მრავალი სასწაული გვინახავს, მაგრამ გამორჩეულია აი, ეს სასწაული, რომ უფალი ჩვენთან არის, უფალი გვიძღვის წინ, უფალი არ დაგვტოვებს, უფალი აღგვავსებს სიყვარულით.

არ უნდა შეგეშინდეთ, არ უნდა გაგიტყდეთ გული; ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ, როდესაც უფალი გვიგზავნის განსაცდელს, იგივე უფალი გვეხმარება და გვაძლევს ძალას მის გადასალახად.

მე გულითადად მივესალმები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, რომლებიც ესწრებიან წირვას.

ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, ღმერთმა გაგაძლიეროთ და გააძლიეროს საქართველო.

ჩვენთან არს ღმერთი!

 

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასო მეუფენო, პატივცემულო საზოგადოებავ, დიდი პატივია ჩემთვის რომ დღეს მოგმართოთ, მოგილოცოთ ყველას ყველა ქართველისთვის ძალიან დიდებული დღესასწაული, – სვეტიცხოვლობა.

სვეტიცხოვლობა ჩვენთვის, ქართველებისთვის, ყველა იმ ძვირფასი ფასეულობის სიმბოლოა, რომელიც გვაერთიანებს. ეს არის ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი მართლმადიდებლობა, ჩვენი რწმენა, ჩვენი, ქართველების სულიერი სიმტკიცე, ჩვენი ერთიანობა და ჩვენი ქრისტიანული ფასეულობები. აი, ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული დღევანდელი დღე – სვეტიცხოვლობა. მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე.

 

 

 

მსგავსი სტატიები