ბევრი საინტერესო ფორმატის მოფიქრება და შეთავაზება შეიძლება დაინტერესებული ჯგუფისთვის, ცოდნის და გამოცდილების მისაღებად, მათ შორის ტრენინგები, თუნდაც დახურულ სივრცეში. გამოცდილ ტრენერთა, ან მეწარმეთა თანამონაწილეობით.

გადავწყვიტე,  განსხვავებული ფორმატი შემეთავაზებინა ჩემი  გოგონებისთვის და ვფიქრობ, გაამართლა – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ,,გურიის განვითარების კავშირის” და მიმდინარე პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ კუპრაძემ.

პროექტს ახორციელებს ,,გურიის განვითარების კავშირი”, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ის პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით;“ საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP): სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაში“.

პროექტის მიზანი: სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების ცნობიერების ამაღლება შინა მეურნეობებში, ბუნებრივი რესურსების მართვის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე და სოციუმში მათი საზოგადოებრივი და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა.

ადგილზე განხორციელებული ღონისძიებისა და მასტერკლასის შემდეგ, პროექტის მონაწილე ქალბატონები ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებიდან, აჭარას ესტუმრნენ.

გზა,  შავშეთისა და მესხეთის ქედებს შორის მომდინარე აჭარისწყლის ულამაზეს ხეობას მიუყვება.

მოლოდინი, რა თქმა უნდა დიდია, ლამაზი და საინტერესო დღისა…  და ეს ყველაფერი მახუნცეთის ჩანჩქერით დაიწყო. შემოდგომის სუსხიანი დილით, მზის სხივებსა და ჩანჩქერის შხეფებში ჩახატული ცისარტყელათი.

ეს ლირიული გადახვევა.

და უკვე საქმიანი შეხვედრების დასაწყისი.

სამუშაო დღის წესრიგი,  ოთხი ბიზნეს ობიექტის ნახვას ითვალისწინებდა. მეგზური ჯანო თებიძე გახლდათ, ქედა ლაგის მმართველთა საბჭოს წევრი. ოთხივე პროექტი მათივე თანადაფინანსებით განხორციელდა, განვითარდა და უფრო მიმზიდველი გახდა.

პირველი შეხვედრა: ქედის მუნიციპალიტეტის, პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეული. „ფუტკრის სამყარო“, თურმანიძეების ოჯახში.  აქ, მართლაც მშვენიერი სამყაროა მოწყობილი, სადაც, ფუტკარი თავად ხდება გზამკვლევი ადამიანსა და ბუნებას შორის. სადაც, პირველი მეორეთი არსებობს და მეორე, პირველისგანაა ფასდადებული.  მეფუტკრემ, რევაზმა და მისმა მეუღლემ ლამზირა ბეჟანიძემ,  წლებით ნაგროვები გამოცდილებები გაუზიარა ამ ბიზნესით დაინტერესებულ ქალბატონებს. ესაუბრა იმ რისკებსა და გამოწვევებზე, რაც ამ დარგისთვისაა მახასიათებელი. გაიცვალა მოსაზრებებიც.

მეორე ბიზნეს ობიექტი. შპს „ფორეჯი“.  სალიფსიტე, საკალმახე მეურნეობა. მენეჯერი სოფო დიასამიძე.  ახალგაზრდა ბიზნესმენმა, დარგის სიყვარული მამისგან მემკვიდრეობით მიიღო. დასახლებული პუნქტისგან, საკმაოდ მოშორებით მდებარე უფუნქციო და გაუმართავი ნაგებობა იჯარით აიღო და განავითარა.  ლიფსიტების გამოყვანაზე, მხოლოდ ქალები ჰყავს დასაქმებული.   ვიზიტორებმა,  განაყოფიერებული ქვირითიდან, უკვე ზრდასრულ კალმახამდე  გასავლელი ყველა გზა, თავად ნახეს და მენეჯერისგან ბევრი საინტერესო მოსაზრებაც მოისმინეს.

სასტუმრო „ჰილლ-ინ“; მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. დანდალოში; ხელმძღვანელები მაია ვერძაძე და დავით არძენაძე.

როცა პროექტი წარმოადგინეს და ადგილიც გვაჩვენეს, სადაც ბიზნეს იდეა უნდა განხორციელებულიყო, თავდაპირველად, სერიოზულად ვერც აღვიქვით. იდეა განუხორციელებლად ჩავთვალეთ. გავრისკეთ და წილობრივად დავაფინანსეთ. ახლა თავად ხედავთ რაც არის – გვითხრა ჩვენმა მეგზურმა ბატონმა ჯანომ.

სანახავი მართლაც კარგია. მთის  დაქანებული ფერდობი, რთული რელიეფი გარეთ, მკაცრი ბუნება, გაუთლელ-გაურანდავი და მასთან კარგად შეხამებული,  სოკოებივით, აქა-იქ ამოსული პატარა, მრგვალი სახლები; ხეებს შემოხვეული კოტეჯები,  ორთავე საკმაოდ კარგი კომფორტით.

იქვე, მისასვლელთან,  ძველ სახლში მოგიზგიზე უძველეს ბუხართან მირთმეული ყავა, და  ბიზნეს იდეათა განხორციელების გზებზე საუბარი, აქაც გამოცდილებების გაზიარება. აქ არ იყო მასპინძლობა ბიზნესისთვის. აქ, არის ჩვენი ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში, აჭარისთვის მახასიათებელი გულთბილი მიღება სტუმრისა, და… სტუმართაგან, მასპინძლობის ასე გათავისებისა, რომ სტუმრად მისული, უკვე შინაურად გრძნობ თავს. რაც  ბუხრის სითბოსთან ერთად, განსაკუთრებულ ხიბლს და არომატს აძლევს, ფინჯან ყავას, ან თუნდაც  მთის ცივი წყაროს წყალს, „გულ-კეთილად“  მოწოდებულს.

„შატო ივერი“, სასტუმრო სოფელ ვარჯანისში. მასპინძელი მარინა გორგილაძე  და  როსტომ ბერიძე.

სოფლის ულამაზეს ხედებს, ასევე ლამაზი არქიტექტურით შერწყმია მშვენიერი კომპლექსი: სასტუმრო, რესტორანი,  მარანი,  ვაზის პლანტაცია.

-ეს, ჩვენი ოჯახური ბიზნესია, მეუღლე და ორი შვილი აქვეა დასაქმებული. ჩვენთან შეგიძლიათ დააგემოვნოთ რქაწითელი, საფერავი, ქინძმარაული, ცოლიკაური, ჩხავერი, ალადასტური; მასპინძლობა კარგად გამოგვდის, მთავარია კარგი გარემო, ჯანსაღი საკვები და გულითადი დახვედრა;

სანამ ქალბატონი ლამზირა უცხოელი სტუმრების გამასპინძლებისთვის ზრუნავდა,  ბატონი როსტომი სტუმრებს მარანში შეუძღვა  და  ჩხავერიც დააგემოვნებინა.

– სასმისში ღვინო არ უნდა ჩარჩეს, რადგან თითოეულ წვეთს, ჩვენთვის სხვა ფასი და ღირებულება აქვს. მოაყოლა მასპინძელმა ღიმილით.

ღიმილი და სითბო გამოყვა პროექტის მონაწილე ქალბატონებს აჭარიდან. რადგან იციან, რომ ჩვენი ქვეყნის ერთ, დიდი მთლიანობას,  თითოეული, ლამაზი კუთხე უმტკიცებს ბალავარსაც და ბჭესაც.

ახალი შთაბეჭდილებებით დაუყვნენ გზას ბარისკენ. მადლიერებას ვეღარ მალავდნენ პროექტის ხელმძღვანელის მისამართით.

თამარ კუპრაძის, დასმულ კითხვას, დილით -მოლოდინების, და საღამოს – შთაბეჭდილებების შესახებ, ემოციური გამოხმაურებები მოჰყვა. ყველას თავისი სათქმელი ჰქონდა, ყველას თავისი იდეა ელამაზებოდა. ცალკეული რეპლიკებიდან,  რეალობასთან შეთავსებით, შინაარსს, მაინც ასე მოვყვები.-  ცივი დილის მიუხედავად, საინტერესო დღეს ნამდვილად ველოდით, მაგრამ დღევანდელმა დღემ, მთლიანად ჩაგვიყოლია  და გარკვეულწილად დაგვანახა, სად შეიძლება იპოვო წარმატების გასაღები, მერე როგორ გააღო კარი. როგორ დაიმკვიდრო თავი და დაამკვიდრო  ფიქრებში ჩახატული შენი იდეა, რომელიც, ჯერ კიდევ ვერ გამოიყვანე სამზეოზე, ან კიდევ მეტად გინდა მისი განვითარება. მერე, საკუთარ თავს უპასუხო კითხვებზე, რა არის იდეის არსი,  სხვისგან განსხვავებული, ან სხვათათვის ასე მისაღები და… შენ, ეს ყველაფერი კარგად გამოგივიდა?

ნინო ნიკოლაიშვილი

სტატია მომზადდა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ის პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით;“ საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP): სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაში“.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 100
    ლაზარე ჩხარტიშვილი_მუნიციპალურ საჭადრაკო ტურნირში გამარჯვებულიდაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, გარკვეული ხნით შესვენების შემდეგ, ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში განახლდა გეგმა -კალენრით გათვალისწინებული საჭადრაკო შეჯიბრებების ორგანიზება. 12-15 ნოემბერს ჩატარდა მუნიციპალური საჭადრაკო ტურნირი 8 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის. მონაწილეთაგან საკმაოდ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ოფიციალურ ტურნირებში პირველად ღებულობდა მონაწილეობას და მწვრთნელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბავშვებმა მოჭადრაკისათვის საკმაოდ მაღალი…
  • 100
    რეგიონულ საინვესტიციო ფორუმზე, გაზეთ „ალიონის“ შეკითხვა სესიის დროის ამოწურვის მოტივით უპასუხოდ დატოვეს  დღეს, ქ. ოზურგეთში, ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმშიგაიმართა რეგიონული საინვესტიციო ფორუმი, რომელსაც კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებმა იმსჯელეს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს საინვესტიციო პროფილები, რომელთა შექმნაში მათ დაეხმარა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და…
  • 100
     გარდენიას ისტორიებიგურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა. დეკემბერში ერთი ჩამოთოვა, ჩამოთოვდა მაღალ საყორნიას, ბახმაროს, გომისმთას და ჩვენთან, ბარის სოფლებში გამოიდარებდა. მეორე ცდაზე, მაღალ მთებს დაამატებდა, ტოლების კალთებს ჩამოათეთრება და ისევ გამოიდარებდა. მესამე გზობა მთლად მოგვიახლოვდებოდა და აგერ უკანავას, მთისპირის, ვანისქედის, მეწიეთის და ჭაჭიეთის თავამდე მოვიდოდა სითეთრე. აშიშხათდებოდა, „გათბა ცეხლი, ახლა ჩვენთანც დაყრის…
  • 100
    აქ ჯერ კიდევ დიდია კავშირი, დუმბაძისეულ თხრობასა და აქაურ სინამდვილეს შორისკორცხოულას მთაზე ამოგორებული მზე კარგა ხნის დაპატრონებული იყო ნაავდრალი მთის ფერდობებს. დედამიწა თავის ფიქრებს, ორთქლის ფთილებად უშვებდა ცისკენ. ლაშის ღელეც წყნარად მიიკვლევდა გზას ბარისკენ. ცისკენ ხელებაწვდილი, ფოთლებშემოძარცვული ხეები მზეს ეფიცხებოდნენ და  უყვებოდნენ თითქოს, მთისა და ბარის ამბებს. ამ მშვენიერ ხეობას შეყოლილი გზიდან  გურული სოფელი შემოგყურებს თავისი ხიბლითა და სევდით. აქ,…
  • 100
    „ისრაელი არ უპირისპირდება არაბ მოსახლეობას, არამედ ებრძვის ტერორისტულ დაჯგუფებას“ლადო ჭელიძე, ცნობილი მწერლისა და მეცნიერის, პროფესორ გიზო ჭელიძის უფროსი ვაჟია.  ფილოლოგიის მეცნიერებათა  დოქტორი, პროფესორი. ასევე არის   ტელეჟურნალისტი. იგი ამჟამად ისრაელში მოღვაწეობს და მისი საქმიანობის შესახბ ვთხოვეთ ინტერვიუ: _ ხუთი წლის წინ მივიღე ორმაგი მოქალაქეობა (ბებია მყავდა დედის მხრიდან ებრაელი) და 2019 წელს გადმოვედი ისრაელში. როგორც ჟურნალისტი აქტიურად  დავიწყე თანამშრომლობა…