1992 წლის დეკემბერი იდგა. სახლში ჩემი ბავშვობის მეგობარი და მეზობელი თემურ გოგუაძე მესტუმრა და მითხრა: _ხვალ, საღამოს გადაღმა ექადიაზე თანამებრძოლები ვოვა ბურაკოვთან ვიკრიბებით და შენ გვინდა მოხვიდეო.
მართლაც დათქმულ დროს მათთან ვიყავით. თემურისა და ვოვას გარდა მათთან მურთაზ აბაშიძე და ავთო ჩავლეიშვილი იმყოფებოდნენ.
ისინი აფხაზეთში იბრძოდნენ და რამდენიმე დღით ოზურგეთში იყვნენ ჩამოსულნი.მურთაზის და ავთოს ჭრილობები ჰქონდათ მიღებული. ღვინოს არავინ მიძალებია, მით უმეტეს მურთაზი, რომელიც მუდამ სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა.
ისინი ყვებოდნენ სევდიან ისტორიებს, საბრძოლო მოქმედებების შესახებ ტამიშთან (თავად ქეთევანას იცავდნენ), რუსების ვერაგობას და ჩრდილო კავკასიელი ბოევიკების დაუნდობლობას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. რაზმს მურთაზი ხელმძღვანელობდა იგი ძალიან გამოცდილი მებრძოლი იყო .. ჭრილობის მოშუშების შემდეგაც იბრძოდა აფხაზეთში…2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომშიც…
მურთაზი პოპულარული და წარმატებული ფეხბურთელი იყო. გასული საუკუნის 70-იან წლებში ბევრ გუნდში ჰქონდა ნათამაშევი.
_ოდესის „ჩერნომორეცში“ ვთამაშობდი. გაზაფხულის პირი იყო და მეზღვაურთა გუნდი თბილისის „დინამოს“ უნდა შეხვედროდა. ვიცოდით დაძაბული შეხვედრა გველოდა .
დუბლებში „შემამოწმეს“ თანამემამულეებთან. სპორტი სპორტია და 5: 3 დავამარცხეთ „დინამოელები“. პირველი გოლი მე გავიტანე. მახსოვს თბილისელთაგან გივი ნოდიამ გაიტანა ორი გოლი.. მეორე დღეს სასტიკი ბრძოლა გაიმართა. ოდესელი როდიონოვის გოლი ქანთარიამ გაქვითა. ოდესელები კვლავ წინ წავიდნენ. 87-ე წუთზე კახი ასათიანმა ანგარიში გაათანაბრა და 2:2 დასრულდა ეს მატჩი. როგორც ჩანს „დინამოს“ მწვრთნელებს მოვეწონე და მათთან მიხმეს…
ოზურგეთის „მერცხალში“ ნახევარმცველია ამპლუაში იყო და ხშირად გაჰქონდა გოლები.
_70-იან წლებში „მერცხალი“ ერთ-ერთი ძლიერი გუნდი იყო საქართველოში, რომელიც საკავშირო პირველობის მეორე ლიგაში გამოდიოდა. შემდეგ კი საქართველოს პირველობაზე.
ჩემს გვერდით მართლაც მაგარი ფეხბურთელები თამაშობდნენ: გულო ჩემინავა, როლანდ ისიანი, პაპუნა ნემსაძე, ჯონი კაკალაძე, გიზო გუჯაბიძე, მერაბ სარიშვილი, ტატო წიკლაური, ბადრი ლომინაძე, მერაბ ღლონტი. ერთი სეზონი მერაბ მეგრელაძესთანაც ვითამაშე _იხსენებდა იგი.
1975 წელს ლანჩხუთის „გურიამ“ საკუთარ მოედანზე „მერცხალი“1: 4 დაამარცხა. მეორე წრის მატჩში ოზურგეთელები რევანშისათვის მოემზადნენ.
მასპინძლებმა მაღალი ტემპით დაიწყეს თამაში. მათ მეტოქე აჰყვა და მინდორზე საინტერესო, დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა. ტაიმის ბოლოს სტუმრების მეკარემ მურთაზ აბაშიძის უძლიერესი დარტყმა ვერ მოიგერია და გოლი გავიდა. ეს გოლი ერთადერთი დარჩა ამ მატჩში.
70-იანი წლების ბოლოს რაიონულ გაზეთში დავიწყე მუშაობა და სპორტული განყოფილება ჩამაბარეს. ადრეც და იმჟამადაც თითქმის ყველა მატჩს ვესწრებოდი. იყო შემთხვევა, გაზეთზე მორიგეობა მიწევდა და ჩემს მეგობარს, ფეხბურთის ფანატს ზურაბ მუხაშავრიას ვთხოვდი ინფორმაცია მოეწოდებინა.
მახსოვს, შეკითხვაზე, თუ ვინ გაიტანა ოზურგეთელთაგან გოლი, ასე მპასუხობდა: _ რა თქმა უნდა მურთაზ აბაშიძემ!
11 სეზონის მანძილზე იცავდა მურთაზი „მერცხალის“ ღირსებას. აქვე დაოჯახდა და ვეტერანთა რიგებში გადანაცვლების შემდეგ ერთ-ერთი ინიციატორი იყო ოზურგეთში ვეტერან ფეხბურთელთა კლუბის ჩამოყალიბებისა, მხარში ედგა კლუბის პირველ პრეზიდენტს კოტე გოგატაძეს.
1983 წელს ძმებმა მურთაზ და სოსო აბაშიძეებმა მშობლიურ ხარაგოულში საფეხბურთო კლუბი „ჩხერიმელა“ დაარსეს. გუნდი იმჟამად საქართველოს პირველობის დასავლეთის ზონის „ბ“ ლიგაში გამოდიოდა. შემდეგ ეს გუნდი „ა“ლიგაში გადავიდა. მადლიერმა ხარაგოულელებმა „ჩხერიმელას“ ლამაზ სტადიონს სოსო და მურთაზ აბაშიძეების სახელი მიანიჭეს.
ცალკე თემაა ვეტერან ფეხბურთელთა კლუბი „ბერმუხა“, რომელმაც ვეტერანების ტურნირებზე არაერთხელ გაიმარჯვეს. „ბერმუხამ“ რამდენჯერმე გაიმარჯვა ბათუმში გენო მენაბდის და ქობულეთში ანზორ შამათავას სახელობის ტურნირებზე. აქაც აწყობდნენ მსგავს ტურნირებს. მურთაზის ინიციატივით ოზურგეთის სპორტის სასახლეში 2009 წელს ცნობილი ფეხბურთელების ტოგო დუმბაძისა და ვალერიან გეგიაძის ხსოვნის ტურნირი გამართეს.
ომით დავიწყეთ და ამ თემით უნდა დავამთავროთ.
მურთაზი წუხდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებს არ ჰქონდა სათანადო დაფასება. მან ომში დაღუპულთა პატივსაცემად გრანიტის ობელისკი აღმართა ეკლესიის წინ მდებარე პარკში. ამ ძეგლის გახსნაზე ქვეყნის იმჟამინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იმყოფებოდა.
ბოლოს ოზურგეთის ცენტრალური სტადიონის დირექტორი იყო …
უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
P.S. ეს ფოტო 2014 წლის 30 აპრილსაა გადაღებული დაბა ხარაგოულში, ძმები სოსო და მურთაზ აბაშიძის სახელობის სტადიონის წინ „ჩხერიმელა“_„მერცხალის“ მატჩის დასრულების შემდეგ.
ძ
მსგავსი სტატიები
- 96ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 91დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 90ქეთევან ჯინჭარაძე და ტარიელ თავბერიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირიდან არიან. 2012 წლიდან ქეთევანი სოფელ მთისპირის გამგებელი იყო. შემდეგ ოჯახური გარემოებიდან გამომდინარე უკრაინაში გადავიდნენ და ბოლო 6 წელი კიევიდან ჩრდილოეთით, ქ. ირპენში ცხოვრობდა. რუსეთ-უკრაინის ომმა აიძულა ირპენი დაეტოვებინა და ამჟამად პოლონეთში, ქვემო სილეზიის დედაქალაქ ვროცლავშია. გაზეთი „ალიონი“ ქეთევან ჯინჭარაძეს სოციალური ქსელის…
- 86გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 86სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…