ოზურგეთის #2 საჯარო სკოლა დავამთავრე. ჯგუფში პირველი ადგილი რომ დავიკევეთ, ერთ-ერთმა პირველმა სკოლის დირექტორმა ფატი სიორიძემ დამირეკა და მომილოცა.-ვამაყობ შენით, ასე გააგრძელე _ეს სიტყვები ჩემთვის დიდი ჯილდო იყო.

 

წელს, საქართველოს ფეხბურთელთა 21 წლიანთა ნაკრები წარმატებით გამოვიდა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც დაამარცხა პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრები (2:0). ფრედ ითამაშა ასევ ძლიერ ბელგიის (2:2) და ჰოლანდიის (1:10 ნაკრებებთან და ჯგუფში 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. შემდეგ ეტაპზე ისრაელის ნაკრებთან პენალტების სერიაში (5:3) დამარცხდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ოზურგეთელი ნოდარ ლომინაძე გამოდიოდა, რომელიც ამ დღეებში რედაქციაში გვესტუმრა და ჩემპიონატის შესახებ გვესაუბრა:

_ ფეხბურთის თამაში 8 წლის ასაკში დავიწყე. პირველი მწვრთნელი გოჩა როყვა იყო. თქვენს რედაქციასთან თანატოლს გიორგი კიღურაძეს ვხდებოდი და ერთად მივდიოდით ვარჯიშზე. შემდეგ 3-4 წელი შუქრი კაშია მწვრთნიდა. როგორც  ჩანს მონაცემები მქონდა და ზუგდიდის ფეხბურთის კადემიაში (მწვრთნელი ნოდარ აკობია) ჩავირიცხე.

სწრაფი ზრდის გამო (ნოდარი ამჟამად 1,94 მეტრია სიმაღლეში), 2 წელი თითქმის არ ვარჯიშობდი.  შემდეგ ოზურგეთში ვახტანგ ჩხაიძესთან გავაგრძელე წვრთნა.

ამხანაგურ მატჩში „რუსთავს“ შევხდით. კარგად ვითამაშე. გოლიც გავიტანე. მოვეწონე სტუმართა მწვრთნელს და სამი თვე რუსთავში ვითამაშე. 2019 წელს ნუგზარ ზავრადაშვილმა მიმიღო „დინამოს“ აკადემიაში.

ვთამაშობდი „დინამოს“ 19 წლამდელთა გუნდში, „დინამო 2-ში“. შემდეგ „დინამოში“ 10 სეხვედრა ჩავატარე და 1 გოლი გავიტანე.

2022 წელს იჯარის წესით  ვთამაშობდი „გაგრაში“, შემდეგ წყალტუბოს „სამგურალში“(მწვრთნელი კახაბერ ცხადაძე),  სადაც 14 შეხვედრაში ვითამაშე და 4 გოლი გავიტანე…

ნახევარდაცვაში ვთამაშობ. საქართველოს ახალგაზრდული U 21ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ნაკრებში მიმიწვია და თავი არ შემირცხვენია. პირველად ლატვიასთან შეხვედრაში ვითამაშე (1:0)…

_როგორ აფასებ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშს ევროპის ჩემპიონატზე.

_ ბიჭებს თავი არ დაუზოგავთ. კარგი შემადგენლობა იყო. ეროვნული ნაკრებიდან ზურიკო დავითასვილი, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩალეისვილი, ლუკა გაგნიძე და ირაკლი ავაზოვი იყო. რთულ ჯფუფში ვიაყვით და ვერ ვიტყვი, ჯგუფიდან გასვლა განაღდებული გვქონდა, მაგრამ გამოგვივიდა.

_რა გახდა მიზეზი ისრაელთან მარცხისა?

_პირველ რიგში რომ ისრაელის ნაკრები დაცვაზე ორიენტირებული იყო. რთული კალენდარი გვქონდა . ნაწილობრივ სათადარიგო სკამის პრობლემაც გვქონდა. მოკლედ პენალტებში დავმარცხდით. ისრაელის ნაკრები ნახევარფინალში ინგლისთან სასტიკად დამარცხდა…

_როგორი იყო თქვენი ახლობლების და მეგობრების რეაქცია ნაკრებში თქვენს გამოსვლაზე?

_ოზურგეთის #2 საჯარო სკოლა დავამთავრე. ჯგუფში პირველი ადგილი რომ დავიკევეთ, ერთ-ერთმა პირველმა სკოლის დირექტორმა ფატი სიორიძემ დამირეკა და მომილოცა.-ვამაყობ შენით, ასე გააგრძელე _ეს სიტყვები ჩემთვის დიდი ჯილდო იყო. ძალიან ბევრმა დამირეკა…

_მომავლის გეგმები?

_ჩვენი ნაკრები სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაებმება. ცვლილებები იქნება ნაკრებში. მე თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი ვარ საკლუბო ტურნირებშიც კარგი შედეგები უნდა მქონდეს.

_წარმატებები

ესაუბრა ნუგზარ ასათიანი

(გაზეთი „ალიონი“, #15, 11 ივლისი, 2023 წ.)

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 86
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 82
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 81
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 72
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 72
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…