10 ივნისს, ოქროს პალიტროსან მხატვარს, პედაგოგს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ბატონ ვახტანგ მამეიშვილს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდა.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრში ვახტანგ მამეიშვილის მესამე პერსონალური გამოფენა გაიხსნა და მისი ნამუშევრების კატალოგი გამოიცა.

გთავაზობთ საქართველოს კულტურის ფონდის თავმჯდომარის

 სოფელ შემოქმედის,ბათუმის და თბილისის საპატიო მოქალაქის, აკადემიკოს თამაზ შილაკაძის მილოცვის ტექტს:

 

ბატონი ვახტანგი დაიბადა 1941 წლის 10 ივნისს, ოზურგეთის რაიონში, სოფელ შემოქმედში. მოსე თოიძის სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიაში.

1969 წლიდან, მუშაობდა ოზურგეთის მთავარ მხატვრად.

მან მიზნად დაისახა, გურიაში, მშობლიურ ოზურგეთში – შეექმნა გამოკვეთილი კულტურულ-შემოქმედებითი კერა. 70-იან წლებში, შეძლო და გარს შემოიკრიბა მხატვრები საკუთარ სახელოსნოში, სადაც დიზაინსა და გაფორმებაზე მუშაობდნენ. მასთან ერთად იყვნენ: რევაზ ჯაში, ჯემალ მიმინოშვილი, ვასილ მჟავანაძე, ბაგრატ ჭკუასელი და სხვები. სახელოსნოში ასევე იკრიბებოდნენ მოსწავლეები და ეზიარებოდნენ არამარტო გამოყენებით ხელოვნებას, არამედ თავისუფალ აზროვნებას.

1973 წელს, ბატონი ვახტანგის თაოსნობით, ოზურგეთში გაიხსნა სამხატვრო სკოლა, რომელმაც უამრავი მოზარდი აზიარა სახვითი ხელოვნების ესთეტიკას. 2006 წლამდე გახლდათ სკოლის დირექტორი, ხოლო დღემდე კი -პედაგოგია და ახალგაზრდული ენთუზიაზმით ემსახურება მომავალი თაობის აღზრდის საქმეს;

1989 წელს, ბატონი ვახტანგის ინიციატივით, მხატვართა ჯგუფისა და ადგილობრივი ხელისუფლების   მხარდაჭერით, გაიხსნა ოზურგეთის სამხატვრო გალერეა, დღეს – მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი,სადაც ვახტანგ მამეიშვილი დღემდე მოღვაწეობს და გამოცდილებას  უზიარებს ცენტრის მესვეურებს.

1990 წელს დაჯილდოვდა შრომის ვეტერანის მედლით.

2000 წლიდან გახლავთ გურიის ეპარქიაში ეკლესიების მშენებლობის კოორდინატორი. მისი პროექტით გურიაში, ხუთი ეკლესია აშენდა. წლებისმანძილზე, ბატონ ვახტანგისა და მისი ვაჟის, ირაკლი მამეიშვილის მონაწილეობით, გაფორმებულია დაახლოებით 30 ეკლესია-მონასტერი, გურიასა და სხვა რეგიონებში.მათ შექმნილი აქვთ უამრავი სხვადასხვა დანიშნულების საეკლესიო ინვენტარი.

2017 წელს, დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

მხატვარი დღესაც საოცრად პროდუქტიულია და მუდმივად ახლის ძიებაშია -ფერწერაში, გრაფიკასა თუ გამოყენებით ხელოვნებაში…მისი მესამე, პერსონალური, საიუბილეოგამოფენა ამის დასტურია.

ვახტანგ  მამეიშვილის საზოგადოებრივი თუ სახელოვნებო მოღვაწეობა, უდავოდ არის ზნეობრივი მაგალითი ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობებისთვის.

,,ხელოვნება რომ არ არსებობდეს, კაცობრიობა ვერ გადარჩებოდა“, – თქვა ერთხელ ნოდარ

დუმბაძემ, გურიაში ყოფნისას… და ამ გადამრჩენელ ხელოვნებას, ქმნიან გამორჩეული

ადამიანები, რომელთა ღირსეული წარმომადგენელი გახლავთ ბატონი ვახტანგ მამეიშვილი.

ბატონ ვახტანგს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და წარმატებულ შემოქმედებით მოღვაწეობას.

გაზეთი „ალიონი“, #12, 9 ივნისი, 2026 წ.

                                    

მსგავსი სტატიები

  • 93
    „მომწყურდი საოცარი ძალით“(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში  სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა…
  • 92
    ციკლიდან: რეკვიემი დევნილთათვისცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი  და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე  82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს…
  • 91
    ესროლეს, მაგრამ ვერ მოჰკლეს საქართველოს თანმდევი სულირატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან  და  საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე  მეტია,  ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად  ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი…
  • 91
    დუმბაძისა და კლდიაშვილის დღე — დუბლი ორიავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი…
  • 89
    „ლუშნუ“ ოზურგეთის თეატრის სცენაზეოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მესტიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრმა ანშლაგით წარადგინა შთამბეჭდავი სპექტაკლი „ლუშნუ“. „ლუშნუ“ – ეს არის შემეცნებითი, სათავგადასავლო, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ჟანრის ნამუშევარი. სპექტაკლი ეფუძნება წერილობით წყაროებს, კვლევებსა და გადმოცემებს, რაც მას ისტორიული სიზუსტისა და სიღრმის შეგრძნებას ანიჭებს. პიესაში გამოყენებულია სვანური ფოლკლორის მდიდარი მემკვიდრეობა, ავტორთა ციტირებები და…