გა­ზა­ფხუ­ლის პირ­ვე­ლი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა დღეს, 7 მარტს, 16:42-ზე გვე­ლო­დე­ბა. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე პლუს/მი­ნუს 2 დღე ემო­ცი­უ­რო­ბა მო­ჭარ­ბე­ბუ­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. რო­გორც წესი, ამ პე­რი­ოდ­ში ხშირ­დე­ბა ავა­რი­ე­ბი; ნერ­ვი­უ­ლო­ბი­სა და ემო­ცი­უ­რო­ბის გამო ადა­მი­ა­ნებს ექ­მნე­ბათ უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი. მო­საფრ­თხი­ლე­ბე­ლია გულ-სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი სის­ტე­მა და თუ მა­ღა­ლი წნე­ვის მა­ტა­რე­ბე­ლი ხართ, გა­ა­კონ­ტრო­ლეთ.

7 მარტს არ გირ­ჩევთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას, საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის გა­მარ­თვას. უფრო მე­ტიც, არ გა­არ­თუ­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. კა­მა­თი და საქ­მე­ე­ბის გარ­ჩე­ვა და­უშ­ვე­ბე­ლია. უმ­ჯო­ბე­სია, ეს დღე წარ­სუ­ლის, გან­ვლი­ლი დრო­ის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას და­უთ­მოთ, და­ფიქ­რდეთ, რა უნდა შეც­ვა­ლოთ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბა უნდა აირ­ჩი­ოთ.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე მზე თევ­ზებ­შია, მთვა­რე ქალ­წულ­ში, ორი­ვე მე-17 გრა­დუს­ში. ეს დღე თა­ვი­სი მოვ­ლე­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვას შე­ვა­და­როთ. ყვე­ლა წყე­ნა და უსი­ა­მოვ­ნე­ბა, რაც დაგ­რო­ვი­ლი იყო გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ამი­ტომ, მაქ­სი­მა­ლუ­რი თავ­და­ჭე­რა გმარ­თებთ, რომ არ და­ზი­ან­დეთ თქვენ, არ და­ა­ზი­ა­ნოთ საქ­მე­ე­ბი და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა სფე­როს, რე­ლი­გი­ის და პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გებ­ლე­ბი, შე­იძ­ლე­ბა გა­ერ­თი­ან­დნენ ერთი იდე­ის­თვის.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე მზე თევ­ზებ­შია და მა­ლე­ვე შე­ურთდე­ბა სა­ტურ­ნი – კარ­მი­სა და აკ­რძალ­ვე­ბის პლა­ნე­ტა, რო­მე­ლიც 3 წე­ლი­წადს დარ­ჩე­ბა თევ­ზებ­ში. სტა­ტია , ამ ტრან­ზი­ტი­სა და პროგ­ნო­ზის შე­სა­ხებ დევს სა­იტ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ. სა­ტურ­ნი ყვე­ლა­ზე მკაც­რი და ბრძე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლია და არ გაგ­ვიშ­ვებს შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბას.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე პლა­ნე­ტე­ბის და­ძა­ბუ­ლი კონ­ფი­გუ­რა­ცია იქ­მნე­ბა და ეცა­დეთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვოთ თავი, აკონ­ტრო­ლოთ ემო­ცი­ე­ბი, არ გა­მო­ავ­ლი­ნოთ აგ­რე­სია, იყოთ მშვი­დი და გა­აზ­რე­ბუ­ლი. მო­ე­რი­დეთ აგ­რე­სი­უ­ლად გან­წყო­ბილ ადა­მი­ა­ნებს.

7 მარ­ტის შემ­დეგ მთვა­რე კლე­ბას და­ი­წყებს და სა­სურ­ვე­ლია გა­მო­ი­ყე­ნოთ მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე დღე, 13 მარ­ტამ­დე, საქ­მე­ე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. კი­დევ ერთი საფრ­თხი­ლო დღეა 15 მარ­ტი. აგ­რე­სი­უ­ლი დღეა და გაფრ­თხილ­დით, ნუ და­ი­წყებთ ახალ საქ­მე­ებს, არა­ვის მო­ა­ტყუ­ე­ბი­ნოთ თავი.

ახალმთვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა 21 მარტს, 16-20 მარ­ტის პე­რი­ოდ­ში არ და­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი, არ და­ნიშ­ნოთ შეხ­ვედ­რე­ბი. არ მი­ი­ღოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. ეს არის საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის, უსარ­გებ­ლო ნივ­თე­ბის და კავ­ში­რე­ბის მო­ცი­ლე­ბის პე­რი­ო­დი. გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს დღე­ე­ბი წარ­სუ­ლის გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად.

ვის­ზე იმოქ­მე­დებს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად? რა თქმა უნდა თევ­ზე­ბი­სა და ქალ­წუ­ლის ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლებ­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­ზე, ვინც და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს 5-9 მარ­ტის შუ­ა­ლედ­ში. ჩა­მო­წე­რეთ წლის გეგ­მა, იყა­ვით შრო­მის­მოყ­ვა­რე და ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სოდ გა­მო­გი­ვათ. და 7-11 სექ­ტემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლებ­ზე. უნდა იყოთ მე­ტად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვის, საქ­მე­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. 5-9 ივ­ნისს და 6-10 დე­კემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლებს მო­გი­წევთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, რთუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა და იყა­ვით მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, გა­აზ­რე­ბუ­ლი და ფრთხი­ლი. თუ პი­რა­დი რუკა შედ­გე­ნი­ლი გაქვთ, და­აკ­ვირ­დით, რო­მე­ლი პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი ხვდე­ბა ტყუ­პის, ქალ­წუ­ლის, მშვილ­დოს­ნი­სა და თევ­ზე­ბის 15-19 გრა­დუს­ში, ამ თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გე­ლო­დე­ბათ ცვლი­ლე­ბე­ბი.

ბედ­ნი­ერ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას გი­სურ­ვებთ!

მსგავსი სტატიები