ოზურგეთში, „ჭადრების ბაღში“ კინოთეატრ „ოზურგეთის“ წინ სამოქალაქო მოძრაობამ _„თავისუფლებისთვის“ მდუმარე აქცია – „იმოქმედე ფემიციდის წინააღმდეგ“! გამართა.
შეგახსენებთ, 12 აგვისტოს ოზურგეთში კაცმა, ყოფილი ცოლი მოკლა.
ბოლო 7 წლის განმავლობაში, საქართველოში, 187 ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა გენდერული ნიშნით ძალადობას, მათი თითქმის 50% ოჯახის წევრმა მოკლა.