ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ამავე პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ თავად დეკანოიძემ განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატი შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს.
როგორც ცნობილია, მას შემდეგ რაც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიული თანამდებობები რამდენიმე წევრმა დატოვა.