დღეს, ერთმა ოზურგეთელმა დამირეკა და მითხრა: _ხომ არ წამოხვალთ სოფელ გურიანთაში, საბრძოლო დიდების მემორიალთან, მეორე მსოფლიო ომის გმირის ვასილ კვაჭანტირაძის  ბიუსტთან ყვავილების გვირგვინი უნდა დავდოთო.

ვასილ კვაჭანტირაძე მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სნაიპერი იყო, რომლის ანგარიშზე ოფიციალურად 542 განადგურებული მოწინააღმდეგეა, თუმცა სხვა წყაროების ცნობით ეს ციფრი გაცილებით დიდია. მიუხედავად იმისა, რომ მთავარსარდალი ქართველი იყო,  ქართველ სნაიპერს წინ ვერ დაუყენებდნენ რუსებს და უფრო პოპულარული გახლდათ ვასილ ზაიცევის, ივან კულბერტინოვის და ივან სიდორენკოს სახელები, რომლებსაც გაცილებით ნაკლები მოწინააღმდეგ ჰყავდათ განადგურებული.

ვასილ კვაჭანტირაძე 1941 წლიდან იყო ფრონტზე. მონაწილეობდა სტალინგრადის, კალინინის, ყირიმის გათავისუფლებისათვის ბრძოლებში. განსაკუთრებით გამოჩინა თავი 1944 წელის ზაფხულში ბელორუსიაში ვიტებსკის ოლქის გათავისუფლებისას. 23-27 ივნისს მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევისას, სოფელ შემილინოს მიდამოებში და ვიტებსკის გერმანული დაჯგუფების ლიკვიდაციისას გაანადგურა 44 მოწინააღმდეგე. 1945  წლის 24 მარტს , ვასილ კვაჭანტირაძეს გმირის წოდება მიენიჭა. იგი ხუთჯერ დაიჭრა, მიღებული ჰქონდა 5 საბრძოლო ორდენი და მრავალი მედალი. ომიდან დაბრუნების შემდეგ გურიანთის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ მუშაობდა, თუმცა ბრძოლის ველზე მიღებული მძიმე ჭრილობებმა თავისი გავლენა იქონია გმირის ჯანმრთელობაზე და 1950 წელს, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა…

9 მაისს, სხვადასხვა ფორმით სოფელ ლიხაურში, დვაბზუში, ასკანაში და სხვაგან  აღნიშნეს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე. ადგილობრივი დეპუტატებმა, პედაგოგებმა , მოსწავლეებმა ყვავილები მიიტანეს ობელისკებთან თუ  მემორიალურ დაფებთან…

სოფელ გურანთის ცენტრში   მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან, სადაც ობელისკის გარდა მეორე მსოფლიო ომის გმირების სნაიპერ ვასილ კვაჭანტირაძის და ცნობილი მხედართმთავრის, გენერალ-პოლკოვნიკ პორფირე ჩანჩიბაძის გრანიტის ბიუსტებია, ყვავილების გვირგვინით შევამკეთ.

რაოდენ საამაყოა, რომ ამ სოფელს მეორე მსოფლიო ომის ორი ცნობილი გმირი ჰყავს, ერთი ზემდეგი, სნაიპერი, რომელმაც ომის პერიოდი ფრონტის წინა ხაზზე გაატარა, და მეორე გვარდიული არმიის ჯარების სარდალი, რომელიც ომიდან დაბრუნების შემდეგ,  1950 წელს, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.

5-6 წლის წინ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ვასილ  კვაჭანტირაძის ქალიშვილს, რომელიც ქ. ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩის დასაწყისში, მდინარე ბაზრისწყალზე მდებარე ხიდზე, დარში თუ ავდარში ჟურნალ-გაზეთებს ჰყიდდა, ადგილის დატოვებას მოთხოვეს. არადა მოხუცებულობის პენსია და ჟურნალ-გაზეთების გაყიდვით მიღებული მცირე შემოსავალი იყო და არის მისი და მეორე დის არსებობის წყარო. საბედნიეროდ, ჩვენი ჩარევის შემდეგ ეს პრობლემა მოგვარდა.

მეორე მსოფლიო ომის გმირის შვილები ვერც 9 მაისს, სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებულ დახმარებას მიიღებენ, რადგან მათი მამა ფრონტზე არ დაღუპულა, არამედ სახლში ომში მიღებული ჭრილობებიდან გარდაიცვალა.

ფაშიზმს მთელი მსოფლიო ებრძოდა. მეორე მსოფლიო ომის ფრონტი დედამიწის ყველა კონტინენტზე იყო გაშლილი. საქართველოდან ამ ომში 700 ათასი ადამიანი იბრძოდა, საიდანაც 300 ათას მებრძოლზე მეტი ბრძოლის ველზე დაიღუპა. ეს იყო იმჟამინდელი საქართველოს მოსახლეობის 11 პროცენტი- საუკეთესო გენოფონდი…

ომის გმირების ხსოვნა  პატივისცემას იმსახურებს. ერნესტ ჰემინგუეის დავესესხებით: „ადამიანი კუნძული როდია, მარტოდ გარიყული, იგი მიწის და ცის ნაწილია. ზღვამ რომ ერთი ბელტი წალეკოს, ქვეყანას ისიც დააკლდება.იგი შენც დაგაკლდება. ამიტომ ნურასოდეს იკითხავ, ვის უხმობს ზარი?! იგი გიხმობს შენ!“

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 63
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 60
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 59
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 51
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 49
    ბეჟან ნაკაიძე - 100განუმეორებელი ხელმძღვანელი და შემოქმედი ავტორი ლია კილაძე „50 წელზე ცოტა მეტი იცოცხლა და როგორ მოასწრო ყველაფერი, იყო ენერგიული და ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე, მრავალი დიდი და კარგი საქმის ინიციატორი და ხელმძღვანელი,  კარგი მეუღლე და მამა ვაჟიშვილებისა, გულითადი მეგობარი  და ერთგული თანამოსაქმე კოლეგებისა“ _ წერდა ანა ანდღულაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ბეჟან ნაკაიძის შესახებ…

არ გამოტოვოთ