❗ სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), მწვანე ალტერნატივა და საია, შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებისას ჩადენილი ფუნდამენტური კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების უხეში შელახვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობით დადებული ხელშეკრულების, გაუმჭვირვალობისა და ინსტიტუციური ჩავარდნების შესახებ ჩვენ მიერ გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო სივრცით სარგებლობის, გამოხატვის თავისუფლებისა და გადაადგილების უფლებების შეზღუდვას რიონის ხეობაში. ამ უფლებაშემლახავ პრაქტიკას ბოლო პერიოდში თან ახლავს დეზინფორმაციული და მადისკრედიტირებელი შეტევები აქტივისტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მეცნიერების წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ნამახვანჰესის პროექტის ამ ფორმით განხორციელებას.
🔴 მთავრობის მისამართით საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური, სრულიად სამართლიანი პროტესტისა და კრიტიკული შეკითხვების საპასუხოდ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების ნაცვლად, სახეზე გვაქვს ცილისწამების კამპანია – როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია “ენკას”, ასევე სახელმწიფო კომპანია “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” მხრიდან. ამ პროცესში მთავრობა არათუ არ გვევლინება საჯარო ინტერესის დამცველად, მეტიც საჯარო კომუნიკაციაში მას ღიად ანაცვლებს კომპანია, რაც შლის ზღვარს სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის. სახელმწიფოს როლი მხოლოდ საპოლიციო ძალით და რეპრესიული ფორმით არის წარმოდგენილი, ეს კი უგულებელყოფს დემოკრატიულ პრინციპებს, ხელყოფს კანონის უზენაესობას, არღვევს ადამიანის უფლებებს, ხელს უშლის ამ პროცესების მშვიდობიან და დემოკრატიულ ფარგლებში გადაწყვეტას და ზრდის უსაფრთხოების რისკებს, როგორც რიონის ხეობის დამცველთათვის, ისე მათი უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის.
🔴 ცხადად ვხედავთ სახელმწიფოსა და პროცესში ჩართული სხვა ადგილობრივი თუ ცალკეული საერთაშორისო აქტორების მხრიდან გამოყენებულ ახალ სტრატეგიას, ნამახვანი ჰესის პროექტის გარშემო არსებული მშვიდობიანი და ლეგიტიმური წინააღმდეგობა დაუკავშირონ ბრძოლას ენერგოუსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, გამოაცხადონ ის მართულად, ქსენოფობიურად, პერიფერიულად, მარგინალურად და პროექტის წინააღმდეგ არსებული კრიტიკა გეოპოლიტიკურ კონტექსტში განიხილონ. სახელმწიფოსა და სხვა აქტორების ამგვარი რიტორიკა ცხადად ემსახურება იმ პროტესტის დელეგიტიმაციის მცდელობას, რომელიც თავისი არსით სწორედ სახელმწიფო და კოლექტიური ინტერესების დაცვისა და შენარჩუნებისათვის იბრძვის და მთელი ამ პერიოდის მანძილზე ააშკარავებს ეროვნული და საჯარო ინტერესის წინააღმდეგ მიმართულ შეთანხმებულ ქმედებებს მთავრობისა და კომპანიის მხრიდან.
🔴 საზოგადოებისთვის ცნობილია ის მთავარი წუხილები, რაც ნამახვანიჰესის მშენენლობის პროექტს უკავშირდება და რასაც ადგილობრივებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მთავარი კრიტიკა ეფუძნება. ნამახვანჰესების პროექტის მომზადება, მათ შორის, პროექტის განმახორციელებელი კომპანიის შერჩევის პროცესი სრულიად გაუმჭვირვალე იყო. ასევე საზოგადოებისთვის ბოლო დრომდე არ იყო ცნობილი მთავრობასა და კომპანია “ენკას” შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსი, რომელიც ცხადს ხდის სახელმწიფოს მიერ ეროვნული და კოლექტიური ინტერესების დათმობას კერძო კომპანიის სასარგებლოდ. ასევე, მთავრობის მიერ მიღებული მთავარი გადაწყვეტილებები, მაგალითად, კომპანიისთვის მიწის რესურსებზე უფლებების გადაცემა, წინსწრებით – გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა (ნებართვის) და მშენებლობის ნებართის მიღებამდე, მოხდა. დამატებით, ერთ წელზე მეტია, რაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სასამართლოში ორი სარჩელია შეტანილი, თუმცა, დღემდე არც ერთი სასამართლო სხდომა არ გამართულა.
🔴 მივიჩნევთ, რომ ნამახვანჰესთან მიმართებით გამოვლენილი არაეფექტიანობა მართლმსაჯულების სისტემიდანაც ვლინდება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასამართლოს გზით მშენებლობის შეჩერებას, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე. ამასთან, ხელისუფლების რიტორიკა, კაშხლის მშენებლობის სამუშაოების შეჩერების თაობაზე, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რამდენადაც კაშხლის მშენებლობაზე ამ დრომდე არ არსებობს ნებართვა, რაც ისედაც გამორიცხავდა კაშხლის მშენებლობის დაწყებას. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ საპოლიციო ძალით აღადგინა ის სამუშაოები რის შეჩერებაც ხეობის მოსახლეობის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა. ამასთან, ხელისუფლების მცდელობებს შექმნას ილუზორული დისკუსიის ფორმატები (“უკეთესი ნამახვანისთვის”) ნამახვაჰესის ირგვლივ, მხოლოდ კაშხლის უსაფთხოების საკითხამდე დაჰყავს არსებული კრიტიკა და დღის წესრიგიდან სრულად რიყავს პროექტის ირგვლივ არსებულ სხვა ფუნდამენტური მნიშვნელობის კრიტიკას.
🔴 შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ ფართო საზოგადოების, საზოგადოებრივი ჯგუფების, დამოუკიდებელი ინსტიტუციების, ექსპერტული თუ სამეცნიერო წრეების, ასევე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით. ასევე, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, საქართველოს მთავრობამ ცხადად აღიაროს ნამახვანჰესის პროექტის მიმართ არსებული შეკითხვების ლეგიტიმურობა, კრიტიკის სიმწვავიდან გამომდინარე უარი თქვას პროექტის მშენებლობისთვის გამოყენებულ ძალისმიერ მეთოდებზე და დაუყოვნებლივ დააბრუნოს დღის წესრიგში მის მიერ გაცემული დაპირება პროცესის დემოკრატიული და სამართლიანი გზებით გადაწყვეტის თაობაზე. ამასთან, განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საერთაშორისო აქტორების მხრიდან გაძლიერდეს ზედამხედველობა ნამახვანჰესის საკითხის სამართლიანი და ეფექტიანი გადაწყვეტისთვის, რაც დაეფუძნება ადამიანის უფლებების, საზოგადოებრივი მონაწილეობისა და დემოკრატიული პრინციპების აღიარებას.
მწვანე ალტერნატივა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი

(ყოფილი EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მსგავსი სტატიები

  • 100
    მოლოდინი - საინტერესო, საჭირო ინფორმაციის მიღებისა, მიზანი - დავგეგმო სწორად;  შედეგი  - ვიპოვო წარმატების გასაღები ...პროექტის მიზანი, სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების ცნობიერების ამაღლება შინა მეურნეობებში, ბუნებრივი რესურსების მართვის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე და სოციუმში მათი საზოგადოებრივი და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა. პროექტი განხორციელდა ,,გურიის განვითარების კავშირის“ მიერ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით“ სახელწოდება: საქართველოს კლიმატის…
  • 100
    ,,წაიღე ჩემი სევდა!“დღევანდელი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ძალადობრივი ექსტრემიზმი. ჩვენს ირგვლივ გარემო წალეკა ფემიციდის, სიუციდის, ჰომოფობიის წარმოუდგენელმა მასშტაბებმა. ამის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ფრუსტრირება და სოციალური დაუკმაყოფილებლობა მიგვაჩნია. ჩნდება სიტუაციები, რომლებშიც ადამიანებს არ ეძლევათ საკუთარი მიზნების მიღწევის შესაძლებლობა. ეს კი თავის მხრივ ზრდის აგრესიის განხორციელების ალბათობას. ჩვენში, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში იმატა მოლოდინებისადმი…
  • 94
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 91
    „შემოქმედებითი პროტესტის სკოლის“ პროექტის მოგზაური გამოფენა ოზურგეთშიდღეს, ქ. ოზურგეთში, ფოლკლორის ცენტრში უსახელო გალერეა თბილისმა, წარმოადგინა „შემოქმედებითი პროტესტის სკოლის“პროექტის მოგზაური გამოფენა_ცოდნის ჰიბრიდული მედიაცია. გაზეთი „ალიონს“ ამ გამოფენის შესახებ, ღონისძიების კურატორი  გიორგი როდიონოვი ესაუბრა: _შარშან, შემოდგომაზე ქართველი, უკრაინელი და გერმანელი ხელოვანები შეიკრიბნენ და ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდნენ ჰიბრიდულ საგანმანათლებლო პროექტზე, სადაც ორი მიმართულება იყო _ონლაინ შეხვედრები და მენტორული…
  • 91
    შემოქმედებეთი პროექტის - ,,მზის შვილების“ პრემიერა ავსტრიაში24 სექტემბერს ავსტრიის ქალაქ ვაიდჰოფენ იბსის ფლენქას დარბაზში შედგა ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსის და ხელოვანის, თათა ასათიანი-აიგნერის მიერ შექმნილი მუსიკალური და მულტიმედიური პროექტის ,,მზის შვილების“ პრემიერა, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და ავსტრიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს. იგი ჩატარდა ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ ვოლფგანგ სობოთქასა და ქვემო ავსტრიის ქალაქ ვაიდჰოფენ…