5 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც წინა სხდომისგან მხოლოდ იმით გამოირჩეოდა, რომ ამჯერად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას სხდომის  დღის წესრიგის წაკითხვის საშუალება მისცეს. შემდეგ კი ტრადიციული დაპირისპირება დაიწყო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თათია ნიკოლაშვილმა დაბა ურეკში (მაგნეტიტი) არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა  და ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა.

_დატბორილია ქუჩები, არ არის სანიაღვრე არხები და ამის გამო ირგვლივ ანტისანიტარიაა. ამაზე ბევრი ადამიანი საუბრობს, რომლებიც სხვათა შორის  არ არიან ნაციონალური მოძრაობის მომხრეები. _განაცხადა ნიკოლაშვილმა და იქ არსებული პრობლემების ამსახველი ფოტოებიც წარმოადგინა.

_ცუდია, რომ ვერ ხედავთ ურეკში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ეს პრობლემები წინა ხელისუფლების დროს, 2008 წლამდე წარმოიქმნა დაბა ურეკში, კერძო ნაკვეთების არასწორი განაწილების  დროს დაიკეტა სანიაღვრე არხები_უპასუხა მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ.

_12 წელი რას აკეთებდით? მილიონები დაიხარჯა და არაფერია გაკეთებული _აცხადებდა ნიკოლაშვილი.

_გყავთ თქვენი ტელევიზიები და დგამთ შოუებს. რატომ არ გაინტერესებთ როგორ ვასუფთავებთ პლაჟებს, შენ პოლიტიკაში ახლა იწყებ შესვლას, ნოლ პროცენტიანი პოლიტიკოსი ხარ. შეგიძლია წახვიდეთ, მიიღო რუჯი დაწკრიალებულ პლიაჟზე და ცოტა სიმშვიდე შეიმარჩუნე _ უპასუხა ნაციონალი დეპუტატის მორიგ ბრალდებას მერის პირველმა მოადგილემ.

სხდომაზე ნიკოლაშვილმა ყოფილი პრეზიდენტი ახსენა, ის რომ ყოფილიყო „ვალინკებით“ ჩადგებოდა არხშიო.. შემდეგ ქართული ოცნების ერთ-ერთმა დეპუტატმა იკითხა _ვინაა თქვენი ლიდერიო..

_თქვე მამაცხონებულებო, ჯერ იყო და გახარიას მამას ეძახდით და ახლა დედის სულს აგინებთ, მერე სალომეა ჩვენი დედოფალიო და ახლა კეტით დასდევთ და კიდევ ჩვენ ვერ გაგვირკვევია ვინაა ჩვენი ლიდერი? ჩვენ ოპოზიცია ვართ და იმაზე უნდა დავსვათ კითხვა, რაც არ გაკეთებულა. ჩვენ ქცევაზე რომ აკეთებთ აქცენტს, როგორ იქცევიან თქვენი პარლამენტარები, აქ კი ისე იქცევით თქვენ. დასვა დეპუტატმა კითხვა, გაეცით პასუხი_ მიმართა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტმა გოჩა შარაშენიძემ.

ემოციური ფონის შემდეგ იქ დამსწრე ტელევიზიებმა კომენტარებისთვის გაიყვანეს დარბაზიდან პოზიცია-ოპოზიციის წარმომადგენლები. სხდომა გაგრძელდა.

განხულულ საკითხებს ნაციონალი დეპუტატების ნაწილმა დაუჭირა მხარი.

სხდომის დასასრულს, განცხადება გააკეთა ნაციონალმა დეპუტატმა თორნიკე გოგუაძემ. მან ძიმითი-ნასაკირალის გზაზე უპატრონოდ მიტოვებულ ძაღლებზე ისაუბრა.

_გუშინ 25-მდე მიტოვებული ძაღლი დავთვალე. ისინი არ არიან დაჩიპული და შესაბამისად არც სტერილიზაცია აქვთ ჩატარებული.ეს კი ქმნის იმის საშიშროებას, რომ ისინი გამრავლდნენ და მათმა რაოდენობამ მოიმატოს.  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ამ კუთხით კი  თანხები აქვს გამოყოფილი_განაცხადა გოგუაძემ

გიორგი ღურჯუმელიძემ განუმარტა, რომ ბიუჯეტი წლიურად 350 ძაღლის ეტაპოვრივ გაყვანა-მომსახურებას  და შემდეგ მათ ადგილებზე დაბრუნებას ითვალისწინებს

სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლავრენტი ბიგვამამ საკრებულოს რეგლამენტში ცვლილება შემოიტანა და ამიერიდან სხდომები ყოველი თვის ბოლო ოთხშაბათს გაიმართება.

 

_

 

 

მსგავსი სტატიები

  • 89
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 89
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 83
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
  • 83
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 80
    „დესტრუქციული პოლიტიკური ძალა თავის ჩვეულ რეჟიმს არ ღალატობს და ცდილობს არეულობა შემოიტანოს საკრებულოს სხდომაზე“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა  რეგიონული და ცენტრალური ტელევიზიების კამერების ფონზე ტრადიციულად ხმაურითა და ურთიერთდაპირისპირებით დაიწყო. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით მჟავანაძემ ქ. ოზურგეთში, ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანის რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტი გააპროტესტა და იქ განთავსებულ რკინის საყვავილეებს „კუბოები“ უწოდა. _ევროკავშირის გრანტით ოზურგეთის თეატრის მიმდებარე ტერიტორის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა 2 მილიონ…