30 ივლისს, პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო შტაბს პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება კამპანიის ლიდერებს, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში საარჩევნო კამპანიის ლიდერი დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ხოლო საქართველოს მასშტაბით კამპანიის ლიდერი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.
პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით 63 -ვე მუნიციპალიტეტში.მათ შორის გურიის რეგიონში: ავთანდილ თალაკვაძე (ოზურგეთი); ალექსანდრე სარიშვილი (ლანჩხუთი) და დავით შარაშიძე (ჩოხატაური).
სამთავე კანდიდატმა მერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ სოციალურ ქსელში კომენტარები გააკეთეს:
„ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია ოზურგეთის მერობისთვის არჩევნებში მონაწილეობა. მალე შევხვდებით და კვლავ გავაერთიანებთ ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის, ქალაქის და ულამაზესი სოფლების მომავალი აინტერესებს და მზად არის ამაში თავისი წვლილი შეიტანოს. ამ არჩევნებშიც, ჩვენ გამოვალთ ძლიერი გუნდით და საინტერესო პროგრამით, რომელიც დღეს არსებულ საჭიროებებს საქმით უპასუხებს. ახალი სამუშაო ადგილები, სოციალური დაცვა და ზრუნვა ჩვენს თანამოქალაქეებზე, გარემოს დაცვა, ეკოლოგია და ჯანმრთელობა, ინფრასტრუქტურის განვითარება – სხვა ამოცანებთან ერთად, ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტები ოზურგეთში. თავს მოვალედ ვთვლი, ჩემს მშობლიურ ქალაქს და საზოგადოებას ვემსახურო და ოზურგეთს მადლობა საქმით და წარმატებული პროექტებით უშუალოდ გადავუხადო. ნდობისთვის მადლობას ვუხდი “ქართული ოცნების” ლიდერებს და ჩვენს მხარდამჭერებს. მჯერა ერთად გავიმარჯვებთ!“_წერს ავთანდილ თალაკვაძე.
„ჩემთვის უდიდესი პატივია მმართველი პარტიის მიერ უკვე მეორედ გამოცხადებული ნდობა. ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა როგორც მმართველი გუნდის, ასევე ლანჩხუთელების წინაშე.
მე ვიცი რას ნიშნავს ატარებდე ლანჩხუთის მერის სახელს, როგორი რთული, გამოწვებებით სავსე და საამაყოა ეს საქმე ამავდროულად.
ჩემი მერობის პერიოდში, ჩვენ ღირსეულად გავართვით თავი არაერთ პრობლემას, განვახორცილეთ სხვადასხვა დიდი თუ მცირე პროექტი ინფრასტრუქტურაში, განათლებაში, კულტურასა და სოციალურ სფეროში. ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს და ამის გარანტი არის სწორედ „ქართული ოცნების“ ძლიერი გუნდი, რომლის მხარდაჭერით კიდევ უფრო სერიოზული გეგმები გვაქვს და რომელსაც ალტერნატივა არ ჰყავს მოცემულ პოლიტიკურ ველზე.
როგორი რთულიც არ უნდა იყოს ბრძოლა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ ერთხელ მოვიპოვო თითოეული ლანჩხუთელის დიდი ნდობა, გავამართლო მათი იმედები და გუნდთან ერთად ვიყო მაქსიმალურად ორიენტირებული მეტი კარგი საქმის კეთებაზე.
მე ვიცი, რომ „ერის სამსახური პრივილეგიაა, რომელიც უნდა დაიმსახურო“. მადლობა ამ პრივილეგიისთვის მმართველ გუნდს, რომელიც კიდევ ერთხელ მენდო, მადლობა ყველა ლანჩხუთელს _ თანამშრომლობის, თანადგომისა და ერთგულებისთვის!
მჯერა, ამ საარჩევნო მარათონსაც ერთად გავივლით და პირველივე ტურში ერთად გავიმარჯვებთ!“ _აცხადებს ლანჩხუთის მოქმედი მერი ალექსანდრე სარიშვილი.
„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო მ.პ.გ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს მიერ ჩემი მშობლიური ჩოხატაურის მერობის კანდიდატად წარდგენილი.
ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას, შესაძლებლობას, გამოწვევასა და შანსს ახალგაზრდისთვის, ვიღვაწო, ვიშრომო, დავიხარჯო ჩემი საყვარელი ჩოხატაურის წარმატებისა და განვითარებისათვის.
წარვდგე ისეთი პროგრამით, რომელიც ორიენტირებული იქნება პრიორიტეტებზე, როგორებიცაა: თითოეული მოქალაქის სოციალური დაცვა, დასაქმების ხელშეწყობა, ახალგაზრდების საჭიროებებისა და პრიორიტეტების გამოკვეთა, მათი მიგრაციის შემცირება, ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თითოეული ჩოხატაურელის მაქსიმალური ჩართულობა, მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტის დაგეგმვა და ა.შ. ჩვენს გუნდს საზოგადოებაში ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს. ყველაფერს გავაკეთებ ძალისხმევას, მონდომებას და ენერგიას არ დავიშურებ, მუნიციპალიტეტს ნდობისთვის მადლობა საქმით რომ გადავუხადო.
მადლობა „,ქართული ოცნების“ გუნდსა და ჩვენს მხარდამჭერებს. _წერს დავით შარაშიძე.
მსგავსი სტატიები
- 100
ავტორი თემურ მარშანიშვილი ყოველი 28 ივლისი, ოზურგეთელთათვის, განსაკუთრებით სოფელ კვირიკეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მრევლისთვის გამორჩეული დღეა. დღეს სოფელ კვირიკეთში, წმინდა მოწამე კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა აღინიშნა. დღესვე ამ ეკლესიას აღდგენიდან 30 წელი შეუსრულდა. საზეიმო წირვა აღავლინა მამა მათემ (გორდელაძე) რამდენიმე მამაოსთან ერთად. კვირიკობის დღესასწაულს ესწრებოდნენ… - 100
...ბავშვობისას, კომუნიზმის პიკზე დაბადებისას, როცა ტელევიზორი მხოლოდ ორ არხს უჩვენებდა და ისიც იშვიათად საინტერესო თუ იყო, დიდება უფალს-წიგნების კითხვა შემიყვარდა...დავიწყე ზღაპრებით შვიდი წლისამ...ასაკის ზრდასთან ერთად, მოთხოვნილებაც გამეზარდა და შესაბამისად შემეცვალა...მესამე, თუ მეოთხე კლასში ვიყავი, როცა „სამი მუშკეტერი და დ'არტანიანი“ მოხვდა ჩემს ხელში...ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როცა სკოლაში წასული ვიხსენებდი,… - 100
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის… - 100
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963… - 100
ბევრი საინტერესო ფორმატის მოფიქრება და შეთავაზება შეიძლება დაინტერესებული ჯგუფისთვის, ცოდნის და გამოცდილების მისაღებად, მათ შორის ტრენინგები, თუნდაც დახურულ სივრცეში. გამოცდილ ტრენერთა, ან მეწარმეთა თანამონაწილეობით. გადავწყვიტე, განსხვავებული ფორმატი შემეთავაზებინა ჩემი გოგონებისთვის და ვფიქრობ, გაამართლა - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ,,გურიის განვითარების კავშირის'' და მიმდინარე პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ კუპრაძემ. პროექტს ახორციელებს ,,გურიის…