კონტრაქტორ კომპანიას დოკუმენტაციები და ნებართვები ჯერაც არ წარმოუდგენია
როგორც გაზეთ „ალიონის“25 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში „ყველა დღე იმის შიშში ვართ, მძიმეწონიანმა მანქანებმა ბავშვები არ გაიტანოს“, რომელიც სოფლის ცენტრში მდებარე ყოფილი წისქვილკომბინატის ტერიტორიაზე ასფალტის ნარჩენების გადამუშავებას და მძიმე წონიანი ავტომანქანების ინტენსიური მოძრაობის გამო მოსახლეობის პრობლემებს ეხებოდა, „ჩინეთის ხიდებისა და გზების მშენებლობის კორპორაციის“ წარმომადგენლებმა ნაწილობრივ მოაგვარეს.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ოზურგეთში ბადრი თავდუმაძემ გვითხრა, გაიხსნა ალტერნატიული გზა და მძიმეწონიანი ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივი გახდა. მოიხრეშა ალტერნატიული გზა, გაწმენდილია სოფლის სასაფლაოსთან მისასვლელი. ამჟამად მოსახლეობა პრეტენტიებს არ გამოთქვამს.
როგორც გაზეთ „ალიონს“ აცნობეს, ჯერ -ჯერობით კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელ თენგიზ მჭედლიშვილს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“_თვის მოთხოვნილი ნებართვები არ გადაუცია.
„ეკოს“ დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ გაზეთ „ალიონთან“ განაცხადა: _„კონტრაქტორ კომპანიას მოვთხოვე დოკუმენტაციები, ნებართვები, როგორც გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. პასუხად მოვიღე რომ _მესამე პირს არ გადავცემ ინფორმაციასო. მაშინ გამოვიძახე ზედამხედველობის დეპარტამენტის ბრიგადა. მათთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ მოიტანდა ნებართვებს.რამდენიმე დღის შემდეგ გადავამოწმე და ჯერაც არ ჰქონდათ წარმოდგენილი. როცა ასეთი დამოკიდებულებაა, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს რომ ყველაფერი რიგზე რომ არ არის.“.
P.S. როგორც აღმოჩნდა ჩინურმა კომპანიამ არ შეასრულა დანაპირები. ამის შესახებ ამ წერილის ვებ.გვერდზე დადების შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც სოფელ ოზურგეთელმა გიო მენაბდემ გვაცნობა, „ არაა ცალმხრივი მოძრაობა, პირიქით, იმდენი მანქანა დადის ორმხრივად ლოდინი უწევთ. არც არაფრი დაუკმაყოფილებიათ მხოლოდ და მხოლოდ ორ დღეში ერთხელ სარწყავი მანქანა დადის და რწყავს, მეტი არაფერი. ბევრად უფრო ცუდი მდგომარეობაა, ვეღარ ეტევიან ხიდის ქვეშ ახალი გზა გააკეთეს.“
მსგავსი სტატიები
- 71"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 71საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 65დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 63ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 5928 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…