საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2022 წლიდან ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმას იწყებს, რომელიც აღნიშნულ სფეროში მოქმედი დაწესებულებების ავტორიზაციას და ამ მიმართულებით ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვას ითვალისწინებს. რეფორმის შედეგად, 2029 წლის ბოლომდე სისტემაში არსებული ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება გაივლის ავტორიზაციის პროცესს. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

წყების ცნობით, 2022 წლის 1 ივლისიდან იწყება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია, რომელიც 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება.

რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა ყველა იმ საჯარო და კერძო დაწესებულებისთვის, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე:

საქმიანობდა როგორც ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულება ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება;

ახორციელებდა სასკოლო მზაობის პროგრამას;

რეგისტრაციის გავლა მნიშვნელოვანია, რადგან ის წარმოადგენს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქმიანობის განხორციელების უფლების საფუძველს, ვიდრე დაწესებულება გაივლის ავტორიზაციას კანონით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად. ამასთან, რეგისტრაციის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველი ერთიანი ბაზა შეიქმნება.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე. რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელი ხაზის – +995 322 200 220 ან ოფიციალური გვერდის მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმის მიზანს მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა და თითოეული ბავშვის სკოლისათვის მომზადების უზრუნველყოფის მხარდაჭერა წარმოადგენს. აღნიშნული რეფორმის შედეგად ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სისტემაში შესვლის პროცესი რეგულირებადი გახდება, კერძოდ, ყველა დაწესებულება, რომელიც გამოთქვამს მზაობას, დაიწყოს საქმიანობა აღნიშნულ სფეროში, დაექვემდებარება სავალდებულო ავტორიზაციას, რაც მომსახურების ხარისხის ზრდას შეუწყობს ხელს.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ განხორციელდება, რაც უზრუნველყოფს სისტემაში არსებული ინსტიტუციების მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული სერვისის მუდმივ განვითარებასა და გაუმჯობესებას.

გარდა ამისა, ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში:

დაინერგება დაწესებულებების რეგულარული, ყოველწლიური თვითშეფასების პრაქტიკა, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, თითოეული ინსტიტუციის ჭრილში საკუთარი პრობლემებისა და შესაძლებლობების უკეთ გააზრებას და, მეორე მხრივ, სისტემის დონეზე შექმნის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებული გამოწვევების დროულად იდენტიფიცირების შესაძლებლობას;

მნიშვნელოვნად გაიზრდება საგანმანათლებლო პროცესში მშობლების როლი და ჩართულობა. მშობელთა ჯგუფი იქნება დაწესებულების თვითშეფასების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე და მონაწილე;

შეიქმნება მხარდამჭერი სპეციალისტების გუნდი, რომელთა წევრებიც ინდივიდუალურად იმუშავებენ თითოეულ დაწესებულებასთან და დაეხმარებიან მათ შემდგომ განვითარებაში;

შეიქმნება მართვის საინფორმაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებული ინფორმაციის ერთიან ფორმატში მოგროვებასა და დამუშავებას;

გაძლიერდება დაწესებულებების მართვასა და ავტორიზაციის პროცესში ჩართული მხარეების შესაძლებლობები, რაც გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდგომ უზრუნველყოფს პროცესების ეფექტიან დეცენტრალიზაციას“, _  ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სტატიები

  • 74
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 65
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 64
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 63
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 63
    ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმა დაიწყო...ალიონი. 2016 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ,“რის საფუძველზეც, საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმა დაიწყო. ამ რეფორმის მიზანია ყველა ბავშვისთვის სკოლამდელი მომსახურების ხელმისწავდომობის, თანაბარი შესაძლებლობების, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო ხარისხის გაუმჯობესება სკოლამდელ დაწესებულებებში. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის…