,,ჩვენ, გურიაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის აგენტების“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ.
თქვენ კარგად მოგეხსენებათ იმ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მედია ასრულებენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.
ჩვენი ორგანიზაციები მუშაობენ როგორც ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის, ასევე, მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სერვისის მიწოდებისა თუ მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.
მოგეხსენებათ, გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მხარეა, თქვენ დაინტერესებული უნდა იყოთ რეგიონში მეტი საერთაშორისო თუ ადგილობრივი დონორის მოზიდვით, მეტი დაფინანსების მოპოვებით, საზოგადოების მეტად გაძლიერებით. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ წარმოდგენილი, რუსეთის გამოცდილებაზე დაფუძნებული კანონპროექტი, ამის საპირისპიროდ, მიმართულია არა მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, არამედ მთლიანად მოსახლეობის წინააღმდეგ და მეტიც, ის პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
ჩვენთვის ეს კანონპროექტი პრინციპულად მიუღებელია და იმედს ვიტოვებთ,
რომ თქვენ მას მხარს არ დაუჭერთ.
პატივისცემით, გურიაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები:
• გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკო“, ირმა გორდელაძე
• გურიის სამოქალაქო ცენტრი, ნათია ვაშალომიძე
. გაზეთი ,,ალიონი”, ნუგზარ ასათიანი
. მედიასახლი ,,გურიის მოამბე”, ვლადიმერ მენაბდე
• თავისუფალი მედია სივრცე, ავთანდილ გველებიანი
• ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი, მინდია სალუქვაძე
• ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი, თამარ ღლონტი
• ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა, ქეთევან წილოსანი
• მედიასახლი „გურია ნიუსი“, გიორგი სიხარულიძე
• მშობელთა კავშირი „ჩვენი შვილები“, ნინო ჭელიძე
• ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, მარინა თოფურია
• ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, გრიგოლ მახარაძე
. ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი, ფიქრია ბარამიძე
• პროგრესის ვექტორი, მარინა ნუცუბიძე
• სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის, კუკა ბარამიძე
• საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისი, თამაზ ტრაპაიძე
• საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი, ლევან ხინთიბიძე
• საქართველოს სასოფლო დარბაზი, ამირან გიგინეიშვილი
• საქველმოქმედო ასოციაცია გურია, რომან ლომაძე
• სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო, კახაბერ ლომაძე
• „ფენიქსი 2009“, ოთარ ჯიჯიეშვილი
• ქალები რეგიონის განვითარებისთვის, მაია თოხაძე
• „Post ალიონი“, ია მამალაძე.”
მსგავსი სტატიები
- 44
ოცდამეშვიდე-ოცდამერვე წერილი როცა 1983 წლის იანვარში მოსკონცერტის დირექტორმა კონსტატინ ბულგაკოვმა მოსკოვის საპასპორტო სამართველოსაგან უარი მიიღო, ჩემი ოჯახის მოსკოვში ჩაწერაზე, გადაწყვიტა ჩვენი, გოგის და ჩემი წარდგენა რუსეთის სახალხო არტისტების წოდებაზე! ყველა საჭირო საბუთები: ოფიციალური დახასიათებები, შუამდგომლობები იქნა გადაგზავნილი რუსეთის კულტურის სამინისტროში და ამავე დროს მოსსოვეტის კულტურის მთავარ აღმსრულებელი სამართველოს ხელმძღვანელთან… - 40
წერილი ოცდამესამე-ოცდამეოთხე ავტორი: გია ბეშიტაიშვილი 1981 წლის თებერვლიდან ოთხი თვის განმავლობაში, მაისის ბოლომდე ანსამბლის «მუსიკის» თანხლებით ჩვენ ჩავატარეთ კონცერტები ქ. მოსკოვის ყველა დიდ საკონცერტო სცენებზე! ადმინისტრატორ მუზა პეტროვნა აფანასიევას შეფასებით ჩვემა ანსამბლმა თავისი პროგრამით, შესრულების დონით… - 40
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა… - 39
მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლოა, _ ამის შესახებ ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორი, გულნოსა საიდი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში“ აცხადებს. როგორც გულნოსა საიდი აღნიშნავს, ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა პრესის თავისუფლების ძალიან სერიოზული დარღვევაა. ის მოუწოდებს ქართველ მაღალჩინოსნებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და საჭირო, აუცილებელი სამედიცინო დახმარება გაუწიონ. „პირველ რიგში,… - 39
ეს არ არის ონლაინ მედიის კრიტიკა. პირდაპირი მნიშვნელობით, ეს არის აუტოდაფე, ეგზეკუცია _ ცუდია, როდესაც პოლიტიკოსები მედიასაშუალებების წინააღმდეგ ამ წარმოებულ ბნელ კამპანიაში ერთვებიან,_ ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ონლაინ მედიის მისამართით, „ქართული ოცნების“ განცხადებების შეფასებისას განაცხადა. რაც შეეხება უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას,…