„გურიას ახალი გუბერნატორი ჰყავს. სახელმწიფო რწმუნებულის პოსტი 38 წლის გიორგი ურუშაძეს ჩააბარეს. ის ბიზნესმენია მამამისი ნუგზარ ურუშაძე  მმართველი „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია“__ ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრალური მედიით გავრცელდა.

გაზეთი  „ახალი თაობა“ წერს, რომ უკვე ყოფილი გუბერნატორი გიორგი სახოკია თანამდებობიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გადაყენების მიზეზი  გიორგი გახარიასთან ახლო ურთიერთობა გახდა.

სახოკია გუბერნატორად თებერვალში, მაშინდელმა პრემიერმა გიორგი გახარიამ დანიშნა, მან ამ პოსტზე ზურაბ ნასარაია შეცვალა.

გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსი სოფო კაშია გაზეთ „ალიონს“ პასუხობს, რომ იგი ამ თემაზე ინფორმაციას არ ფლობს.

_დაველოდოთ ორშაბათს, _გვითხრა  კაშიამ.

მსგავსი სტატიები

  • 37
    გადააყანეს თუ არა თანამდებობიდან გიორგი სახოკია?.დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის გუბერნატორი გიორგი სახოკია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გადააყენა. ჩვენ დავუკავშირდით გურიის გუბერნატორის პრესსამსახურს სოფო კაშიას, რომელმაც გვითხრა, რომ ჯერ-ჯერობით არ აქვთ ამ თემაზე ინფორმაცია. _არ ვიცი.ვერ დაგიდასტურებთ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას  _გვითხრა სოფო  კაშიამ. 12 საათსა 36 წუთზე სოფო კაშია თავად დაუკავშირდა რედაქციას და გვითხრა, რომ გურიის…