50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვლის განმავლობაშიც გაგრძელდება, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ,  აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. აღინიშნა, რომ ინფიცირების მზარდი მაჩვენებლების მიუხედავად, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის მაჩვენებელი არ იზრდება, რაც „ომიკრონის“ შტამის საკმაოდ სუსტ მიმდინარეობაზე მიუთითებს. თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, საფრთხე მაინც მაღალია, განსაკუთრებით მაღალ ასაკობრივ ჯგუფებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვაქცინაციას და ორჯერადად ვაქცინირებული პირების ე.წ ბუსტერ დოზით აცრას.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო განაგრძობს აქტიურ მუშაობას ქვეყნის მასშტაბით, ვაქცინაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, ხოლო ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში.
ამასთან, როგორც ცნობილია, იზრდება ონლაინ-კლინიკების რესურსები, რათა მსუბუქმა პაციენტებმა, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, ოჯახის ექიმების კონსულტაცია შეუფერხებლად მიიღონ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 1 075 154 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 972 745 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 14 774 ადამიანი.
ამ ეტაპზე კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება 2 064 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 4 595 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მსგავსი სტატიები

  • 46
    1-დან 10 იანვრამდე საჯარო უწყებებში უქმე დღეები გამოცხადდა1-დან 10 იანვრამდე საჯარო უწყებებში უქმე დღეები გამოცხადდა, _ აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მობილობის შემცირების მიზნით მიიღო. ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დაწესებულებებსაც. სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აღინიშნა, რომ 29 დეკემბრიდან 17 იანვრამდე არდადეგები გამოცხადებულია სკოლებში. ამასთან, საბჭომ იმსჯელა საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.…
  • 45
    უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მასობრივი ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებაზე იმსჯელაგუშინ, 13 ივლისს, მასობრივი ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია და ინფიცირების შემთხვევების მატების დინამიკა. აღინიშნა, რომ ამ ფონზე, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასობრივი ვაქცინაციის პროცესის ეფექტურად წარმართვას,…
  • 45
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 43
    ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდაეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა   დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
  • 40
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…

არ გამოტოვოთ