3 წლიანი პაუზის შემდეგ ნაპოლი ჩემპიონია! ეს ისტორიაში მესამედ მოხდა, თუ პირველი ორი სკუდეტოს დროს ნეაპოლელთა ლიდერი დიეგო არმანდო მარადონა იყო, ახლა “პარტენოპეის” ლიდერი 22 წლის ხვიჩა კვარაცხელიაა.

ნეაპოლელთა გოლში მონაწილეობა მიიღო, თუმცა მშრალი სერია გრძელდება
ნეაპოლელთა გოლში მონაწილეობა მიიღო, თუმცა მშრალი სერია გრძელდება

ნეაპოლში “დიეგო არმანდო მარადონაზე” ყველა ბილეთი გაიყიდა მატჩის ტელეეკრანზე საყურებლად, სხვებთან ერთად იქ იყო აურელიო დე ლაუირენტისი, რომელიც საგარეო მატჩებში გუნდს არ დაყვება. უდინეში კი დაახლოებით 12 ათასამდე ფანი შეიკრიბა სამხრეთული კლუბის. ასე რომ, Dacia Arena-ზეც უმრავლესობა სტუმართა გულშემატკივარი იყო.

ნაპოლის სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ფრეც ჰყოფნიდა და მიაღწია კიდევაც – 1:1. “ოქროს გოლი” სერია A-ს ბომბარდირის, ვიკტორ ოსიმენის ანგარიშზეა.

ლუჩანო სპალეტის მარიო რუი და მატეო პოლიტანო აკლდა, მათ ნაცვლად მატიას ოლივერა და ელიფ ელმასი (და არა ლოსანო) ვიხილეთ. მოულოდნელი იყო ნდომბელეს გამოჩენაც სასტარტო შემადგენლობაში (ჟიელინსკის ნაცვლად). სოტილის უდინეზეს ორი ტრავმირებული ლიდერი, ესპანელი დეულოფეუ და ნიგერიელი საქსისი აკლდა.

ასე ზეიმობენ ნაპოლის ფანები უდინეს სტადიონზე
ასე ზეიმობენ ნაპოლის ფანები უდინეს სტადიონზე

მე-13 წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, სლოვენიელმა სანდი ლოვრიჩმა ლამაზი გოლი გაიტანა მერეტის კარში. 22-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიასა და როდრიგო ბეკაო ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა, თუმცა პენალტი უდინეზეს კარში არ დაინიშნა.

53-ე წუთზე ოსიმენმა ანგარიში გაათანაბრა, მეკარემ ანგისას დარტყმული მოიგერია, კვარაცხელიას დარტყმული დაიბლოკა, თუმცა ნიგერიელმა ფორვარდმა დაამატა და სეზონში 22-ე გოლი გაიტანა. სპალეტიმ ხვიჩა 85-ე წუთზე გამოცვალა.

მის ანგარიშზე 1 დარტყმა, 2 წარმატებული დრიბლინგი, 2 მოგებული ორთაბრძოლა და 1 საჰაერო ორთაბრძოლაა. ქართველ ფეხბურთელს უკვე 9-მატჩიანი მშრალი (უგოლო, საგოლე პასის გარეშე) სერიაა, აქედან 6 იტალიის ჩემპიონატზე მოდის.

europop

მსგავსი სტატიები

  • 68
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 66
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 56
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 55
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 53
    ბეჟან ნაკაიძე - 100განუმეორებელი ხელმძღვანელი და შემოქმედი ავტორი ლია კილაძე „50 წელზე ცოტა მეტი იცოცხლა და როგორ მოასწრო ყველაფერი, იყო ენერგიული და ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე, მრავალი დიდი და კარგი საქმის ინიციატორი და ხელმძღვანელი,  კარგი მეუღლე და მამა ვაჟიშვილებისა, გულითადი მეგობარი  და ერთგული თანამოსაქმე კოლეგებისა“ _ წერდა ანა ანდღულაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ბეჟან ნაკაიძის შესახებ…