დაბა და სოფელი
(მოწერილი ამბავი)
გურია,10 მაისი. ნათქვამია
„დიდი ლხენაა ჭირთა თქმა,
თუ კაცსა მოუხდებოდეს.
გურულების ერთადერთი თავმოსაწონი და სასიქადულო თვისება, თუ ღირსება, რომლითაც შინ ვყოყოჩობდით, და გარეთ თავი მოგვქონდა, ის იყო, რომ თავმოყვარეობა მოიპოვებოდა ჩვენში. როგორ შეიძლებოდა შეურაცხყოფა და დაბრიყვება, მასხრად აგდება, გაბიაბრუება და გაუპატიურება ვინმესთვის დაგვეთმო. ეს რომ ასე იყო, ყველამ კარგად იცის. კარგად იციან, რომ გურულების თავ მოყვარეობა ხშირად ზომას სჭარბობდა, საზღვარს გადასცდებოდა ხოლმე და ამის გამო გურულების მოქმედებას და ქცევას, ვინ იცის, რა გვარის სახელებით იხსენიებენ: გურულმა „იფხიკა,“ გურული „გაკუჭიანდა,“გურულმა „იფეთქა,“„გავარდა,“„იტლინკა,“ „გაშპა“ და სხვ.
თავ. მოყვარე და სიტყვა საქმეში მოსწრებული, მკვირცხლი გურული ამპარტავნობდა, ქედ-მაღლობდა, ეს იყო ზნეობრივი სიამპარტავნე და არა უკუდო და უსაბამო თავმოწონება, რადგან გურულები არ კადრულობდნენ, რაც საკადრისი არ იყო და თაკილობდნენ ისეთი საქმის ჩადენას, რაც კაცს ამცირებდა და აუპატიურებდა. გურული მოკვდებოდა და ისეთ საქმეში ხელს არ გაისვრიდა, რომელიც სახელის გატეხვას უდრიდა.
გურულებს თავ. მოყვარეობასთან და ზნეობრივ სიამპარტავნესთან დიდი ნდობა ჰქონდათ ერთმანეთისა. მტკიცე ნამუსი, შეუშლელი პირი და გაუტეხელი ძმობა. იცოდნენ, რომ „კაცი კაცის წამალია“, და სჯეროდათ, რომ თუ კაცი კაცის წამალი იქნებოდა, მაშინ ყველანი ერთად თავის ქვეყნის, თავის კუთხის წამალი და მალამო იქნებიანო. მაგრამ…ის რაც „მაგრამით“ მინდა, ჩემდა სამწუხაროდ, მოგახსენოთ, მეტად გულსაკლავი სიმართლეა, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ის ითქმის და ითქმოდა არა ჩვენზედ, არამედ ძველ გურულებზედ…
დათიკო ვერმიცანაშვილი.
გაზ. „ივერია,“#100, 14.05. 1889 წ.
მსგავსი სტატიები
- 100დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, გარკვეული ხნით შესვენების შემდეგ, ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში განახლდა გეგმა -კალენრით გათვალისწინებული საჭადრაკო შეჯიბრებების ორგანიზება. 12-15 ნოემბერს ჩატარდა მუნიციპალური საჭადრაკო ტურნირი 8 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის. მონაწილეთაგან საკმაოდ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ოფიციალურ ტურნირებში პირველად ღებულობდა მონაწილეობას და მწვრთნელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბავშვებმა მოჭადრაკისათვის საკმაოდ მაღალი…
- 100
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს… - 100
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის… - 100
...ბავშვობისას, კომუნიზმის პიკზე დაბადებისას, როცა ტელევიზორი მხოლოდ ორ არხს უჩვენებდა და ისიც იშვიათად საინტერესო თუ იყო, დიდება უფალს-წიგნების კითხვა შემიყვარდა...დავიწყე ზღაპრებით შვიდი წლისამ...ასაკის ზრდასთან ერთად, მოთხოვნილებაც გამეზარდა და შესაბამისად შემეცვალა...მესამე, თუ მეოთხე კლასში ვიყავი, როცა „სამი მუშკეტერი და დ'არტანიანი“ მოხვდა ჩემს ხელში...ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როცა სკოლაში წასული ვიხსენებდი,… - 100
დღეს, მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“ მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…