ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ქალაქ ბრაგაში,TEATRO CIRCO- ს სცენაზე მაყურებლის წინაშე სპექტაკლით ,,3+3“ წარსდგა.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ ბრაგის თეატრალური კომპანიის ხელმძღვანელმა რუი მადეირამ, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს – ვასილ ჩიგოგიძეს ფესტივალის სახელით სიმბოლური საჩუქარი გადასცა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი პორტუგალიაში ქალაქ ბრაგაში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ-გამოფენაზე ,,PATHS WITHOUT BORDERS იმყოფება.
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი-გამოფენა ,,PATHS WITHOUT BORDERS” ორგანიზებული გახლავთ CTB-BRAGA თეატრალური კომპანიისა და ETA- ევრაზიის თეატრების ასოციაციის მიერ, რომელშიც მონაწილეობას იღებს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, თურქეთის, უკრაინის, პორტუგალიისა და იტალიის თეატრები
სპექტაკლი ,,3+3″ (მანანა დოიაშვილი, რეჟისორი ვანო ხუციშვილი) დედა-შვილის, დების, ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის, ცოლ-ქმრის ურთიერთობაზეა. იმის შესახებ, თუ როგორ უყვართ ახლო ადამიანებს ერთმანეთი და როგორ იქცევა ეს სიყვარული ეგოიზმად ბოროტებად და დანაშაულად
მონაწილეობენ: თამარ მდინარაძე, ციცი ბუცხრიკიძე, ნიკა ძნელაძე, შორენა გვეტაძე,ვახტანგ ჩხარტიშვილი.
მსგავსი სტატიები
- 52ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 49დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 41"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 39ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 38ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…