დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ხერსონის ყოველწლიურ ფესტივალში-,,MELPOMENA TAVRIA 2022″ მონაწილეობა მიიღო სპექტაკლით ,,დედაომი”
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი მსოფლიოს 11 ქვეყნის 34 ქალაქიდან ის ერთ-ერთი თეატრი გახლავთ, რომელმაც უკრაინის XXIV საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში ,,MELPOMENA TAVRIA 2022″ მიიღო მონაწილეობა და მათ მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატა.
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ ხერსონის თეატრის გენერალურ დირექტორს ალექსანდრე კნიგას მადლობა გადაუხადა, რომ მან უკრაინაში არსებული ვითარების მიუხედავად, XXIV საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს ,,MELPOMENA TAVRIA” ორგანიზება დევნილობაში მყოფმა გაუკეთა (შტაბბინა დღეს ლვოვშია) და აღნიშნულით მსოფლიო თეატრებს სოლიდარობის გამოხატვის საშუალება მისცა.
თეატრის ექსპერიმენტულ სივრცეში გამართულ სპექტაკლზე ,,დედაომი” (დ. თავაძე, რეჟ. ს. ასლამაზიშვილი) მოწვეული იყვნენ უკრაინელი მოქალაქეები, ომის ვეტერანები და ის ადამიანები ვისაც სპექტაკლზე დასწრებით უნდოდათ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოეხატათ.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ ძიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინული ცეკვა შეასრულეს, თეატრის ადმინისტრაციამ კი სპექტაკლზე მყოფ უკრაინელ მოქალაქეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
მსგავსი სტატიები
- 51ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 48დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 39"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 38ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 37სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…