გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე პირველ მოადგილესთან ლევან ჯაფარიძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს ნიკ ბერესფორდს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს მზია გიორგობიანს და გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერს საქართველოში თინათინ ტყეშელაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე UNDP-ის პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, ფაზა 2“-ის ფარგლებში რეგიონში მხარდაჭერილი ინიციატივების შედეგები და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

2018-2021 წლებში პროექტმა ხელი შეუწყო გურიის მუნიციპალიტეტებს, შეემუშავებინათ განვითარების დოკუმენტები, საინვესტიციო პროფილები და განეხორციელებინათ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინიციატივები. ამასთან, პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სფეროში კვალიფიკაციისა და უნარების გაძლიერების მიზნით მოხდა ადგილობრივი საჯარო მოხელეების გადამზადება და მათთვის სასწავლო პროგრამების მიწოდება.

გურიის მუნიციპალიტეტების მიერ მოსახლეობისთვის ელექტრონული სერვისების შეთავაზების პროცესის გაუმჯობესებისთვის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერების წარმომადგენლებს გადაეცათ პერსონალური კომპიუტერები, პორტატული სკანერები და მულტიფუნქციური პრინტერები. მხარდაჭერილ იქნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 5 მუნიციპალური ინიციატივა, რომელიც მოიცავდა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში – გომის მთის განაშენიანების გეგმის შემუშავებას და „ჩაის გზის“- როგორც ტურისტული ბრენდის შექმნას. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გრიგოლეთის სივრცითი განვითარების გეგმის შემუშავებას და შუა მთიან თემებში (აცანა, ჩოჩხათი) ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცხრაწყარო-ბახმაროს გზაზე საპიკნიკე, დასასვენებელი და სავაჭრო ინფრასტრუქტურის მოწყობას და სოფელ ბუკისციხეში მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მოწყობას. აღნიშნული ინიციატივებისთვის, საერთო ჯამში, გამოყოფილ იქნა 715 350 ლარი. 380 520 ლარით დაფინანსდა მცირე საგრანტო კომპონენტის ფარგლებში 3 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია.

_ „UNDP-ის მიერ გურიის რეგიონში პროექტრეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, ფაზა 2“-ის ფარგლებში განხორციელებული პროექტების საერთო მოცულობამ მილიონ ლარს გადააჭარბა. პროექტმა ხელი შეუწყო თვითმმართველობის ინსტიტუტების გაძლიერებასა და მათი შესაძლებლობების ამაღლებას, პოტენციური ინვესტორებისა და მეწარმეებისთვის ბიზნესმეგობრული გარემოს შექმნას და საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის წახალისებას, რათა ერთობლივად შექმნან უკეთესი პირობები ეკონომიკური ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად“, _ აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.

შეხვედრა ადგილობრივ მეწარმე ,,ჩაის გზის“ ბენეფიციარ ლანა ჟღენტთან გაიმართა.

მსგავსი სტატიები

  • 90
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 88
    მედიატური - საქართველოში აკვაკულტურის სფეროს ძირითადი პრობლემები და გამოწვევები ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორი“ ახორციელებს პროექტს - ,,აკვაკულტურა - ახალი შესაძლებლობების სივრცე“, რომლის მიზანია საქართველოში აკვაკულტურის განვითარების სტრუქტურული სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მიმდინარე წლის, 1 ოქტომბერს, რეგიონული და ცენტრალური მედია ორგანიზაციების (პრესა, ტელევიზია, რადიო, ონლაინ-პლატფორმები) წარმომადგენლებისთვის გაიმართა საინფორმაციო ტური, რომელიც მოიცავდა თემატურ სემინარსა და სადემონსტრაციო ვიზიტებს. 3 ლოკაციაზე,…
  • 85
    ევროკავშირი და CENN გურიაში სოფლის განვითარების ახალ პროექტს იწყებენდღეს,  ტექნოპარკ ოზურგეთში  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროექტის _ „მწვანე გურია _ ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ -_გახსნითი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უმასპინძლა. პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: ნანა ჯანაშია, აღმასრულებელი დირექტორი, CENN; ქეთევან ხუციშვილი, პროექტის მენეჯერი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში; ეკატერინე ზვიადაძე…
  • 84
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 84
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…