ნიუ-იორკის სისხლის სამართლის სასამართლოში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ტრამპი სასამართლო დარბაზში შევიდა, სადაც მას ბრალდებებს წარუდგენენ. მოსალოდნელია, რომ ტრამპი საკუთარ თავს უდანაშაულოდ გამოაცხადებს.
როგორც მედია წერს 30-ზე მეტი ბრალდების შესახებ დეტალები, რომლებიც ტრამპს წარედგინება, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც ნაფიც მსაჯულთა საბრალდებო დასკვნას ლუქი აეხსნება.
აბრალდებო დასკვნა გამომდინარეობს გამოძიებიდან, რომელიც დაკავშირებულია 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ზრდასრულთა ფილმების მსახიობ სტორმი დენიელსისთვის გადახდილ ფულთან დაკავშირებით.
CNN-ის ინფორმაციით, მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად, საინფორმაციო გამოშვებები ვერ შეძლებენ ტრამპისადმი ბრალდებების წაყენების პირდაპირ ტრანსლაციას.
პროცესის დაწყებამდე ხუთ ფოტოგრაფს საშუალება ექნება ფოტოები გადაუღოს ყოფილ პრეზიდენტს და სასამართლო დარბაზს.
მსგავსი სტატიები
- 57
მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის, იძულებისა და შევიწროების შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ვრცელდებოდა. ასეთ შემთხვევებში ასევე არ არსებობდა ანგარიშვალდებულება, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიშში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აპრილიდან ივნისამდე თბილისში…
- 55
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე…
- 55
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 53
3 მაისს - პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, უნდა ვზეიმობდეთ დამოუკიდებელი მედიის წვლილს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს და ახალი ქართული დემოკრატიის მშენებლობაში და უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა, ხელის შეწყობა და გაძლიერება. ნაცვლად ამისა, კიდევ ერთხელ გვიწევს იმ კრიზისზე საუბარი, რომელშიც ქართული მედიასაშუალებები და მედიის უფლებადამცველები „ქართული…
- 53
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…