1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა ლიხაურელი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) ნინო თოიძე.

მის ხსოვნას ამ სოფლის მკვიდრმა, ცნობილმა მეცნიერმა და  მწერალმა, პროფესორმა გიზო ჭელიძემ მიუძღვნა ეს ლექსი:

დღეს შენს სახელზე სანთლებს ანთებენ

ცრემლით გიტირო ისე მომინდა,

რომ არაფრის არ მაქვს რიდი,

შენ პირველი ხარ ჩემი სოფლიდან,

ასე პატარა და ასე დიდი.

საუკუნეებს გაწვდება კვნესა

შენებრ უმანკო ლამაზ გოგოთა,

შენ პირველი ხარ ჩემი სოფლიდან

ასე მძიმე რომ ზიდე გოლგოთა.

დღეს შენს სახელზე სანთლებს ანთებენ

ქვეყნის იმ მხარეს, ქვეყნის ამ მხარეს,

შენ პირველი ხარ ჩემი სოფლიდან,

თბილისს შავი რომ ჩამოაფარე.

არ დაგაცალეს _შენს საქორწინოდ

ყანწს ვიღებდე და გაქებ-გამკობდე,

შენ პირველი ხარ ჩვენი სოფლიდან

საქართველო რომ გულში დაკოდე.

ცრემლით გიტირო ისე მომინდა,

რომ არაფრის არ მაქვს რიდი,

შენ პირველი ხარ ჩემი სოფლიდან,

ასე უბრალო  და ასე დიდი.

გიზო ჭელიძე,

15 აპრილი, 1989 წელი.

(გაზეთი „ლეხოური“).

 

მსგავსი სტატიები

  • 64
    დღეს 9 აპრილს დაღუპული ნინო თოიძის დაბადების დღეადღეს ნინო თოიძის დაბადების დღეა. იგი 56 წლის გახდებოდა. არადა სულ 22 წლია იყო. 9 აპრილი განსაკუთრებული მოვლენა იყო ქართველი ერის ისტორიაში. რუსეთის იმპერიამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სახე.ე.წ.„სსრკ“ ერთგვარი ფიქცია აღმოჩნდა. ამ დღეს თბილისში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა, ადამიანების მოწამვლა ქიმიური ნივთიერებების საშუალებებით, ადამიანების მიმართ მიმართული მძიმე დანაშაული იყო...9 აპრილს ჩვენი…
  • 54
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 53
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 53
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 50
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…