ხვალიდან ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში თხუთმეტწლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი იმართება
ევროპის პირველობაზე საქართველოს ნაკრები გუნდი იასპარეზებს. მათ შემადგენლობაშია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის ოთხი სპორტსმენი .
მაშ ასე, ევროპაზე ჩემპიონის ტიტულისთვის იზურგეთიდან იბრძოლებენ :
ლუკა ფიფია ( 52 კგ)
რეზი გუჯაბიძე ( 57კგ)
ერეკლე თავბერიძე ( 48კგ)
გიორგი როყვა ( 57კგ)
მწვრთნელები: ძმები ზურაბიანები, კობა ბალავინოვი, კახაბერ აბაშიძე , ლაშა გუჯაბიძე.
ასპარეზობები ხვალიდან დაიწყება!
წარმატებები ჩვენ ბიჭებს!

მსგავსი სტატიები

  • 57
    ოზურგეთელი ერეკლე თავბერიძე ევროპის ჩემპიონიაოზურგეთელი მოჭიდავე ერეკლე თავბერიძე( 48 კგ,) ევროპის ჩემპიონი გახდა. რეზი გუჯაბიძე ( 48 კგ) და ლუკა ფიფია (51კგ) კი შინ ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდებიან. ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჭიდაობაში თხუთმეტწლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.  ჩემპიონატზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის (ბერძნულ – რომაული სტილი) ოთხი სპორტსმენი ასპარეზობდა.…
  • 46
    ევროპის ჩემპიონობისთვის გურიიდან სამი მოჭიდავე იჭიდავებსრუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი იწყება! 13 მარტს ხალიჩები ბერძნულ - რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ. ევროპის პირველობისთვის ოზურგეთელი გიორგი თოხაძე ( 55 კგ), საბა მამალაძე ( 82 კგ), ლანჩხუთელი გიორგი შოთაძე (62 კგ.)  იბრძოლებენ.  გიორგი თოხაძე _ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი (2018წ.  51 კგ), ჭაბუკებს შორის…
  • 41
    ერეკლე თავბერიძე სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის _გიმნაზიადის ჩემპიონიაოზურგეთელი ფალავანი ერეკლე თავბერიძე ისევ ჩემპიონია!  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ- გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის სპორტსმენი ერეკლე თავბერიძე გიმნაზიადის ჩემპიონი გახდა!  ოზურგეთელი მოჭიდავე (57კგ) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სასკოლო მსოფლიო ოლიმპიადის - გიმნაზიადის ოქროს მედალოსანია. ერეკლე თავბერიძემ წელს გიმნაზიადასთან ერთად ევროპის ჩემპიონატი ორ ასაკში - 15 და 17 წლამდელთა შორის მოიგო(მწვრთნელები -…
  • 39
    ოზურგეთელი გიორგი თოხაძე საქართველოს ჩემპიონია! ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის ( ბერძნულ - რომაული სტილით ) მოჭიდავე გიორგი თოხაძე საქართველოს ჩემპიონია! გიორგი თოხაძემ ბათუმში ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში გამართულ საქართველოს პირველობაზე, 55 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ოქროს მედალი დამსახურებულად მოიპოვა! გიორგი თოხაძე ასპარეზობისთვის ვლადიმერ და ირაკლი ზურაბიანებმა მოამზადეს. საქართველოს ჩემპიონატი…
  • 37
    მედლების ცვენა რეგიონული ტურნირიდან 26 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში, ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, მსოფლიო თასის ფლობელის გურამ მაჭარაშვილის სახელობის ტურნირი 2010 - 2012 წწ დაბადებულთა შორის გაიმართა.  საჭიდაო ასპარეზობაში გურიის რეგიონიდან 120 - ზე მეტი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. რეგიონულ ტურნირში თავი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის…