ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლის მშენებლობა კვლავ შეჩერებულია.  მორიგ ტენდერში გამარჯვებულმა მესამე კომპანიამ შპს „აღმაშენებელი ქუთაისი“  ოფიციალურად დატოვა მშენებლობა. სავარაუდო მიზეზი კომპანიის დატვირთვაა_ ამჟამად კომპანიის მიერ მხოლოდ გურიის რეგიონში სამი დიდი რამდენიმე მილიონიანი პროექტი ხორციელდება _ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ცენტრალური მოედნების და მიმდებარე შენობის რეაბილიტაცია.

შპს „აღმაშენებელი ქუთაისს“ ( დირექტორი ზურაბ გუბელაძე 100%-იანი წილით) 23 ტენდერი აქვს მოგებული _ 58,359 მილიონი ლარი. ასევე _  კონსოლიდირებული _ 54 413 ათასი ლარი.

რამ განაპირობა ასეთი ძლიერი კომპანიის მიერ აღებული ვალდებულების შეუსრულებლობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს დაბა ურეკში გოჩა მდინარაძეს ვესაუბრეთ:

_ თუკი ვინმეს უნდა ამ სკოლის დროული დასრულება პირველ რიგში ხელისუფლებაა. ვიცი როგორი მოლოდინი აქვთ დაბა ურეკის საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს… პროექტით ახალი სკოლა 450 მოსწავლეზეა გათვლილი და იგი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება: საკლასო სივრცეებით, სპორტული ინფრასტრუქტურითა და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული პირობებით. სკოლა აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. პროექტის ბიუჯეტი 7 მილიონ ლარს აღემატება, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები კარგად დაიწყო, შემდეგ ტემპი შენელდა. სავარაუდოდ, გარკვეული ხარვეზების გამო დამკვეთმა ხელშეკრულება შეუწყვიტა მშენებელს, მშენებლობა შეჩერდა და ახალი ტენდერი  ამ დღეებში გამოცხადდება. მშენებლობის დასრულების ვადა 2023 წლის სექტემბერი იყო გათვალისწინებული.

იმედია ახალი სამშენებლო კომპანია მშენებლობას ბოლომდე დროულად მიიყვანს.

მსგავსი სტატიები

  • 71
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 63
    როდის დასრულდება დაბა ურეკის საჯარო სკოლის მშენებლობა, ანუ რა ემწუთხა მერის წარმომადგენელს დაბა ურეკში დავით რობაქიძეს?გაზეთმა „ალიონმა“ გასულ კვირაში წერილი გამოაქვეყნა დაბა ურეკში საჯარო სკოლის მშენებლობის მორიგი შეჩერების შესახებ. მოვიპოვეთ შესაბამისი ინფორმაცია და კომენტარი ვთხოვეთ  დაბა ურეკის მკვიდრ დეპუტატს გოჩა მდინარაძეს, რომელიც საზოგადოებაში ძალიან კარგი ავტორიტეტით სარგებლობს და დაბა ურეკზეც შესტკივა გული.  ვფიქრობთ სარედაქციო სტანდარტების დაცვით დაიბეჭდა ეს წერილი, რომელსაც აქვე გთავაზობთ: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა…
  • 59
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 58
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 57
    შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებსსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…