლო პირველობა იყო , სადაც გურიის რეგიონში გამარჯვებული, N2 საჯარო სკოლის სახელით იასპარეზა და ქუთაისის და თბილისის სკოლებს შემდეგ, მესამე პრიზიორიც გახდა. დღეს იგი ხუთი შვილის დედაა, რომელთაგან უფროსმა, 8 წლის ლაზარე ჩხარტიშვილმა, უკვე შეძლო რეგიონს გარეთაც გაეცნო თავი ჭადრაკის მოყვარულებისა და სპეციალისტებისათვის. თამარმა ოფიციალურ შეჯიბრებაში პირველად შარშან ითამაშა და გურიის რეგიონალურში მე-4, საპატიო ადგილზეც გავიდა.
ქალთა წლევადელი ჩემპიონატიც კარგი გამოდგა, რომელიც მალევე მოექცა ჭადრაკის გულშემატკივართა ყურადღების ცენტრში. მის მიმართ ინტერესი კიდევ მეტი იქნებოდა, მოულოდნელად წარმოშობილი მიზეზით, ლანა ლომაძე და მოსწავლეთა შორის აბსოლუტური ჩემპიონი თამარ ასათიანი, არ გამოკლებოდნენ. მაგრამ შეჯიბრებაში გათამაშებული პარტიების უმრავლესობას სიმწვავე, სილამაზე და სპორტული ემოციები არ აკლდა. რა თქმა უნდა საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლებში, უპირობო ფავორიტები იყო, ქალთა შორის გურიის მოქმედი ჩემპიონი ნათია ვასაძე და ბრინჯაოს მედალოსანი ანა მეგრელაძე, რომლებსაც სერიოზული ამბიციებით შეუერთდა თამარ ქათამიძე და ლიზი ვასაძე. მოჭადრაკეებმა მართლაც კარგი პარტიები გაითამაშეს, რომლებშიც ნათლად წარმოაჩინეს თეორიული ცოდნა და მათი რეალიზაციის პრაქტიკული შესაძლებლობები და უნარი. საათნახევრიან პარტიებში ცაიტნოტებიც ვიხილეთ და მათგან გამომდინარე რამდენიმე მოულოდნელი შედეგიც, მაგრამ ისიც ვიცით, რომ სწორედ დროის ფაქტორმა აქცია ჭადრაკი სპორტის უკვდავ სახეობად. მაგალითად , ნათია ვასაძემ ერთერთი, პრაქტიკულად წაგებული პარტია, ცაიტნოტში სწორი თამაშით შემოაბრუნა და მოიგო. საერთოდ მან ამ შეჯიბრებაში ყველა პარტიის მოგებით მოიპოვა ჩემპიონობა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდ ჭადრაკს თამაშობს. ნათიას ნადვილად არ ჰქონია ადვილი მოგებები თამარ ქათამიძესთან და ანა მეგრელაძესთან, რომლებმაც მას კარგი მომზადებით და თამაშით სერიოზული წინაღმდეგობა გაუწიეს . თამარი და ანა, რომლებსაც ერთმანეთთან ყაიმი ჰქონდათ ნათამაშები, თანაბარი ქულებით მივიდნენ ფინიშთან და ბერგერის კოეფიციენტთან ერთად, დამატებითი კრიტერიუმებიც თანაბარი აღმოაჩნდათ. მეორე ადგილისათვის, მათ შორის დამატებითი პარტიები არ შემდგარა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული ორთავეს მიენიჭა. სამეულს ერთი ქულით ჩამორჩა 13 წლის ლიზი ვასაძე, რომელმაც პრიზიორებთან თითქმის თანაბრად ითამაშა და შინარსიანი პარტიებიც ჰქონდა. მას ნამდვილად აქვს იმის შანსები,რომ მომავალში გაცილებით უკეთესი შედეგები აჩვენოს. მითუმეტეს წელს მან ბათუმში ორჯერ აიღო მედალი რესპუბლიკურ ტურნირში.
წარმატებულად უნდა შეფასდეს ჩემპიონატში მოსწავლეების ანასტასია ხინთიბიძის და მარიამ მახარაძის მონაწილეობა. მათ ეს უფლება წელს რესპუბლიკურ და საერთაშორისო ასაკობრივ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებით დაიმსახურეს. სავსებით სწორად, მწვრთნელები მათი ასაკის ბავშვებში, შედეგზე უფრო პარტიის ხარისხს ანიჭებენ უპირატესობას. ამ მხრივ გოგონებმა, მართლაც დაიმსახურეს ქება.
2023 წლის საჭადრაკო-სპორტული სეზონის დახურვამდე დარჩენილია სამი უმთავრესი ღონისძიება: – ოზურგეთის მუნიციპალური ჩემპიონატი მამაკაცთა შორის და გურიის 2023 წლის ჩემპიონატი მამაკაცთა და ქალთა შორის.
ტრადიციულად ეს ჩემპიონატები წლის ბოლოს იმართება და წარმოადგენს ადგილობრივი მოჭადრაკეების, მწვრთნელების და სპორტის მესვეურების ერთგვარ შემაჯამებელ ღონისძიებასაც.
დაგეგმილია აღნიშნული ღონისძიებების დახურვა გაერთიანებულად, საზეიმო ვითარებაში, წინა სახაალწლო დღეებში ჩატარდეს.
ზურაბ ანდღულაძე,
გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე.

მსგავსი სტატიები

  • 94
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 91
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 91
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 90
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 90
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…