2022 წლის 29 ივლისს, ოზურგეთში, კერძოდ შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკის ტერიტორიაზე გამართულ ქართული ჩაის ფესტივალს კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორი, მიხეილ ნიბლაძე,    ბახვი ჰესის (ბახვი 1 და ბახვი 2)ხელმძღვანელი გიორგი აბრამიშვილი, ასევე, პროექტების გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გუნდის წარმომადგენლები.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ჩაის მწარმოებელი მცირე და საშუალო საწარმოების პროდუქცია სხვადასხვა რეგიონიდან. ასევე, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული თაფლის, ხილის ჩირის, ღვინისა და კენკრის ნაწარმი. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ჩაის მომზადების მასტერკლასი. საუკეთესო  თეთრი ჩაის ტიტული წელს შპს „ანდიტრს“ ერგო.(თერჯოლა) საუკეთესო მწვანე და შავი ბაიხის ჩაის _ დავით თენიეშვილს (ოზურგეთი, ბახვი) ხოლო ფესტივალის საუკეთესო ჩაის ტიტული `ნარგიზის ჩაის“ (ნარგიზ ღვინჯილია, წალენჯიხა).

ფესტივალი უკვე მეორე წელია ტარდება გურიაში. მისი მიზანია, დასაქმების ხელშეწყობა, ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარება, გურიის რეგიონის სამეწარმეო პოტენციალის გაცნობა უფრო ფართო საზოგადოებისთვის, ადგილობრივ და საერთაშორისო წრეებში.

„როცა დავგეგმეთ  ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, მაშინვე დავიწყეთ ფიქრი მდგრადი განვითარების სახის პროექტებზე, რომელსაც ჩვენი კომპანია განახორციელებდა როგორც კეთილი ნება და დაუტოვებდა რეგიონს საჩუქრად. ჩავატარეთ მცირე კვლევა და მივხვდით, რომ გურული ჩაის ფენომენი არ უნდ დაკარგულიყო. მას აქვს განვითარების პოტენციალი. კახეთი ხომ ვაზის სამშობლოა, გურია კი თავისუფლად შეიძლება განვითარდეს, როგორც ქართული ჩაისსამშობლო. 2021 წლიდან USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად დავიწყეთ ჩაის ასოციაციის გაძლიერება. ერთად ვზრუნავთ ერთის მხრივ როგორც ჩაის ერთიანი სტანდარტის შექმნაზე, ასევე სტუმარ – მასპინძლობის სექტორში, ჩაის, როგორც გამასპინძლების ელემენტის შემოტანა – განვითარებაზე“ _ განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა, ბახვი ჰესის დირექტორმა.

ფესტივალის ორგანიზატორი იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.

დაფინანსებული ფართი

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 80
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 78
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 69
    „ჩაის კულტურა უნდა დარჩეს გურიის სავიზიტო ბარათად“დავით თენიეშვილი_ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენი. იგი ერთ-ერთია გურიაში, რომელიც ჩაის კულტურის აღორძინებას გეგმავს და პრაქტიკული ნაბიჯებიც აქვს გადადგმული. მისი ინიციატივით დაბა ნარუჯასა და ლაითურში 100 ჰექტარი ჩაის ფართობის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. მან გაზეთ „ალიონთან“ ჩაის კულტურის აღდგენის აუცილებლობაზე და ხელშემშლელ პირობებზე ისაუბრა. _დავით, მოდით ჯერ თქვენი ცხოვრებისეული ბიოგრაფიით დავიწყოთ...…
  • 65
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 64
    ბეჟან ნაკაიძე - 100განუმეორებელი ხელმძღვანელი და შემოქმედი ავტორი ლია კილაძე „50 წელზე ცოტა მეტი იცოცხლა და როგორ მოასწრო ყველაფერი, იყო ენერგიული და ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე, მრავალი დიდი და კარგი საქმის ინიციატორი და ხელმძღვანელი,  კარგი მეუღლე და მამა ვაჟიშვილებისა, გულითადი მეგობარი  და ერთგული თანამოსაქმე კოლეგებისა“ _ წერდა ანა ანდღულაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ბეჟან ნაკაიძის შესახებ…