გასულ შაბათს, ქ. ოზურგეთის # #2,9, ურეკის, წვერმაღალას, ნასაკირალის, ვაკიჯვრის, ნასაკირალი 2 (დვაბზუს დასახლება), ჭანიეთის, ჯუმათის, სილაურის, კონჭკათის, ლიხაურის საბავშო ბაღებში ბავშვების ინტოსიკაციის ფაქტები გამოვლინდა.

ოზურგეთის ბაღების გაერთიანების უფროსის მაკა ჭყონიას თქმით, ბაღებში სწავლა ხუთშაბათს დაიწყო.

_ხუთშაბათს 600 ბავშვი გამოცხადდა ბაღებში. ზემოთდასახელებული ბაღების 83 აღსაზრდელს სახლში აღენიშნა ინტოსიკაციის ნიშნები: პირღებინება, მაღალი ტემპერატურა და დიარეა. ერთ-ერთი ბავშვი მშობელმა ბათუმში გადაიყვანა გამოსაკვლევად. ამჟამად საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სურსათის უვნებლობის სამსახური, ეპიდემიოლოგები, თავინთი პროფილის მიხედვით იკვლევენ, თუ რა შეიძლება გამხდარიყო ბავშვების მოწამვლის მიზეზი.  ბავშვები სახლებში იმყოფებიან ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა _გვითხრა მაკა ჭყონიამ.

მომდევნო დღეებში ინტოსიკაციის ნიშნებით ბავშთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა.

გაზეთი „ალიონი“ ამ თემაზე  სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროს ინსპექტორს ნინო ქადიეშვილს ესაუბრა:

_სურსათის სამსახურმა შაბათს აიღო ხორცის, რძის, კვერცხის, კარაქის, წყლის ნიმუშები და ლაბორატორიაშია გაგზავნილი. ამ კვირის ბოლომდე იქნება ანალიზების პასუხი ცნობილი და ჩვენ გვეცოდინება ბავშვების ინტოსიკაციის გამოწვევი მიზეზი _გვითხრა ნინო ქადიეშვილმა.

ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგ ელზა სიმონიშვილსაც ვესაუბრეთ ბავშვთა შესაძლო მოწამვლის გამოწვევ მიზეზებზე:

_პირველ ეტაპზე 87 ბავშვს გამოუვლინდა ინტოსიკაციის ნიშნები, ახლა ეს ციფრი 100-მდეა გაზრდილი. აქედან 6 იმყოფებოდა ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში, ახლა იქ ერთი  იმყოფება; 3 ბავშვი, მშობლების სურვილით ქ. ბათუმში,დედათა და ბავშვთა ცენტრში იმყოფებიან. ყველა ბავშს გაეწია ამბულატორიული დახმარება და ისინი ამჟამადაც ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. ჩვენ ავიღეთ 18 ნიმუში იმ ბავშვებიდან, რომლებას ჰქონდათ პირღებინება, მაღალი ტემპერატურა და დიარეა. ანალიზებს ამჟამად ლუგარის ლაბორატორიაში იკვლევენ და პასუხები 2-3 დღეში გახდება ცნობილი. ამის შემდეგ შეგვეძლება დავასკვნათ ეს იყო კვებითი ინტოსიკაცია თუ ენტეროვირუსი _გვითხრა ელზა სიმონიშვილმა.

ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში მყოფი ბავშვები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მოინახულა:

_ოზურგეთის „მედალფას“კლინიკაში მოვინახულე ბავშვები, ბაღის აღსაზრდელები, რომელთაც სავარაუდოდ, კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნები აქვთ. ნებისმიერი შემთხვევისთვის, გართულებებისგან თავის ასარიდებლად, ისინი კლინიკის ბავშვთა განყოფილებაში არიან მოთავსებული. ექიმების თქმით ექვსივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმედი მაქვს მალე გაეწერებიან და ჯანმრთელები დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს. სახელმწიფო სრულად აფინანსებს მათთვის საჭირო ყველა სამედიცინო მომსახურებას” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სტატიები

  • 51
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 41
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 40
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
  • 40
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 40
    „ანზორ ერქომაიშვილმა ჩვენ დაგვიბრუნა ჩვენი ეროვნული მუსიკალური იდენტობა“    ეს იყო ისტორიული სიტყვა წარმოთქმული სვიმონ ჯანგულაშვილის მიერ, დიდი ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვისას მთაწმინდაზე „ვენ ვიმყოფებით საკრალურ ადგილზე. სვეტიცხოველთან, დიდგორთან, გელათთან, ჭყონდიდთან თუ ოშკთან ერთად, ეს ერთერთი ყველაზე წმინდა ადგილია საქართველოში და დედამიწაზე. და ამ ადგილის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისათვის, ჩვენი კულტურისათვის განუზომლად გაზარდა ღვთაებრივმა ილია მართალმა, როდესაც ეს…