2022 წლის 20 ნოემბერს, ყატარში სტარტი აიღო მსოფლიო 22-ე ჩემპიონატი ფეხბურთში.

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია 1930 წლიდან იღებს სათავეს. დღემდე ჩატარებულ 21 ჩემპიონატში რვა ქვეყანამ შეძლო მსოფლიო თასის მოპოვება. ლიდერობს ბრაზილია, რომელიც ტურნირის ხუთგზის გამარჯვებულია, მას ოთხი გამარჯვებით იტალია და გერმანია მოჰყვებიან. 2-2ჯერ გაიმარჯვეს ურუგვაიმ, არგენტინამ, საფრანგეთმა. თითო გამარჯვება აქვს ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებებს.

საფეხბურთო რუკიდან გამქრალია რამდენიმე ქვეყანა (იუგოსლავია, სსრკ, ჩეხოსლოვაკია, გდრ).

ბრაზილია არის ყველა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე (108 შეხვედრა; 73 მოგება, 18 ფრე, 17 წაგება, ბ/შ 229:102, 237 ქულა); თუმცა ბრაზილიაზე ერთი შეხვედრით მეტი გამართა გერმანიამ _109 (67 მოგება, 20 ფრე, 22 წაგება, ბ/შ 226:125, 221 ქულა).

21 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა 158 ქალაქმა. სამ ქალაქს რომი (1934, 1990), რიო დე ჟანიერო (1950,2014), მეხიკო (1970, 1986),სამჯერ მოუწია ფინალური მატჩის მასპინძლობა,

მსოფლიო ჩემპიონატებზე გამართულ 900 შეხვედრაში 2549 გოლი გავიდა,

 1930 წ. _ურუგვაი (13 ივლისი _30 ივლისი)

მონაწილეობდა 17 გუნდი, ყველა შეხვედრა მონტევიდეოში ჩატარდა, 18 მატჩში გავიდა 70 გოლი.

პირველი გოლი ფრანგმა ლუსიენ ლორენმა გაიტანა.

მსაჯებმა პირველად პერუელი გალინეი გააძევა.

პირველი ჰეთ-თრიკი ამერიკელმა ბეტრ პეიტენილმა შეასრულა.

30 ივლისს, ფინალში, ურუგვაის ნაკრებმა 93 ათასი მაყურებლის წინაშე დაამარცხა არგენტინის ნაკრები 4:2 და მსოფლიო პირველი ჩემპიონი გახდა.

 

1934 წ._იტალია; 27 მაისი-10 ივნისი

მონაწილეობდა 16 ნაკრები; 17 შეხვედრა, 70 გოლი.

მე-100 გოლის ავტორი იტალიელი სკიავიო.

ფინალი, 10 ივნისი, რომი, 55000 მაყურებელი; იტალია _ჩეხოსლოვაკია 2:1 (0:0, 1:1) დ.დ.

 

1938 წ. _საფრანგეთი; 4_19 ივნისი

მონაწილეობდა 15 გუნდი. 18 შეხვედრა, 84 გოლი.

მე-200 გოლის ავტორი კელერი (შვეცია).

ყველაზე დიდი ანგარიში: ბრაზილია-პოლონეთი 6:5.

ფინალი, 19 ივნისი, პარიზი, 60 000 მაყურებელი; იტალია-უნგრეთი 4:2.

 

1950 წ. ბრაზილია, 24 ივნისი-16 ივლისი

 

მონაწილეობდა 13 გუნდი. 22 მატჩი, 88 გოლი.

მე-300 გოლის ავტორი ჩიკო (ბრაზილია).

ფინალი, 16 ივლისი, რიო დე ჟანიერო, 203 849 მაყურებელი; ბრაზილია-ურუგვაი 1:2.

 

1954 წ. შვეიცარია, 16 ივნისი-4 ივლისი

მონაწილეობდა 16 გუნდი. 26 მატჩი, 140 გოლი.

მე-400 გოლის ავტორი მორდიოკი (გერმანია).

ყველაზე დიდი ანგარიში: ავსტრია-შვეიცარია 7:5; უნგრეთი-გერმანია 8:3.

ფინალი, 4 ივლისი, ბერნი, 65 ათასი მაყურებელი.

გერმანია -უნგრეთი 3:2.

 

1958 წ. შვედეთი, 8-29 ივნისი

მონაწილეობდა 16 გუნდი. 32 მატჩი, 126 გოლი.

მე-500 გოლის ავტორი კოლინზი (შოტლანდია).

ბომბარდირი ჟიუსტ ფონტესი (საფრანგეთი), მანვე შეასრულა პირველი პოკერი.

ფინალი, 29 ივნისი, სტოკჰოლმი, შვედეთი_ბრაზილია 2:5.

 

1962 წ. ჩილე, 8-29 ივნისი

 

მონაწილეობდა 16 გუნდი, 32 თამაში, 89 გოლი.

მე-600 გოლის ავტორი ჯერკოვიჩი (იუგოსლავია).

ფინალი, 29 ივნისი, სანტიაგო,ბრაზილია_ჩეხოსლოვაკია 3:1.

 

1966 წ. ინგლისი, 10-30 ივლისი

 

მონაწილეობდა 16 გუნდი, 32 თამაში, 89 გოლი.

მე-700 გოლი პაკ სიუნგ ჩი (ჩრ. კორეა).

მე-5 მსოფლიო ჩემპიონატი ითამაშა მექსიკელმა მეკარემ ანტონიო კარბახალმა.

ფინალი, 30 ივლისი, ლონდონი, 97 000 მაყურებელი.

ინგლისი-გერმანია 4:2 (1:1, 2:2) დ.დ.

 

1970 წ. მექსიკა, 31 მაისი-21 ივნისი

მონაწილეობდა 16 გუნდი, 32 თამაში, 95 გოლი.

მე-800 გოლი გერდ მიულერი (გერმანია).

პელე გახდა 3-გზის მსოფლიო ჩემპიონი (1958, 1962,1970 წ.წ.)

ფინალი, 21 ივნისი, მეხიკო, 107 412 მაყურებელი, ბრაზილია-იტალია 4:1.

 

1974 წ. გერმანია, 13ივნისი-7 ივლისი

მონაწილეობდა 16 გუნდი, 38 თამაში, 97 გოლი.

მე-900 გოლი გერდ იზალდე (არგენტინა).

ფინალი,7 ივლისი, მიუნხენი, 75 200 მაყურებელი, გერმანია-ჰოლანდია 2:1.

 

1978 წ. არგენტინა, 1-25 ივნისი

მონაწილეობდა 16 გუნდი, 38 თამაში, 103 გოლი.

მე-1000 გოლი  რობ რენსენბრინკი (ჰოლანდია).

ფინალი, 25 ივნისი, ბიუენოს აირესი, 80 000 მაყურებელი,

არგენტინა-ჰოლანდია 3:1.

 

1982 წ. ესპანეთი, 13ივნისი-11 ივლისი

მონაწილეობდა 24  გუნდი, 52  თამაში, 146 გოლი.

1100-ე გოლი  ბალტაჩა (სსრკ).

ყველაზე დიდი ანგარიში: უნგრეთი-სალვადორი 10:1.

ყველაზე უხუცესი მსოფლიო ჩემპიონი დინო ძოფი (40 წ.)

ფინალი, 11 ივლისი, მადრიდი, 90 000 მაყურებელი, იტალია-გერმანია 3:1.

 

1986 წ. მექსიკა, 31 მაისი-29 ივნისი

მონაწილეობდა 24  გუნდი, 52  თამაში, 132 გოლი.

1200-ე გოლი  ჟან-პიერ პაპენი (საფრანგეთი);

1300-ე გოლი გარი ლინეკერი (ინგლისი).

ფინალი, 29 ივნისი, მეხიკო, 115 000 მაყურებელი.

არგებტინა – გერმანია 3:2.

 

1990 წ. იტალია, 8 ივნისი-8 ივლისი

მონაწილეობდა 24  გუნდი, 52  თამაში, 113 გოლი.

1400-ე გოლი  ჯონი ექსტრიომი (შვედეთი).

ფინალი, 8 ივლისი, რომი, 73 603 მაყურებელი,

გერმანია-არგენტინა 2:1.

 

1994 წ. აშშ, 17 ივნისი-17 ივლისი.

მონაწილეობდა 24  გუნდი, 52  თამაში, 141 გოლი.

1500-ე გოლი  კლაიდიო კანიჯა (არგენტინა).

5 გოლი ერთ მატჩში ოლეგ სალენკო (რუსეთი-კამერუნის მატჩში),

ფინალი, 17 ივლისი, ლოს ანჟელესი, 94 194 მაყურებელი,

ბრაზილია-იტალია 0:0 (პენ. 3:2).

 

1998 წ. საფრანგეთი, 10 ივნისი- 12 ივლისი

მონაწილეობდა 32  გუნდი, 64 თამაში, 171 გოლი.

1600-ე გოლი  პიერ ისა (სამხრ. აფრიკა, საკუთარ კარში),

1700 გოლი კომლეანოვიჩი (იუგოსლავია),

მე-5 მსოფლიო ჩემპიონატში ითამაშა (25 მატჩი) გერმანელმა ლოთარ მათეუსმა.

ფინალი, 12 ივლისი, სენ-დენი, 80 000 მაყურებელი,

საფრანგეთი-ბრაზილაი 3:0.

 

2002 წ. იაპონია, სამხრეთ კორეა, 31 მაისი-30 ივნისი

მონაწილეობდა 32  გუნდი, 64 თამაში, 161 გოლი.

1800-ე გოლი  ბეტო(ბრაზილია)

1900 გოლი  კრისტიან ვიერი (იტალია).

ფინალი, 30 ივნისი, იოკოჰამა, 69 029 მაყურებელი,

ბრაზილია-გერმანია 2:0.

 

2006 წ. გერმანია, 9ივნისი-7 ივლისი

მონაწილეობდა 32  გუნდი, 64 თამაში, 149 გოლი.

2000-ე გოლი  ობლაკი (შვედეთი).

ფინალი, 9 ივლისი, ბერლინი, 74 000 მაყურებელი,

იტალია-საფრანგეთი 1:1 (პენ. 5:3).

 

2010 წ. სამხრეთ აფრიკა, 11 ივნისი-11 ივლისი

მონაწილეობდა 32  გუნდი, 64 თამაში, 145 გოლი.

2100-ე გოლი  ლიუბიანკიჩი (სლოვენია).

ფინალი, 11 ივლისი, იოჰანესბურგი, 84 490 მაყურებელი,

ესპანეთი- ჰოლანდია 1:0 (დამ. დრო).

 

2014 წ. ბრაზილია, 12 ივნისი-13 ივლისი

მონაწილეობდა 32  გუნდი, 64 თამაში, 171 გოლი.

2300-ე გოლი  მარკესი (მექსიკა).

ფინალი, 13 ივლისი, რიო დე ჟანიერო,74 738 მაყურებელი.

გერმანია-არგენტინა 1:0.

 

2018 წ. რუსეთი, 14 ივნისი-15 ივლისი

მონაწილეობდა 32  გუნდი, 64 თამაში, 169 გოლი.

2400-ე გოლი  ფინბომასონი (ისლანდია).

ფინალი, 15 ივლისი, მოსკოვი,  78 011 მაყურებელი,საფრანგეთი-ხორვატია 4:2.

 

2022 წ. ყატარი

გასნით მატჩში ეკვადორსა და ყატარს შორის, ეკვადორელმა ერენ ვალენსიამ მე-16 წუთზე გოლი (პენალტით) გაიტანა მასპინძლების კარში, რაც მსოფლიო ჩემპიონატების გახსნითი მატჩების რეკორდია. იგი 33 წლისაა და პირველი შემთხვევაა, ამ ასაკის ფეხბურთელს გაეტანოს გოლი მეტოქის კარში.

ვალენსიამ დუბლი შეასრულდა  და ეკვადორელმა 2:0 დაამარცხეს ყატარი.

არგენტინელი ლეონიდ მესი ერთადრეთია, რომელმაც მე-4 მსოფლიო ჩემპიონატში გაიტანა გოლი (საუდის არაბეთის ნაკრებთან შეხვედრაში).

 ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი გავი, რომელმაც1958 წელს, პელეს შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა გოლი_
18 წლის და 110 დღის .(ესპანეთი-კოსტა რიკა 7:0).

მოამზადა სოსო გირკელიძემ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 37
    არგენტინა _მსოფლიოს სამგზის ჩემპიონირამდენიმე წუთის წინ ყატარში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში  4;2 (ძირითადი დრო 3:3) დაამარცხა და მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში. არგენტინის ნაკრები ურუგვაიში გამართულ პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა და მონტევიდეოში 93 ათასი მაყურებლის წინაშე მასპინძლებთან  2:4 დამარცხდა. ამის შემდეგ არგენტინამ გასული საუკუნის 70-იან წლებში გაიბრწყინა.…