დღეს, საქართველოს  საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის გურიის წარმომადგენლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა ომის ვეტერან 7 ქალბატონს. მათგან ანასტასია მჟავია 96 წლისაა და  მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა.

ნანა თავდუმაძე, ახალგაზრდა ჟურნალისტი ხშირად იყო აფხაზეთის ომში ფრონტის წინა ხაზზე. მეუღლე ბერდია ცეცხლაძე ცნობილი მეთაური იყო, სამწუხაროდ რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა…ნანა ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი და არაერთი პროექტის ავტორია.

_აფხაზეთის ომის დროს ექთანი ვიყავი და ჩვენს მოვალეობას თბილისის აეროპორტში თვითმფრინავებით გადმოყვანილი დაჭრილი მეომრების პირველი დახმარება და საავადმყოფოებში გადაყვანა იყო. ძნელი წლები და დიდი ტკივილი გადავიტანეთ _გვეუბნება ექიმი ნონა მშვიდობაძე.

_ომის ვეტერანებზე საქართველოს ვეტერენთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი უნდა ზრუნავდეს. ამ შემთხვევაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ კეთილი ნება გამოხატა და ომის მონაწილე ქალბატონებს საახალწლო საჩუქრები გადმოგვცა.  _გვითხა ომის ვეტერანმა, ჟურნალისტმა მანანა ქილიფთარმა.

მსგავსი სტატიები

  • 81
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 79
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 76
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 68
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 67
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…