მოკლედ მდინარე სუფსაზე(ოზურგეთი-ჩოხატაურის) დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ სანაპიროს გამაგრებითი სამუშაოები მომდინარეობს პირდაპირ სოფელ ძიმითის მცხოვრებთა კერძო მიწებზე.40 ოჯახის კერძო საკუთრებაა , აქვე გაწვდით საკადასტრო კოდებს.
მოსახლეობის თხოვნით „ეკო“ ეწვია ობიექტს, სადაც დახვდა ეს მოცემულობა. მდინარე ორ ნაწილადაა გაყოფილი, მარჯვენა სანაპირო ისევ მოსახლეობის სავარგულებს ემუქრება, ხოლო მარცხენა სანაპიროზე კერძო საკუთრება აღარ არსებობს.
სამუშაოების მწარმოებელ პასუხისმგებელ პირს როცა დავუკავშირდი და პროექტის გეგმა მოვთხოვე, დაიმალა და სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა.
გამოვიძახე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ბრიგადა, მოვიდნენ ოპერატიულად და დაადასტურეს კერძო საკუთრებაზე მიმდინარე სამუშაოები.
ხვალ შესაბამისი ორგანოების დახმარებით გავარკვევთ არსებობს თუ არა პროექტი და რატომ მოხდა ასე უთავბოლოდ, წინმსწრებად სამუშაოების დაწყება.
ოზურგეთის მერიის და ზედამხედველობის სამსახურის ნებართვებსაც და დასტურს შესაბამის პროექტზე გადავამოწმებთ“_ამის შესახებ ინფორმაციას „ეკოს“ დამფუძნებელი ირმა გორდელაძე გვერდებზე „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“ და მწვანე ალტერნატივა“_ავრცელებს.
მსგავსი სტატიები
- 88დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 80სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 80გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 781918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 77სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…