2023 მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსის პროგრამას ანახლებს, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია.ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ გააგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების კურსის სწავლებას, ქეთი ლობჟანიძე კი ახალგაზრდებს პროფესიული ორიენტაციის საფუძვლებს გააცნობს, მოუყვება ისეთ პროფესიებზე, რომელიც მომავლის პროფესიებადაა მიჩნეული დღესდღეობით მსოფლიოში. ეს არის მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა, ეგრეთ წოდებული STEM მიმართულებები.

_„აუცილებელია ახალგაზრდებმა იცოდნენ, თუ რა სიახლეებია დღესდღეობით შრომით ბაზარზე, სადაა კადრების დეფიციტი. ეს ინფორმაცია უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი იმ დროს, როცა იღებ გადაწყვეტილებას, თუ როგორ განავითარო შენი მომავალი. ცხადია,  ნებისმიერ ადამიანს უნდა მოთხოვნადი პროფესია ჰქონდეს, სადაც ანაზღაურებაც მაღალია. სწორ დროს სწორმა რჩევამ, შესაძლოა მთელი ცხოვრება განსაზღვროს. ჩვენ ვახალისებთ იმ აბიტუროენტებს, ვისაც ენერგეტიკის, ინჟინერიის ან გარემოსდაცვის მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება. გარდა არაფორმალური ტრენინგებისა, სტუდენტიბის ხელშეწყობის მიზნით, კომპანია ბახვიჰესი, აღნიშნულ ფაკულტეტებზე სწავლის საფასურის 80%-ს დაუფინანსებს მთისპირელ და ჩხაკაურელ ახალგაზრდას. ჩვენ დიდი სიამოვნებით შევუწყობთ  მათ ხელს განათლების მიღების პროცესში, მით უფრო, რომ სექტორი ახალგაზრდა პროფესიონალების დანაკლისს განიცდის“ _  აცხადებს დავით კობერიძე, ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერი.

ტრენინგ კურსი ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო მიმართულების ერთ-ერთი პროექტია, რომელიც 2021 წლის გაზაფხულიდან არსებობს. 2022-2023 სასწავლი წლის პროგრამა სექტემბერში დაიწყო და ორივე სემესტრს მოიცავს. შეხვედრები მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლებში თვეში ერთხელ ტარდება.  პროექტი უფროსკლასელთათვის, კერძოდ 9,10,11,12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და მიზნად ისახავს ბავშვებშიცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვით საკითხებში, ასევე, ცოდნის გაზიარებას განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ და ინფორმაციის მიწოდებას პროფესიულ ორიენტაციის საკითხების ირგვლივ.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 86
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 86
    ბახვი ჰესის კონკურსის ფარგლებში მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლების 19 მოსწავლე დაჯილდოვდა  დედამიწის დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 22 აპრილს  მსოფლიოს 190 ქვეყანაში აღინიშნება, ბახვი ჰესის ინიციატივით, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების, მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კონკურსი სახელწოდებით „დედამიწის დღე ყოველდღე“ წარმატებით  ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა ორი სკოლის 81-მა მოსწავლემ მიიღო. დავალების თემა სახელწოდებით „დედამიწის დღე ყოველდღე“ სამ ასაკობრივ კატეგორიაში (I – IV,…
  • 80
    „ძალიან მნიშვნელოვანია გამჭირვალობა, ჩართულობა, თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან“მდინარე ბახვისწყლის ხეობაში „ბახვი 1“ და „ბახვი 2“ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მომავალი წლიდან კი ჰესების მშენებლობა დაიწყება.ამისთვის ისინი 250 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ რეგიონში. ათეული წლების მანძილზე, გაზეთი „ალიონი“ სხვა მედიასაშუალებებთან  ერთად აშუქებს ეკოლოგიურ პრობლემებს რეგიონში. ეს არის მდინარეების სუფსის,  ნატანების  ხეობებში ინერტული მასალების ბარბაროსული მოპოვების , ქვის კარიერების,…
  • 80
    CCEH-ის ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური გურიიდან ჩასულმა დელეგაციამ დაათვალიერა  2022 წლის 19-20 ნოემბერს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო და ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთს, კერძოდ ახალქალაქს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერესკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური. პროექტი 2 ჰიდროელექტროსადგურისგან, „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“, შედგება.მისი ინფრასტრუქტურა მდებარეობს  მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა…
  • 79
    ხალხი, რომელიც გვაძლიერებს - ბახვი ჰესის ახალი თაობა                                                      ოზურგეთის ოფისი                                                                                                                            ბახვი ჰესი საქართველოში რეგისტრირებული  კომპანიაა, რომელიც ბახვისწყლის ხეობაში „ბახვი 1“…