დღეს, ქ. ოზურგეთში, ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმშიგაიმართა რეგიონული საინვესტიციო ფორუმი, რომელსაც კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებმა იმსჯელეს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს საინვესტიციო პროფილები, რომელთა შექმნაში მათ დაეხმარა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების დაფინანსებით.
ფორუმი საქმიანი და საინტერესო იყო და ამაზე ცალკე შემოგთავაზებთ პუბლიკაციას, მაგრამ ამჯერად უპასუხოდ დატოვებული გაზეთ „ალიონის“ კითხვის გარშემო მოგაწვდით ინფორმაციას.
ფორუმის ფორმატიდან გამომდინარე, ფორუმის ორგანიზატორებს მივმართეთ კითხვით, რომელიც ქ. ოზურგეთში ფერადი ლითონების (ალუმინი, ტყვია და სხვა) ტოქსიკური საწარმოს მშენებლობის მიზანშეწონილობის საკითხს შეეხებოდა. (გთავაზობთ შინაარს):
_ დღევანდელ ფორუმზეც რეგიონში სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებაზეა საუბარი.ვამბობთ რომ გურია მწვანე რეგიონია… ქ. ოზურგეთში, მჭიდროდ დასახლებულ უბანში, შპს „არერსა მეთალი“ და „მანსაროვარი“ მეორადი ნედლეულისაგან ფერადი ლითონების წარმოების ტოქსიკური საწარმოს მშენებლობასა გეგმავს, რაზედაც მათ შარშან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განხილვის პირველი ეტაპი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე გაიარეს და რომ არა ოზურგეთის მოსახლეობის დიდი პროტესტი, სამინისტრო მათ მეორე ეტაპზე მშენებლობის ნებართვას მისცემდა… წლების გამოცდილება აქვს ოზურგეთელებს, თუ რა ზიანი მიაყენა მოსახლეობის ჯანმრთელობას, ფლორასა და ფაუნას უნებართვოდ, კუსტარულად, ყოველგვარი დამცავი სისტემის გარეშე ტყვიის გადადნობით შპს „მანსაროვარმა.“ ბუნების დამცველი ორგანიზაციის „ორქისის“ კვლევით მდინარე ბჟუჟი მცირე მდინარეებს შორის ტყვიით ყველაზე დაბინძურებული მდინარეა საქართველოში..2016 წელს რეგიონული ხელისუფლების ჩარევით მოხერხდა პრობლემის მოგვარება…ახლა კვლავ პრობლემის წინაშე დგას ოზურგეთის მოსახლეობა. მეორადი ტოქსიკური ნარჩენების ჰაერში გაბნევის და მდინარის აუზში მოხვედრა პრობლემას შეუქმნის არა მარტო ქ. ოზურგეთის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას, არამედ საკურორტო ზოლის, შეკვეთილისა და ურეკის წყალმომარაგებას, რაზედაც სახელმწიფომ დიდი ინვესტიცია განახორციელა. პრობლემა შეექმნებათ მოცვისა და სხვა კულტურების ახლადგაშენებულ პლანტაციებს…გვაქვს მეორე მაგალითიც: სოფელ მთისპირში ბერძნულმა კომპანიამ „სილვერ ენდ ბარიტ მაინინგ კომპანმა“ 20 წლის მანძილზე ქართული ბენტონიტური თიხა ჩამოაშორა მსოფლიო ბაზარს. 2018 წელს ფრანგულმა კომპანიამ „იმერის ბენტონიტ ჯორჯიამ“ ბერძნული კომპანიისაგან შეისყიდა საწარმო, ხოლო მთისპირის თიხის კარიერზე ლიცენზია ქართულმა კომპანიამ „ასკანგელ ალინსმა“ მიიღო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მდინარე ბახვისწყალზე არსებული კაპიტალური ხიდი, რომლითაცაა შესაძლებელი კარიერზე მისვლა, თავის დროზე ხელისუფლებამ ბერძნულ კომპანიას მიჰყიდა და 2 წლის წინ „იმერის ბენტონიტ ჯორჯიამ“ხიდი ბეტონის კუბიკებით გადაკეტა და ოფიციალური დაცვა დააყენა…გვაინტერესებს თქვენი პოზიცია ამ ორი მაგალითის გარშემო..
ფორუმის წამყვანმა სესიის დროის ამოწურვა გამოაცხადა და უპასუხოდ დატოვეს გაზეთ „ალიონი“, შესვენებისას პირად საუბარში ამ თემით მხოლოდ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი დაინტერესდა.
მსგავსი სტატიები
- 100
დღეს, კურორტ ბახმაროში, დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი „ბახვი 1“ ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია CCEH HYDRO VI იყო და მასში მონაწილეობდნენ აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები, ჰიდროელექტროსადგურის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრები. ასევე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), სოციალური საწარმო „3D საამქრო“ და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.… - 100
„75 წელი. მაღალი, ბრგე ვაჟკაცი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, საინტერესო ბიოგრაფიით, კასკადიორ- დუბლიორობიდან წინახაზის მეომრობამდე...მოუშუშებელ ნაიარევად დარჩენილი აფხაზეთი და მის თვალწინ სახეზე ღიმილგადაკრული, შუქჩამქრალი, ცას შეყინული თვალებით გმირები, ზოგი ჭაბუკობაშიც ფეხვერშედგმული, ზოგიც უკვე მოწიფული, ქართულ მიწას და ქართულ ცას შერწყმული. „ მაცი ხვიტია“, „ლონდრე“, „შევარდენის კვალი“, _გერმანული კინოსტუდი „დეფას“ მიერ გადაღებულ… - 100
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი 5 ივლისს, ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის, რიგით მეოთხე თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. 15 ივლისის ჩათვლით, ოზურგეთის თეატრის სხვადასხვა სცენა და ჩოხარაურის თეატრი 26 სპექტაკლს უმასპინძლებს ჩვენი ქვეყნის, თუ ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან. საპატიო სტუმრები სტუმრობენ ოზურგეთს. ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტის… - 100
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება… - 100
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…