დღეს, ქ. თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ქალთა მარში გაიმართა.

17 საათზე ქალთა აქცია ქ. ოზურგეთში, სახელმწიფო თეარის წინ, ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანზე გაიმართა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო ურუშაძემ განაცხადა ისინი უერთდებიან ქალთა მოძრაობის მიერ დედაქალაქში დაგეგმილ ქალთა მარშს და ითხოვენ საქართველოს პარლამენტმა უკან გაიწვიოს ე.წ. „რუსული კანონი,“ რომელიც თავისუფლებას შეუზღუდავს არასამთავრო ორგანიზაციებს, მედიას, თავისუფალ საზოგადოებას.

_ჩვენ ვიბრძოლებთ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისათვის, ღირსეული ცხოვრებისა და ჩვენი თავისუფლებისთვის. მე ჩემს ქვეყანას ვემსახურები, ქალების ხმას ვერ ჩაახშობენ _განაცხადა ნინო ურუშაძემ.

პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონის  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის შესახებ,“ თავიანთი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს სამოქალაქო აქტივისტმა ნათია ვაშალომიძემ, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა თამარ ოგანოვამ,აფხაზეთიდან დევნილმა ნინო გამისონიან, მარინა სუნგულიამ, პედაგოგმა ირმა გორდელაძემ,მოსწავლე სესილი თოდრაძემ და სხვებმა.

აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ქალთა საპროტესტო აქციები კვლავ გაიმართება.

„არა რუსულ კანონს! კი, ევროპას!_სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

 

მსგავსი სტატიები

  • 66
    საპროტესტო აქცია ოზურგეთშიდღეს, 18 საათზე, ქ. ოზურგეთში, ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანზე ოზურგეთელმა აქტივისტებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს. ისინი საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტის „უცხოური გავლენის შესახებ“ აპროტესტებდნენ. აქციაში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
  • 64
    22 ევროპარლამენტარი - ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოსევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ „უცხოურ აგენტებზე“ კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის…
  • 61
    „მეტი ქალი პოლიტიკაში“_ბევრი სიკეთის მომტანიაინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან  _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…
  • 59
    პრემიერი - სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა - დავიცვათ და განვამტკიცოთ თავისუფლებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყველა მოქალაქეს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. საქართველოს პრემიერის თქმით, სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა. „უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა. დროშა…
  • 58
    პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. 84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ - ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის გარდა, ცვლილება მხოლოდ თავდაცვის უწყებას შეეხო - თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა. მთავრობა შემდეგი შემადგენლობით დამტკიცდა: პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი; გარემოს დაცვისა და სოფლის…