დღეს, სოფელ მთისპირში, აქაურებმა  განახლებული „ბასილას წყარო“ გახსნეს. ამ წყაროს კეთილმოწყობის სამუშაოები, სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებით გახორციელდა (მშენებელი ინდ. მეწარმე მერაბ კურდღელაშვილი).

სოფლის წყაროების ისტორიის შესახებ, 92 წლის ნოდარ თალაკვაძეს ვესაუბრეთ. ბატონი ნოდარი ამ სოფელში დაიბადა და ცხოვრების უმეტესი წლები აქ ცხოვრობდა. იგი ავტორია წიგნისა „ჩემი ლამაზი სოფელი“.

_„ სოფელში საკმაოდაა   წყაროები. „ბასილას წყარო“ ერთ-ერთი პოპულარული წყარო იყო და არის ამ სოფელში. მთისპირი-ასკანას ცენტრალური გზის პირას მდებარეობს, კლდიდან მორაკრაკე, ეს ანკარა წყარო. გადმოცემით ვიცი, რომ ამ უბანში ცხოვრობდა ვინმე ბასილა, რომლის სახელს ატარებს ეს წყარო. მას  ზამთარ-ზაფხულ, ერთი ტემპერატურა აქვს.

ქვიშნარას გორიდან კიდევ ორი წყაროს წარმომავლობას ასახელებენ. მთისპირის ცენტრთან ახლოს, სადაც თალაკვაძეები, ინწკირველები, ნაჭყებიები, ჟღენტები   ცხოვრობდნენ, „ლავროსის წყარო“იყო. აუზი გათლილი ქვებით იყო მოწყობილი. „ლავროსის წყაროს“წყალს სოფლის სკოლის მოსწავლეები და კოლმეურნეობის თანამშრომლები იყენებდნენ.

გოგოლა  შარაშიძის ეზოში იყო წყარო, რომელსაც „მონიკოს წყაროს“ უწოდებდნენ. შემდეგ ეს ადგილი დაიმეწყრა.

„ბასილას წყაროს“ ზემოთ, ვანისქედის გზის დასაწყისში „ნაშენებას წყარო“ არის. იგიც კლდიდან გამოდის.  გასული საუკუნის 50-იან წლებში, დავით შარაშიძემ (მყინვარწვერის პლატოზე ააშენა მეტეოსადგური, იყო მთისპირის ბენტონიტური თიხების სამრეწველო წარმოების დაწყების ორგანიზატორი),  შესაკრები აუზი  გაუკეთა, გვირაბი გაჭრა და შემდეგ, მილებით ოქროსქედის უბნის მცხოვრებლებსაც კი მიეწოდებოდა.

სოფლის ცენტრში (ამჟამინდელი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე), მდებარეობს „ფერას წყარო,“ რომელიც შემდეგ  გერმანე თალაკვაძემ, მილებით გაიყვანა ოქროსქედში და ეს წყაროს წყალი, თვითდინებით მიედინებოდა იქაურ თალაკვაძეებში.

ვანისქედში, იქ სადაც კიღურაძეები და ჟღენტები ცხოვრობდნენ, არის წყარო. აკადემიკოს ვანო კიღურაძის ბაბუამ მოაწყო და ბებიის პატივისაცემად „გვრიტინეს წყარო“ უწოდა.

ასევე ვანისქედში, ჭელიძეების უბანში, ცნობილი „თაფლაურას წყაროა.“ამბობდნენ თაფლივით გემო აქვსო. მახსოვს, პატარა ვიყავი, 40-იან წლებში, ეს წყარო რკინა-ბეტონის  აუზით იყო მოწყობილი. თავზე ბეტონის ფილა ეხურა… რაღაც წარწერები ჰქონდა, რომელიც შემდეგ ბოლშევიკებმა წაშალეს…

ვანისქედში ასევე იყო „მათეს“ (ვაშალომიძის) წყარო, რომელსაც მიმდებარე მოსახლეობა სარგებლობდა.

ვანისქედში, ყოფილი დაწყებითი სკოლიდან დაახლოებით 300 მეტრში, მცირე ხეობაში, დიდ კლდეში გამოჭრილია წყარო, რომელსაც „ბერძნების წყაროს“უწოდებენ. გადმოცემით ვიცი, რომ აქ, გასული საუკუნის 30-იანი წლებამდე ბერძნის (ივანიკა მჭედელი, სავარუდოდ დემუროვი) ოჯახი ცხოვრობდა.

ვანისქედში (დაბლა ვანისქედში) არის „წაბლნარას წყარო,“„სირაძეების წყარო,“ „ელეფთერის წყარო,“„ნიგზვნარას წყარო,“ „ცივწყარო“ „დათველას წყარო“..“ დიხაშხოზე ნიკოლაიშვილების უბანში, კლდიდან გამოდის წყარო, რომელსაც „საცივს“ უწოდებდნენ. ეს წყაროები ამ სოფლის ისტორიის ნაწილია _ გვითხრა ნოდარ თალაკვაძემ.

ასკანა-მთისპირის საზღვარზე ასათიანები უბანში იყო „ასათიანების წყარო,“რომელსაც კარგი დებეტი ჰქონდა და თიხიდ მილებით ასკანელებსაც კი მიეწოდებოდა.

„ბასილას წყაროს“ გახსნის ცერემონიალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების გარდა,  სხვა ქალაქებში მცხოვრები მთისპირელებიც დაესწრნენ და შემდეგ სათანადოდაც აღნიშნეს.

 

მსგავსი სტატიები

  • 77
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 72
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 62
    ბეჟან ნაკაიძე - 100განუმეორებელი ხელმძღვანელი და შემოქმედი ავტორი ლია კილაძე „50 წელზე ცოტა მეტი იცოცხლა და როგორ მოასწრო ყველაფერი, იყო ენერგიული და ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე, მრავალი დიდი და კარგი საქმის ინიციატორი და ხელმძღვანელი,  კარგი მეუღლე და მამა ვაჟიშვილებისა, გულითადი მეგობარი  და ერთგული თანამოსაქმე კოლეგებისა“ _ წერდა ანა ანდღულაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ბეჟან ნაკაიძის შესახებ…
  • 60
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 59
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…