რამდენიმე წუთის წინ ყატარში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში  4;2 (ძირითადი დრო 3:3) დაამარცხა და მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში.

არგენტინის ნაკრები ურუგვაიში გამართულ პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა და მონტევიდეოში 93 ათასი მაყურებლის წინაშე მასპინძლებთან  2:4 დამარცხდა.

ამის შემდეგ არგენტინამ გასული საუკუნის 70-იან წლებში გაიბრწყინა. 1978 წელს ბუენოს აირესში (80 000 მაყურებელი) გამართულ მსოფლიო მე-11 ჩემპიონატის ფინალში ჰოლანდიის ნაკრებს 3:2  (ძირითადი დრო 1:1) დაამარცხა და პირველად დაეუფლა მსოფლიო თასს.

არგენტინის ნაკრებმა 1986 წელს მექსიკაში (115 000 მაყურებელი)გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მეორედ გაიმარჯვა. სამხეთ ამერიკელებმა  3:2 გერმანიის ნაკრები დაამარცხეს.

არგენტინელები ამის შემდეგ გერმანელებს ორჯერ შეხვდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და ორჯერ დამარცხდა.

1990 წელს რომში (73 600 მაყურებელი) 1: 2 , ხოლო 2014 წელს რიო დე ჟანიეროში (74 700 მაყურებელი) 0:1 დამარცხდა.

გარდა ამისა არგენტინელმა გელდ იზალდემ 1974 წელს გერმანიაში მე-900 გოლი გაიტანა, ხოლო კალიდიო კანიჯამ 1994 წელს აშშ-ში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში _ 1500-ე გოლი.

არგენტინელი ლეონიდ მესი ერთადერთია, რომელმაც მე-4 მსოფლიო ჩემპიონატში გაიტანა გოლი. ფინალში მე-6 გოლი გაიტანა (პენალტით).

საფრანგეთის ნაკრებიდან განსაკუთრებით გამოირჩეოდა კულიან მბაპე, რომელმაც მეორე ტაიმში 2 წუთში 2 გოლი გაიტანა (ერთი პენალტით), ანგარიში გაათანაბრა 2:2.  მბაპემ კიდევ ერთხელ გაათამნაბრა ანგარიში 3:3. მბაპე 8 გატანილი გოლით ჩემპიონატის მომბარდირი გახდა.

ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე ემალიანო მარტინესი (არგენტინა);

საუკეთესო თავდამსხმელი _კილიან მბაპე (8 გოლი, საფრანგეთი);

საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი (არგენტინა).

ვულოცავთ არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.

მსგავსი სტატიები

  • 67
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 52
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 52
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 52
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 49
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…