ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მზადება აქტიურად მიმდინარეობს, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
👉🏻 26 მაისს, ოზურგეთში, 10:00 საათიდან, თეატრალურ მოედანზე, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი აქტივობებია დაგეგმილი.

🕚 11:00 სთ – ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გვირგვინებით შეამკობენ ოზურგეთის საკათედრო ტაძრის პარკში მდებარე საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავს. ჩატარდება საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი;
🕦 11:30 სთ – მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი, გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის წევრთა ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა;
🕛 12:00 სთ – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საგამოფენო სივრცეების დათვალიერება (პავილიონები, ადგილობრივი რეწვის ოსტატების გამოფენა, ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული ნაწარმის გამოფენა – გაყიდვა);
🕐 13:00 სთ – კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით;
🕔 17:10 სთ – შესრულდება ევროკავშირის და საქართველოს ჰიმნები, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მიეძღვნება;
🕠 17:30 სთ – ჩატარდება დასკვნითი კონცერტი მოწვეული სტუმრების მონაწილეობით: აჩიკო ნიჟარაძე, სოფო გელოვანი, თემურ თათარაშვილი, ნოდარიკო ხუციშვილი ბენდთან ერთად;
🕖 19:00 სთ – კონცერტის დასასრული, კულმინაცია ბუშტების და ფერადი ფოიერვერკის გაშვება.
მუნიციპალიტეტებში 26 მაისის ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და სამინისტროების ჩართულობით იმართება. ოზურგეთის ღონისძიება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართულობით ტარდება.
ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა!

 

მსგავსი სტატიები

  • 71
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 69
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 61
    ოზურგეთი 26 მაისის აღსანიშნავად მზად არისოზურგეთი 26 მაისის აღსანიშნავად მზად არის _ ღონისძიებები ხვალ 13:00 საათიდან დაიწყება: 11:00 სთ - სოფელ ჯუმათში ფიცის დადების საზეიმო ცერემონია; 13:00 სთ - ოზურგეთის საკათედრო ტაძრის პარკში მდებარე საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავის გვირგვინით შემკობა. ჩატარდება საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი…
  • 61
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 58
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…