14 იანვარს , ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, წლის საუკეთესო ნამუშევრებისა და სახელობითი პრემიების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა, სადაც მიღებული ჯილდოების რაოდენობის თვალსაზრისით, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ბენეფისი შედგა.
(ა) იპ-შემოქმედებითი კავშირი-საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემიის _ ,, თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევრები” -დან ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს გამარჯვება შემდეგ ნომინაციებში ერგო:
თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული როლებისთვის სპექტაკლებში: ,,3+3”(რეჟ.ვანო ხუციშვილი); ,,ცის კარი”(რეჟ.ელენე მაცხონაშვილი) და ,,გურიის დედოფალი” (რეჟ.გოჩა კაპანაძე) მსახიობი თამარ მდინარაძე დაჯილდოვდა ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიით.
სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი მეორედ გახდა ციცი ბუცხრიკიძე- დ. თავაძის,, დედაომი” რეჟ. საბა ასლამაზიშვილი.
თეატრალური სეზონის საუკეთესო სცენოგრაფიული ნამუშევარი – რეჟისორ ნიკა საბაშვილის სპექტაკლი ,, რესპუბლიკა გურია”გახდა.
და ბოლოს, თეატრალური სეზონის საუკეთესო რეცენზია-ნაშრომი გახდა -მაკა ვასაძის რეცენზია ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლზე დ. თავაძის ,, დედაომი”, რეჟ. საბა ასლამაზიშვილი.
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ულოცავს მსახიობ თამარ მდინარაძეს, ციცი ბუცხრიკიძეს, რეჟისორებს-ნიკა საბაშვილს და საბა ასლამაზიშვილს, ასევე თეატრმცოდნე მაკა ვასაძეს, უსურვებს მათ შემდგომ წარმატებებს. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ასევე ულოცავს კოლეგებს ღირსეულ აღიარებას.
მსგავსი სტატიები
- 57ა(ა) იპ-შემოქმედებითი კავშირი-საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემიის-,, თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევრები - 2021-2022წწ სხვადასხვა ნომინაციებში დასახელდა, მათგან სამი ნომინაცია ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის გახდა. ესენია: თეატრალური სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი (არა უმეტეს 30 წლის ასაკისა) - ციცი ბუცხრიკიძე- დ. თავაძის ,, დედაომი" რეჟ. საბა ასლამაზიშვილი, მეორე-თეატრალური სეზონის საუკეთესო სცენოგრაფიული…
- 44დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 40ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები: თამარ მდინარაძე და ციცი ბუცხრიკიძე ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გამართულ „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ყოველწლიური კონკურსის „თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევარი“ , გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალზე დაჯილდოვდნენ. თეატრალური სეზონის საუკეთესო ქალის როლისთვის: თამარ მდინარაძე, ბაუკის როლის შესრულებისთვის, სპექტაკლში ,,3+3" (ავტ. მანანა დოიაშვილი,…
- 382023 წლის 5-15 ივლისის ჩათვლით, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც წელს ნოდარ დუმბაძის 95 და ოზურგეთის თეატრის 155 წლის იუბილეებს ეძღვნება. წელს ფესტივალი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი პროგრამით, ქართული მწერლობის საოცარი ნიმუშებით იქნება გამორჩეული. 10 დღის განმავლობაში ოზურგეთის სახელწმიფო დრამატული თეატრის სამ სივრცეს 7 უცხოეთის…
- 36საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. მაყურებელმა თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის მიერ დადგმული საავტორო სპექტაკლი „ცის-კარი“, ხოლო დიდ სცენაზე რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლი ,,ვანო და ნიკო“ იხილა. ფესტივალის გახსნასკულტურის მინისტრი თეა…