დღეს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგიეთში ბუნების ცნობილი დამცველის ჯანვერდი ცეცხლაძის ეკომუზეუმში აღინიშნა.
მეოთხედი საუკუნეა სოფელ გოგიეთში, ჯანვერდი ცეხლაძის ეკომუზეუმს მუნიციპალიტეტის არაერთი სკოლა, ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორები სტუმრობენ. ახლახან აქ დაბა ნარუჯის და სოფელ ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.
„22-მაისს ბიომრავალფეროვნებიის საერთაშორისო დღეს, დაბა ნარუჯის საჯარო სკოლისმოსწავლეები ოზურგეთში, მაკვანეთის ეკოპარკს ეწვივნენ, სადაც ბიომრავალფეროვნების სიმდიდრეა, მასპინძელი ბატონი ჯანვერდ ცეცხლაძე იყო, რომელმაც მეგზურობა გაუწია მოსწავლეებს და საინტერესო ინფორმაციაც მიაწოდა ტყეპარკში გავრცელებულ მცენარეებზე სადაც იზრდება ცაცხვი, წიფელი, ნეკერჩხალი, ურთხელი და სხვა ასევე ტყეპარკში იზრდება წიწვოვანი და ბუჩქოვანი მცენარეები, მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს ეკომუზეუმი, უამრავი საინტერესო მასალა მოიპოვეს ბუნებაში, მიიღეს ინფორმაცია ბიომრავალფეროვნების შესახებ. ეს დღე მოსწავლეებს არასოდეს დაავიწყდებათ, რადგან იმხიარულეს, გაერთნენ, დატკბნენ ბუნების სილამაზით, გადაიღეს ბევრი ფოტოსურათი , რომელსაც გამოიყენებენ კონკურსისათვის ,,ბიომრავალფეროვნება ჩემ ობიექტივში“.
ეკოსკოლის მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი მომავალში კვლავ ესტუმრონ ეკოპარკს._წერს დაბა ნარუჯის ეკოსკოლის მოსწავლეები.
ამჯერად ეკომუზეუმს მათი მეგობარი ტურისტულ-ალპინისტური საზოგადოება „ქორბუდეს“ წევრები სტუმრობდნენ, რომელთაც ეკომუზეუმს 25 წლის ურთიერთობის ისტორია აქვს.
_ გურიის მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა ახორციელებს პროექტს გურიის ეროვნული პარკის დაარსებისთვის. ვფიქრობ, გოგიეთის ეკომუზეუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება ეროვნული პარკის ვიზიტორებისთვის, ამისთვის კი დონორი ორგანიზაციების მეტი დაინტერესება იქნება საჭირო_გვითხრა ჯანვერდი ცეცხლაძემ.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე გოგიეთის ეკო მუზეუმში სპორტული ღონისძიებებით აღნიშნეს.
მსგავსი სტატიები
- 46ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
- 43,, ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი“ გრ. რობაქიძე მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიაში ნათელ ფურცლებს წარმოადგენს ინგლისელი ქართველოლოგების და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები , რომლებიც მათ შესწირეს საქართველოს, ქართველი ხალხისმრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას, ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი რაც შეიძლება უკეთ გაცნობის კეთილშობილურ მიზანს. და ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის…
- 43ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
- 42ოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს …
- 41„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთ კეთილდღეობას ჯანვერდი ცეცხლაძე, 73 წლის, პროფესიით ეკოლოგი, სწავლული მეფუტკრე. 14 წელი მუშაობდა გურიის გარემოს დაცვის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად. 1985-1992 წლებში იყო ოზურგეთის მეფუტკრეობის გაერთიანების მეფუტკრე-სელექციონერი. სოფელ გოგიეთში (მაკვანეთის თემი) ეკოპარკში ფუტკრის 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავდა და ეკოლოგიურად…