ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე,   ოზურგეთის ბიუჯეტის 57 მილიონამდე გაზრდა განიხილეს, რაც ევროკავშირიდან მიღებულ გრანტებს უკავშირდება. აღნიშნულს  კენჭისყრისას ოპოზიციამაც, მათ შორის დარბაზში მყოფმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  დეპუტატებმაც დაუჭირეს მხარი.

როგორც ბოლო წლებში, საკრებულოს სხდომის პირდაპირი ტრანსლირება მიმდინარეობდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის   დეპუტატმა თათია ნიკოლაიშვილმა, დღის წესრიგის დამტკიცებისთანავე ისარგებლა საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებით და ტრადიციულად სიტყვა ითხოვა. მისი გამოსვლა სიტყვის თავისუფლებას და ძალადობას შეეხებოდა.

_რა საკითხებიც უნდა განვიხილოთ სხდომაზე, ყველაფერი ხალხთან უნდა მივიდეს. თუ რას ვაკეთებთ, ვინ იტყუება და ვინ არის მართალი, ხალხი მიხვდება. ჩვენ გვაქვს ევროპული არჩევანი, თქვენი ხელისუფლება კი რუსული მეთოდებით ებრძვის თავისუფლებას. თქვენ არ შეგიძლიათ მოსმენა! განსხვავებული აზრის გამო შეგიძლიათ, ციხეში ჩასვათ ადამიანი. ეს შეზღუდვა მრავალი წელია მიმდინარეობს. მთავარი არხის გენერალური დირექტორი ციხეში ზის.არავის დავიწყებია 5 ივნისი, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში რომ დასდევდნენ ხალხს და ჟურნალისტი ლექსო ლაშქარავა დაიღუპა! არავის აქვს იმის ილუზია, აქ რომ სხედხართ, ბიძინა ივანიშვილს არ აწონებთ თავს. ღარიბაშვილთანაც გვქონდა კითხვები. იძალადეს ჩემზე, შემიზღუდეს თავისუფლება. იქ რომ მედია არ ყოფილიყო, ვერავინ გაიგებდა, რა მოხდა და როგორ ებრძვის თავუსუფალ სიტყვას ეს ხელისუფლება,_თქვა ნიკოლაშვილმა და პროტესტის ნიშნად, სხდომა სასწრაფოდ დატოვა.

„ჩემი შენ გითხარი“, _ზუსტად ისე ხართ, _ მიაძახეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ნიკოლაიშვილს. ხოლო დავით დარჩიამ თხოვნაც დაადევნა, დასწრებოდი საკრებულოს სხდომას, ბიუჯეტის შესახებ ცვლილება მოესმინა.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილმა  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა შეახსენა,  და აღნიშნა, რომ გამომსვლელის აქტიურობის მიზანს წარმოადგენს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარედ არჩევა, რაზედაც დასახელებული ფრაქციიდან უპასუხეს _მათ პარტიას ოზურგეთში არჩეული თავმჯდომარე ჰყავს.

კამათს ნაციონალი დეპუტატის გოჩა შარაშენიძის რეპლიკა მოჰყვა: _ კი ბატონო, წარსულში რაც ხდებოდა,  ის დანაშაული იყო, მაგრამ ახლაც უნდა გავაგრძელოთ?

რა თქმა უნდა, არ უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ ვინაიდან თათია ნიკოლაიშვილის სიტყვა არა ზოგადად მედიის დასაცავად იყო თქმული, არამედ რამდენიმე მათთვის მისაღები მედიასაშუალების დაცვას ეხებოდა, შეგახსენებთ:

გაზეთი „ალიონი“ ერთ-ერთი იმ მედიასაშუალებას წარმოადგენს, რომელმაც თავის თავზე იწვნია წინა ხელისუფლების წნეხი, რაც სხვადასხვა სახის ზეწოლაში აისახებოდა. (ეს მარტო „ალიონს“ არ ეხებოდა).

ჩვეულებრივი მოვლენა იყო, პერიოდულად ძალოვან უწყებებში დაბარებები, სხვადასხვა სახის „გასაუბრებები“…ყველაზე მიუღებელი  მაინც 2012 წლის 19 აგვისტოს,პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, კურორტ ბახმაროს შესასვლელში იმჟამინდელი პრეზიდენტის სპეცრაზმელების მიერ გაზეთ „ალიონის“ რედაქტორის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილთან და ძმისშვილთან ერთად დაკავება იყო… ვიცით, რა ელოდა „ალიონს“ 2012 წლის 1 ოქტომბერს მათ რომ გაემარჯვათ…

კიდევ ერთი თემა _ქ. ოზურგეთში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, არაერთი ადამიანი, მათ შორის ქალბატონები, პოლიციამ ბათუმში გადაიყვანა „გასაუბრებებზე“, თუ რატომ დაიდგეს ოჯახებში ტელესიგნალების თეფშები. პოლიცია დაკავებულთა ოჯახებს მათ ადგილსამყოფელს არ უმხელდა…იმდენად დაშინებული ჰყავდათ ისინი, მედიასთან ბათუმში გადაყვანის ფაქტსაც კი მალავდნენ…

რა თქმა უნდა, მედიისათვის დღესაც მიუღებელია ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს სტრუქტურების დიქტატი, ტექნიკური ანგარიშსწორებები, განაწყენების შემთხვევაში არაჯანსაღი დამოკიდებულების ცენტრში მოქცევა_ ამიტომ ოპოზიციის კრიტიკას უნდა მოვუსმინოთ…

შარშან, 12 ივლისს, ქ. ოზურგეთში რეგიონის მედიის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საპროტესტო მდუმარე აქცია გამართეს ტელეოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით…

რამდენად სამართლიანია სხდომაზე წარმოთქმული კონკრეტული კრიტიკა, ამას საზოგადოება განსჯის… არც პოზიციიდან და არც ოპოზიციიდან მედიის მიმართ  ძალადობა არ უნდა წავახალისოთ.

მსგავსი სტატიები

  • 71
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 67
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 67
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 65
    როგორ შევხვდეთ ლურჯი ვეფხვის, 2022 წელს, რომ მან წარმატება და იღბალი მოგვიტანოს?რეკომენდაციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის ვეფხვის წელი 2022 წლის 1 თებერვალს დგება, მაგრამ ჩვენ მიჩვეული ვართ ამ დღესასწაულის წინასწარ აღნიშვნას, ახალი წლის კალენდრის შესაბამისად. ამის გათვალისწინებით, ღირს, 31 დეკემბერს ყურადღება მივაქციოთ მომავალი წლის მასპინძელს- წყლის ვეფხვს. წლის მფარველ ცხოველთან „მეგობრობის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა სწორი ჩაცმულობაა. ვეფხვი ლამაზი და ნათელი ცხოველია. ამიტომ, უნდა…
  • 64
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…