3000 ცალი ქართული მუხისა და ნეკერჩხლის ნერგი დაირგო ერთ ჰექტარ მიწის ფართობზე სვანეთში, „ლახამი ჰესის“ საპროექტო ტერიტორიის სამ მონაკვეთზე, კერძოდ,  ზედა წყალმიმღებთან, ჰესის შენობასთან და ასევე ადგილზე, რომელიც ადგილობრივ მაცხოვრებლებთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა. ტყის განაშენიანების ინიციატივა   ჰიდროელექტროსადგურის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მართვის დეპარტამენტის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.   შერჩეული ტერიტორიის განაშენიანება ლახამი ჰესის ინვესტორის კეთილი ნება და გარემოზე ზრუნვის აქტია.

ლახამი ჰესი კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის CCEH-ის პორტფელში არსებული ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც სოფელ ლახამში მდებარეობს (მესტიის მუნიციპალიტეტი. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი). ლახამის ჰიდროელექტროსადგური მცირე ზომის, მდინარის მოდინებაზე არსებული კასკადური ტიპის ჰესია. მისი ჯამური დადგმული სიმძლავრე 15.9 მეგავატია, წლიური გამომუსავება კი 87 მილიონი კილოვატსაათი.

_„ჩვენ,CCEH-ის გუნდი,საქართველოში განხორცელებული ინვესტიციების ფარგლებში, პირველ რიგში, ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებაზე და იმ რეგიონის განვითარებაზე, სადაც ჩვენი პროექტებით შევდივართ. გვჯერა, რომ დასავლურ ინვესტიცია, მხოლოდ ერთჯერადად დახარჯული ფული არ არის, არამედ ამ ინვესტიციას მოაქვს რეგიონშისათანადო განათლება, ცნობიერების გაზრდა და გარემოზე ზრუნვის სხვადასვა მცირე თუ მსხვილი ინიციატივა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა დღეს. ნერგების დარგვა და მათი შემდგომი მოვლა ის საქმეა, რომელსაც უდიდესი ენთუზიაზმით ვაკეთებთ და გავაკეთებთ, ჩემს თანამშრომლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად _ განაცხადა, მიხეილ ნიბლაძემ, კომპანია CCEH – ის დირექტორმა.

გამწვანების აქციაზე, ლახამი ჰესის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ „ბახვი 1 ჰესის“ გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრები, რომლებიც ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ლახამში იმყოფებოდნენ.ხეების დარგვის აქციის შემდეგ, მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ლახამი ჰესის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და გაეცნენ ჰესის მუშაობის თავისებურებებს, ნახეს ჰიდროელექტროსადგურის თევზსავალი. გარემოსდაცვის და სოციალური პროექტების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მათ გააცნეს თევზსავალის მუშაობის პრინციპები, ასევე, სოციალური პროექტები, როემლიც კომპანიამ მაღალი პასუხისმგებლობით და იმ სტანდარტების მიხედვით განახორციელა, რომელსაც ინვესტორი უწესებს თითოეულ პროექტს.

ტყის განაშენიანების აქციას წინ უძღვოდა „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს რიგით მესამე შეხვედრა ქ. ზუგდიდში, სასატუმრო „ლეთოში.“. შეხვედრის ფარგლებში, პროექტის გუნდის წევრებმა  საბჭოს წევრებს გააცნეს პროექტის ფარგლებში მიმდინარე კვლევების პროგრესი და ასევე, წარიმართა დეტალული კითხვა-პასუხის სესია, რომლიც ფარგლებში კომპანიის თანამშომლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს საბჭოს წერვების შეკითხვებს.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 85
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 79
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა 2022 წლის 27 ოქტომბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა  მრჩეველთა საბჭოს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის    გზშ-ს ანგარიში კომპანიამ 20 ოქტომბერს წარუდგინა გარემოს ეროვნულ სააგენტოს განსახილველად. კომპანია საჯარო…
  • 77
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 77
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 75
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…