„დღეს, ოზურგეთში სოფელ გურიანთაში 31 წლის შემდეგ ჩამოასვენებენ აფხაზეთში დაღუპულ თამაზ მალაზონიას.დაკრძლავენ შაბათს 18 ნოემბერს

.1992 წლის 2 ოქტომბერს ლესელიძეში ვეტმფრენებით ჩაგვსხენ 21 ბრიგადის 3 ბატალიონის მებრძოლები.3 ოტომბერს ერთი ოცეული გაამწესეს განთიადის დასახლებაში, გრებეშოკის თავზე სადაც ჩვენი იქ მყოფი სამხედრო ძალები იცავდა პერიმეტრს.ამ ოცეულის შემადგენლობაში იყო თამაზ მალაზონია.

ჩვენი ოცეული კი საღამოს ჩრდილოეთის მიმართულებით მთაში აკონტროლებდა, რომ არ მომხდარიყო რუსეთის მხრიდან გადამთიელების შემოდინება.

დილით 4 ოქტომბერს გაზიკის ტიპის ავტობუსით ვიღაც ოფიცერი მოვიდა და ჩვენს ბატალიონის მეთაურს დიმა მეფარიშვილს ქაღალდი გადასცა.მოგვიბრუნდა და გვითხრა სასწრაფოდ ავტობუსშიო განთიადს უტევენო.

მტერს გზებზე დივერსიული ჯგუფები ყავდა დამხმარე ძალები,რომ არ გაეტარებინათ ფრონტის ხაზზე.გზად წავაწყდით გადაცხრილულ ავტობუსს,რომლითაც პოლიციის აკადემიის კურსანტები გადაადგილდებოდნენ.ჩასაფრება მოუწყვეს აგრეთვე ფრონტის სარდალს გია ყარყარაშვილს,რომელიც სასწაულად გადარჩა.

ჩვენ გრებეშოკთან,რომ მივედით, უკვე ახლო ბრძოლები მიმიდინარეობდა.იმდენად ახლოს,რომ ავიაცია ვერ გვეხმარებოდა.ერთი ჩვენი ვეტრმფრენი ზღვაში ჩამოაგდეს.ამ ბრძოლაში განთიადის თავზე დაიღუპა თამაზ მალაზონია,რომელიც მაშინ 27 წლის იყო.ცოტა ზემოთ გია ყარყარაშვილის ძმა გოჩა ყარყარაშვილი.

დიდება სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს!“ _წერს სოციალურ ქსელში თამაზ მალაზონიას თანამებრძოლი ელგუჯა ჩხაიძე.

მსგავსი სტატიები

  • 52
    „მომწყურდი საოცარი ძალით“  ოცდამეშვიდე-ოცდამერვე  წერილი როცა 1983 წლის იანვარში მოსკონცერტის დირექტორმა კონსტატინ ბულგაკოვმა მოსკოვის საპასპორტო სამართველოსაგან უარი მიიღო, ჩემი ოჯახის მოსკოვში ჩაწერაზე, გადაწყვიტა ჩვენი, გოგის და ჩემი წარდგენა რუსეთის სახალხო არტისტების წოდებაზე! ყველა საჭირო საბუთები: ოფიციალური დახასიათებები, შუამდგომლობები იქნა გადაგზავნილი რუსეთის კულტურის სამინისტროში და ამავე დროს მოსსოვეტის კულტურის მთავარ აღმსრულებელი სამართველოს ხელმძღვანელთან…
  • 49
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 48
    „მომწურდი საოცარი ძალით“                            წერილი ოცდამესამე-ოცდამეოთხე ავტორი: გია ბეშიტაიშვილი 1981 წლის თებერვლიდან ოთხი თვის განმავლობაში, მაისის ბოლომდე ანსამბლის «მუსიკის» თანხლებით ჩვენ ჩავატარეთ კონცერტები ქ. მოსკოვის ყველა დიდ საკონცერტო სცენებზე! ადმინისტრატორ მუზა პეტროვნა აფანასიევას შეფასებით ჩვემა ანსამბლმა თავისი პროგრამით, შესრულების დონით…
  • 46
    „მომწყურდი საოცარი ძალით“    ავტორი გია ბეშიტაიშვილი                                                                                         წერილი მეცხრე-მეათე…
  • 45
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…