სიკეთე მადლია, კეთილი საქმე – დალოცვილი. დალოცვა წყალობაა ადამიანთა გულებისკენ მიმართული, მათივე გულებიდან წამოსული და, რაც მეტია ლოცვა და დალოცვა, მით მეტია სითბო, რომელსაც გასცემ და იღებ თავადაც.
ცივი და წვიმიანი ამინდის მიუხედავად, საოცარი ემოცია ახლდა სოფლის ორღობეს აყოლილი გზის მგზავრებს. მგზავრები კი ოზურგეთის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, ლაშა კუტალაძე, მსახიობები: ფიფქია (ელენე კვარაცხელია) და „სანტა კლაუსი“(გურამ კეკელიძე) გახლდნენ.
„ადრეც ვატარებდით საქველმოქმედო აქციებს, როგორც სპექტაკლების ჩვენებით, ისე ოჯახთა დახმარებით. წელს უკვე მერვე ოჯახში მივდივართ. მიუხედავად იმისა, არ გვაქვს მაღალი ხელფასები, ვახერხებთ ადამიანთა გულის გახარებას. ძირითადად მრავალშვილიან ოჯახებს ვეხმარებით, საოცარია თითოეული მათგანის სიხარულის გაზიარება. მარტო მთავრობა ვერ შესძლებს ყველა პრობლემის გადაჭრას, მოქალაქეობრივი თვითშეგნებაა მთავარი, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და, რაც მთავარია, აკეთოს სიკეთე“_ გვითხრა ბატონმა ლაშამ.
ისინი, სოფელ ცხემლისხიდში, ერთ -ერთ, მრავალშვილიან, მიხეილ ჯინჭარაძის ოჯახს სტუმრობდნენ, სადაც მათ მასპინძელთაგან, ყველაზე უფროსი 14 წლის, ყველაზე უმცროსი კი 8 თვისაა: ვიკა, ანი, მარიამი, დემეტრე.
თვალებგაბრწყინებულნი მიეგებნენ ბავშვები ტკბილეულით, სურსათ-სანოვაგით და სხვა საჩუქრებით დატვირთულ ფიფქიასა და „სანტა კლაუსს“. ხელმარჯვე სტუმრებმა, შამპანურიც გააჩინეს და წინასწარ მიულოცეს დამდეგი ახალი წელი. თანდათან გათამამდნენ პატარა მასპინძლები, კარგად ვსწავლობთო, ნამცხვრების ცხობაში ვეხმარებითო დედას _ ჟღურტულებდნენ საამურად.
მადლიერებას და სიხარულს ემძლავრა, ოჯახის უფროსი წევრის, 80 წელს მიტანებული ქალბატინი ნაზის სევდიან თვალებში, რომელსაც ორიოდ თვეა მეუღლე გარდაცვლია.
_მართალია ჭირს ცხოვრება, ადრე ვმუშაობდი, ახლა ვეღარ ვახერხებ, ბავშვებს ბევრი დრო სჭირდებათ, მაგრამ ვთვლი, რომ ძალიან მდიდარი ვარ, როცა ამათ ვუყურებ, _ღიმილით გვითხრა პატარების დედამ, ქალბატონმა თამარმა.
მალე ახალი წელი შემობრძანდება, ესტუმრება ჟინჭარაძეების ოჯახსაც, რომელთაც კეთილმა მეკვლეებმა, თავიანთი გულუხვი ქველმოქმედებითა და თეატრალიზებული ჩვენებით, წინასაახალწლო განწყობა შეუქმნეს ოჯახს. წამოსვლისას კიდევ ერთი სასიამოვნო დაპირება ბატონი ლაშასგან. მან სპექტაკლების დაწყების შემდეგ,ბავშვები უფასო ჩვენებებზე მიიპატიჟა.
_როცა ოჯახებში მივდივართ, ასე მგონია ჩვენი ოჯახის წევრებს ვუკეთებთ სიკეთეს, და ეს ძალიან გვახარებს _ აღნიშნა ფიფქია ელენემ.
ასე გასრულდა ეს ლამაზი შეხვდრა, ახლის მოლოდინით. ღირდა ეს სიკეთე ამ სიხარულად.
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი.
მსგავსი სტატიები
- 94დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 91გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 901918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 90სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 89სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…