გურიაში ვიზიტორების რაოდენობამ პანდემიამდელ ნიშნულსაც კი გადააჭარბა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს გურიაში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობამ 29.1 ათასი ადამიანი შეადგინა. ეს მაშინ, როდესაც 2020 წელს 23.1 ათასი ვიზიტორი დაფიქსირდა, 2019 წელს – 26.9 ათასი, ხოლო 2018 წელს – 25.6 ათასი.
თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონს ჯამში გაცილებით დიდი რაოდენობით ტურისტი სტუმრობს, რადგან 2 წლის განმავლობაში პანდემიის გამო შეჩერებული იყო უცხო ქვეყნიდან შემომსვლელი ვიზიტორების აღრიცხვა.
როგორც ტენდენციებიდან ირკვევა, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ტურისტებისთვის გურია, განსაკუთრებით კი შეკვეთილი, სულ უფრო მიმზიდველი ხდება. შესაბამისად, მზარდია მოთხოვნა უძრავ ქონებაზე. დამსვენებლებს არა მხოლოდ დაქირავების, არამედ შეძენის კუთხითაც გაუჩნდათ ინტერესი, რაც ერთ-ერთი მოტივატორი გახდა „ტოპლაინ ქონსტრაქშენისთვის“, რომ რეგიონში უნიკალური პროექტი განეხორციელებინა.
მთავარი ღირებულებები, რის მიხედვითაც პროექტი FIDELIO-ს შექმნა გადაწყდა, არის: უნიკალური ადგილმდებარეობა, საინვესტიციო უპირატესობა, ხედები, ეკოლოგია, ტერასები, არქიტექტურა, თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების შესაძლებლობა, ასევე, დაცული და ადაპტირებული გარემო.
„ტოპლაინ ქონსთრაქშენის“ უპირველესი მიზანი საქართველოს ბაზარზე უახლესი სტანდარტებისა და ხარისხის დამკვიდრებაა, რასაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე არქიტექტორების, კონსტრუქტორების, მშენებლებისა და ინჟინრების დახმარებით აღწევს.
ამასთან, „ტოპლაინ ქონსთრაქშენისთვის“ მნიშვნელოვანია შექმნას პროდუქტი, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს, მომხმარებელს მისცეს სრული კომფორტი და ამასთან, ხელი შეუწყოს ქვეყნის რეგიონულ განვითარებას.
FIDELIO არის სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი, რომელიც ზღვიდან 150 მეტრში, ტყის კორომში მდებარეობს და ჯამში 82 პრემიუმ კლასის აპარტამენტისგან შედგება.
გარდა იმისა, რომ მომხმარებელი ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით აშენებულ უძრავ ქონებას მიიღებს, კომპანია „ტოპლაინ ქონსტრაქშენი“ მომხმარებლებს ენერგოეფექტურ, კეთილმოწყობილ აპარტამენტებს, რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით ჩააბარებს.
ამასთან, კომპანიის მომსახურებაში შედის: დაცვის სამსახური, ვიდეოკონტროლი 24/7-ზე, შიდა და გარე ტერიტორიის დასუფთავება, კონსიერჟის მომსახურება და გაქირავების სერვისი.
და კითხვა – რას გულისხმობს გაქირავების სერვისი?
პროექტი Fidelio-ს აპარტამენტები პირადი მოხმარების გარდა, მიმზიდველია საინვესტიციოდაც. უფრო კონკრეტულად, მომავალ მესაკუთრეს საშუალება ეძლევა ითანამშრომლოს ფრანგულ კომპანიასთან (სრულად ჩაიბარებენ მენეჯმენტს) გაქირავების კუთხით და მიიღოს შემოსავალი ქართული და ევროპული ბაზრებიდან.
შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში ტურისტების მზარდი ინტერესის ფონზე, ეს არის უნიკალური შანსი, არა მხოლოდ შეიძინო უძრავი ქონება, არამედ თავადვე გახდე ვიზიტორების მასპინძელი და ეს საქმე შემოსავლის წყაროდაც კი აქციო.
მსგავსი სტატიები
- 63ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 63დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 6028 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 58ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი სცენიდან რეალურ ყოფამდე თუ, შელამაზებული, დახვეწილი ურთიერთობების მიღმა არსებულ მეორე „განზომილებაში“ ჩარჩენილ ადამიანთა მარათონი უზნეობის, სიხარბის, უსუსურობის, მლიქვნელობის..., ერთიან ჩარჩოში. ჩარჩოში, რომელსაც გარე სივრცესთან ფანჯრების დაბზარული, თუ ჩატეხილი მინები, და სხვადასხვა ემოციის და მოქმედების გამომხატველი ხელები აკავშირებს. ეს ყველაფერი ინაცვლებს სპექტაკლში „იმერული რეკვიემი“, რომლის ჩვენება, გაიმართა ოზურგეთის…
- 55"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…